ისოსის ბრძოლა
ისოსის ბრძოლა | |||
---|---|---|---|
ალექსანდრე მაკედონელის ომების ნაწილი | |||
პომპეის მოზაიკის რეკონსტრუქცია: ისოსის ბრძოლის კულმინაცია. | |||
თარიღი | 5 ნოემბერი, ძვ. წ. 333 | ||
მდებარეობა | ისოსი, ჰათაი | ||
შედეგი | მაკედონელების გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
ისოსის ბრძოლა ვიკისაწყობში |
ისოსის ბრძოლა — ბრძოლა მაკედონიასა და ირანს შორის. გაიმართა ძვ. წ. 333 წელს დღევანდელი თურქეთის ჰათაის პროვინციაში. მაკედონელებს მეთაურობდა ალექსანდრე მაკედონელი, ხოლო ირანელებს დარიოს III.
წინარე ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ძვ. წ. 334 წელს ალექსანდრე მაკედონელი აზიაში შეიჭრა ჰელესპონტის მხრიდან. ამავე წელს მან გრანიკოსის ბრძოლაში დაამარცხა სპარსელთა ჯარი. შემდეგ მან დაიმორჩილა მთელი მცირე აზია და გაჩერდა ქალაქ თარსუსთან. დარიოს III-მ შეკრიბა საკმაოდ დიდი ჯარი. ალექსანდრემ გაამაგრა თავისი ბანაკი და არ გარისკა იმპერიის ტერიტორიაზე სიღრმეში შესვლა. დაპირისპირება შედგა ძვ. წ. 333 წლის ნოემბრის თვეში ისკანდერუნის ყურესთან დღევანდელი თურქეთის ჰათაის პროვინციაში, იქ სადაც მთავრდება მცირე აზია და იწყება აზია.
ომის მსვლელობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ომის მსვლელობა აღწერილი აქვთ დიოდორე სიცილიელს[1], კურციუსს[2] და უფრო დეტალურად არიანეს[3].
დარიოსის არმია იდგა მდინარე პინარის ნაპირზე, რომელიც ღრმა არ იყო, მაგრამ საკმაოდ ციცაბო ნაპირები ჰქონდა. ზოგიერთ ადგილზე სადაც სანაპირო დაბალი იყო, სპარსელებმა აღმართეს დამცავი კედლები. ალექსანდრემ თავისი ჯარი სრულ მზადყოფნაში მოიყვანა და დააყენა მოწინააღმდეგის ბანაკიდან ისრის სროლის მანძილზე. შემდგ ცხენოსნებთან ერთად გადავიდა შეტევაზე და შეუტია სპარსელების მარცხენა ფლანგს. გეტაირების ჯარი სოლივით შეიჭრა სპარსელთა არმიაში. სპარსელების მეწინავე რაზმი ეგრევე გაიქცა.
ალექსანდრეს არმიის ცენტრში მაკედონური ფალანგა იყო. ხოლო მარცხენა ფალანგაზე, ზღვასთან ახლოს, თესალონიკელთა და ბერძენთა ცხენოსანი და ბერძენ-თრაკიელთა ქვეითი რაზმები იდგნენ, რომლის პირისპირაც აღმოჩნდა სპარსელების მძიმე კავალერია. თავდაპირველად, ისევე როგორც ცენტრში, აქაც მაკედონელთა ნაწილებმა უკან დაიხიეს, მაგრამ შემდეგ კვლავ შეტევაზე გადავიდნენ. დარიოსის თვალწინ იხოცებოდნენ მისი თანამებრძოლები და ნათესავები. შეუძლებელი გახდა ალექსანდრესა და გეტაირების შეტევის მოგერიება. ამ ბრძოლაში ალექსანდრე მსუბუქად დაიჭრა ბარძაყში.
დარიოსის გაქცევამ მთელ ჯარში პანიკა გამოიწვია. მთელი არმია გაიქცა ისე, რომ გარკვეული ნაწილი არც ჩართულა ბრძოლაში.
ბრძოლის შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დიოდორე სიცილიელის მიხედვით მაკედონელების დანაკარგი იყო 300 ქვეითი და 150 ცხენოსანი[4], ხოლო სპარსელების დანაკარგი 50 ათასს აღემატებოდა. ალექსანდრემ ხელში ჩაიგო დარიოსის დედა, ცოლი და შვილები. დარიოსის ცოლი მოგვიანებით გარდაიცვალა მაკედონელის არმიაში. დარიოსის შვილი ცოლად შეირთო ალექსანდრემ ინდოეთში ლაშქრობიდან დაბრუნების შემდეგ.
ისოსის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ ალექსანდრემ დაიპყრო ხმელთაშუა ზღვის მთელი აღმოსავლეთი სანაპირო, მათ შორის ფინიკია, პალესტინა და ეგვიპტე. შემდეგი დიდი ბრძოლა დარიოს III-სთან გაიმართა გავგამელასთან, ორი წლის შემდეგ, ძვ. წ. 331 წელს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Diodorus Siculus The Library of History, Book XVII
- ↑ რუფუს კვინტუს კურციუსი. ალექსანდრე მაკედონელის ისტორია, 3.8-11
- ↑ Арриан, Поход Александра
- ↑ DIODORUS SICULUS LIBRARY OF HISTORY Book XVII
|