Total War: Warhammer III
Total War: Warhammer III | |
---|---|
დეველოპერ(ებ)ი | Creative Assembly |
გამომცემელი | Sega |
სერია | „Total War“ |
პლატფორმ(ებ)ი |
Microsoft Windows Linux macOS |
გამოსვლის თარიღი |
|
ჟანრ(ებ)ი |
რეალური დროის ტაქტიკა რიგითობაზე დამყარებული სტრატეგია |
რეჟიმ(ებ)ი |
ერთმოთამაშიანი მრავალმოთამაშიანი |
რეჟისორ(ებ)ი |
|
ვერსია | 5.2.3 |
საიტი | ოფიციალური საიტი |
Total War: Warhammer III (ქართ. ტოტალური ომი: საომარი ურო III) — „Total War“-ის სერიის რიგით მეთხუთმეტე სტრატეგიული თამაში და მესამე და დამასრულებელი Warhammer-ის ტრილოგიაში (პირველი ნაწილი გამოვიდა 2016 წელს, მეორე ― 2017 წელს). მოქმედება მიმდინარეობს Games Workshop-ის კუთვნილი ფენტეზი „Warhammer Fantasy Battles“-ის სამყაროში. შექმნილია Creative Assembly-ს და გამოქვეყნებულია Sega-ის მიერ 2022 წელს.
გეიმპლეი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წინა ნაწილებთან შედარებით ძირითადი ცვლილებები შეიტანეს მაგიის[1] და საალყო ბრძოლების გადამუშავებაში[2], მნიშვნელოვნად შეიცვალა მომხმარებლის ინტერფეისი, საომარი ერთეულების ზოგიერთი მახასიათებლები და ქცევები, მფრინავ არსებებსა და რაზმებს მიეცათ მიწაზე დაშვების და გადაადგილების საშუალება. ახალ ფრაქციებს აქვთ ბევრად მრავალფეროვანი და უნიკალური მექანიკები. ასევე შეიცვალა პერსონაჟების განვითარება და მათთვის რელიქვიების მიცემა/მოხსნა. შესამჩნევად გაუმჯობესდა მოკავშირეებთან და ვასალებთან ურთიერთქმედების მექანიკები, გაჩნდა მოკავშირე და ვასალი ფრაქციების საომარი რაზმების საკუთარ ჯარებში ჩართვის შესაძლებლობა და მრავალი სხვა სიახლე[3]. „უკვდავი იმპერიების“ რუკაზე ასევე დამატებულია საზღვაოსნო გზები, რომლებიც რუკის ერთი მხრიდან მეორეზე სწრაფად გადაადგილების საშუალებას იძლევა.
სიუჟეტური კამპანია „ქაოსის სამფლობელოს“ რუკა მოიცავს ჩრდილოეთის პოლარული წრის მიმდებარე რეგიონებს, ― კერძოდ კისლევის, ნორსკას და ხატაეთის მოსაზღვრე ქაოსის ნაოხარ მიწებს, ― სადაც მატერიული სამყარო ირევა ქაოსის სამფლობელოში და საიდანაც ქაოსის მიმდევართა მთავარი საფრთხე მოდის. „უკვდავი იმპერიების“ რუკა მოიცავს მთელ მსოფლიოს, დასავლეთით ნაგაროთიდან აღმოსავლეთით ხატაეთამდე და ჩრდილოეთის პოლარული რეგიონებიდან სამხრეთის კონტინენტამდე.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თამაშში შეიძლება გამოიყოს სამი სიუჟეტის მქონე კამპანია, რომლებშიც მოვლენები ერთმანეთის მიმდევრობით ხდება, და Sandbox-ის რეჟიმის „უკვდავი იმპერიები“. ქრონოლოგიურად სიუჟეტური კამპანიები პირველი ნაწილის მოვლენებამდე ხდება.
დაკარგული ღმერთი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოკლე კამპანია-პროლოგი. სიუჟეტის მიხედვით, კისლევის ღმერთ-დათვის, ურსუნის, იდუმალი გაუჩინარების შედეგად სამეფო განუწყვეტელმა, მრავალწლოვანმა ზამთარმა მოიცვა. უნგოლი მთავარი იური ბარკოვი, ცარიცა კატარინის დავალებით, აგროვებს კისლევიტთა ექსპედიციას და ჩრდილოეთში, ქაოსის ნაოხარ მიწებში მიემართება ურსუნის სახსნელად, დარწმუნებული იმაში, რომ ესმის ურსუნის ხმა. ექსპედიცია გზად არაერთ ქაოსის მიმდევარ ნორსკათა დასახლებას ხვდება და ანადგურებს, და მის განმავლობაში იური ნელ-ნელა ქაოსის გავლენის ქვეშ ექცევა ჩრდილოელთა არტეფაქტების გამოყენების გამო. საბოლოოდ, სრულად ქაოსის გავლენის ქვეშ მოქცეული იური შედის პორტალში და ხვდება ქაოსის სამფლობელოში, სულთა სამჭედლოში, სადაც მას ხვდება ბე'ლაკორი. ქაოსის პირველი დემონმთავარი აღიარებს, რომ ურსუნი მისი ტყვეა, და რომ ბე'ლაკორი თავად მანიპულირებთა იურით, რომ საკუთარი გავლენის ქვეშ მოექცია. შედეგად იური ქაოსით დაწყევლილი იარაღით ურსუნს აყენებს სასიკვდილო ჭრილობას. ღმერთ-დათვის აგონური ღრიალი არღვევს ზღვარს მატერიალურ სამყაროსა და ქაოსის სამფლობელოს შორის და იწვევს მრავალი პორტალისმაგვარი ნაპრალის წარმოქმნას მთელ მსოფლიოში. ღრიალის ძალა იურის დასახიჩრებულ სხეულს ისვრის რეალურ სამყაროში, მაგრამ, სანამ იგი მოკვდება, ქაოსის ღმერთები აჯილდოებენ მას მიღწეულის აღსანიშნავად და დემონთა მთავრად აქცევენ.
ქაოსის სამფლობელო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ურსუნის ღრიალით გამოწვეული ნაპრალები იქცევენ მრავალი მხარის ყურადღებას საკუთარი მიზნებისთვის. სანამ ურსუნი ნელა კვდება სულთა სამჭედლოში, ბე'ლაკორი მის ღვთავებრივ ძალებს შთანთქავს, რომ თავად გახდეს ქაოსის ახალი ღმერთი, და ამის დაშვება არ შეიძლება. კისლევის მმართველები ესწრაფვიან თავიანთი ღმერთის გადარჩენას, ხატაეთის დრაკონი უფლისწულები თავიანთ გაუჩინარებულ დას ეძებენ, მუდამ გაუმაძღარ ოგრებს ღმერთის ხორცი იზიდავთ, მომაკვდავი ღმერთის ტანჯვა იზიდავს ქაოსის დიად დემონებსაც, ხოლო ახლადამაღლებული დემონმთავარი, ― ღმერთმკვლელი, ― ჩადენილის დასრულებას ესწრაფვის.
საბოლოოდ ურსუნი კვდება, მაგრამ კამპანიის დასასრული დამოკიდებულია გამარჯვებული ფრაქციის სახეზე:
- კისლევი: კისლევის მმართველები გლოვობენ თავიანთ დაღუპულ ღმერთს, მაგრამ მათი ერთგულება და რწმენა აცოცხლებს მას და თავისი ძლევამოსილი ღრიალით ურსუნი ასრულებს კისლევის გრძელ ზამთარს.
- ხატაეთი: დრაკონები ასრულებენ ჯადოსნურ რიტუალს ურსუნის სულის გამოსაძახებლად. სამუდამო გაუჩინარებამდე ურსუნი უმხელს მათ, სად შეუძლიათ თავიანთი დაკარგული დის მოძებნა.
- ოგრები: ოგრები ნადიმობენ ღმერთი-დათვის გვამზე და ნარჩენებს დიად ხახაში ყრიან საკუთარი მარად მშიერი ღვთაების დასანაყრებლად.
- სკარბრანდი: სკარბრანდი ურსუნის თავის ქალას მსხვერპლად სწირავს კჰორნს იმის იმედით, რომ საბოლოოდ მიიღებს საკუთარი ღმერთის პატიებას. პასუხად მხოლოდ სისხლის ღმერთის ხარხარი ისმის.
- კაიროსი: კაიროსი ჭამს ურსუნის თვალებს და მისი მზერით საბოლოოდ იძენს აწმყოს ხედვის უნარს.
- ნ'კარი: ნ'კარი ატყვევებს მომაკვდავი ღმერთის უკანასკნელ შეგრძნებებს, მის ტანჯვას და ტკივილს ძვირფასი კისლევის ხალხისთვის, რომლებიც მის გარეშე განწირულები იქნებიან.
- კუ'გათი: ჭირისმამა ურსუნის გვამს იყენებს თავისი უძლიერესი სნეულების, ― ღმერთყვავილის, ― შესაქმნელად, რომელიც ღმერთებსაც კი დაავადებს.
- დემონმთავარი: ღმერთმკვლელი შთანთქავს ურსუნის ღვთაებრივ ძალებს და მის ძალაუფლებას კისლევის მიწებზე, რითაც ხდება სამეფოს ახალი, გულშავი, ღმერთი.
ქაოსის ფალავნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კერძოდ ამ კამპანიაში ითვლება, რომ წინაში გაიმარჯვა კისლევმა. ურსუნის გადარჩენით კისლევის უსასრულო ზამთარი დასრულდა, მაგრამ ქაოსის სამფლობელოში მიმავალი ნაპრალები არ გამქრალან ― მხოლოდ დაიხურნენ, და მათი გახსნა და გამოყენება სხვა მიზნისთვისაც შეიძლება.
ათასწლეულების განმავლობაში ბნელ ღმერთთა მიმდევართა ჯარები ერთმანეთს ებრძოდნენ ძველთაძველი ზანბაიჯინის ნანგრევებს შორის და დაღუპულთა სულები გროვდებოდნენ ნაქალაქარის შუაგულში განთავსებულ ბრძოლის სამსხვერპლოში. მომაკვდავი ურსუნის ღრიალმა დაასუსტა სამსხვერპლოზე დადებული შემბოჭველი შელოცვები და ქაოსის რომელი ძალაც მიისაკუთრებს მასში დატყვევებულ უთვალავ სულს, შეძლებს დანარჩენებზე უპირატესობის მოპოვებას. ქაოსის ყოველი ღმერთი თავის გამორჩეულ მიმდევართა შორის ირჩევს მას, ვინც, მისი აზრით, შეძლებს ზანბაიჯინის ნანგრევებამდე მიღწევას და ბრძოლის სამსხვერპლოს დასაკუთრებას.
კოოპერატიული კამპანიები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიუჟეტური კამპანიების გარდა, მრავალმოთამაშიანი გუნდებისთვის ასევე გათვალისწინებულია კოოპერატიული კამპანიები შედარებით მცირე ზომის რუკებზე: Sandbox-ის ტიპის Darkness and Disharmony მაქსიმუმ რვა მოთამაშით, სადაც ხატაეთის, ოგრების და დემონთა ფრაქციები მოქმედებენ დიადი ხატაეთის და მის მიმდებარე ტერიტორიებე, და შედარებით მოკლე Something Rotten in Kislev მაქსიმუმ სამი მოთამაშით, კისლევის და მის მიმდებარე ტერიტორიებზე.
ფრაქციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|
|
დამატებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დასახელება | თარიღი | აღწერა |
---|---|---|
Immortal Empires (უკვდავთა იმპერიები) | 23 აგვისტო, 2022 | დამატება ავტომატურად იტვირთება და გაერთიანებულ რუკაზე სამივე ნაწილში არსებული ფრაქციებით თამაშის საშუალებას იძლევა. |
Aekold Helbrass (ეკოლდ ჰელბრასი) | 31 აგვისტო, 2023 | ლეგენდარული გმირი ცინჩის, ქაოსის დემონების და ქაოსის მეომრების ზოგიერთი ფრაქციისთვის. |
დასახელება | თარიღი | აღწერა |
---|---|---|
Ulrika Magdova: Legendary Hero (ულრიკა მაგდოვა: ლეგენდარული გმირი) | 13 აპრილი, 2023 | უნიკალური ლეგენდარული გმირი იმპერიისა და კისლევის ფრაქციებისთვის. |
Harald Hammerstorm (ჰარალდ გრიგალურო) | 26 მაისი, 2023 | უნიკალური ლეგენდარული გმირი ქაოსის მეომრების ფრაქციებისთვის. |
Epidemius: Tallyman of Nurgle (ეპიდემიუსი: ნურგლის აღმრიცხველი) | 30 აპრილი, 2024 | ნურგლის ლეგენდარული ლორდი, ეპიდემიუსი, და მისი კუთვნილი ფრაქცია, სნეულებათა აღმრიცხველნი. |
დასახელება | თარიღი | აღწერა |
---|---|---|
Ogre Kingdoms (ოგრების სამეფოები) | 24 თებერვალი, 2022 | ოგრების სამეფოების ორი ფრაქცია საკუთარი გეიმპლეური მექანიკით და სიუჟეტით „ქაოსის სამფლობელოს“ რუკაზე: ოქროკბილას ტომი (ზეტირანი გრიზუს ოქროკბილა) და დიადი ხახის მიმდევრები (წინასწარმეტყველი სკრაგ ყასაბი). |
Blood for the Blood God III (სისხლი სისხლის ღმერთს III) | 23 აგვისტო, 2022 | კოსმეტიკური დამატება, შეიცავს სისხლიან ეფექტებს. უფასოდ ხელმისაწვდომია იმ მოთამაშეებისთვის, რომლებმაც ანალოგიური დამატება შეიძინეს პირველი ანდა მეორე ნაწილისთვის. |
Champions of Chaos (ქაოსის ფალავნები) | 23 აგვისტო, 2022 | ქაოსის მეომართა ოთხი ახალი ფრაქცია საკუთარი გეიმპლეური მექანიკებით და სიუჟეტით „ქაოსის სამფლობელოს“ რუკაზე: ხოცვის დედოფლის ლეგიონი (ვალკია სისხლიანი), წარმტაცი ლეგიონები (აზაზელი), არეულობის მარიონეტები (ვილიჩ წყეული), ნაყოფიერნი (ფესტუს წურბელთბატონი). |
Forge of the Chaos Dwarfs (ქაოსის ჯუჯების სამჭედლო) | 13 აპრილი, 2023 | ქაოსის ჯუჯათა სამი ფრაქცია საკუთარი გეიმპლეური მექანიკებით და სიუჟეტით „ქაოსის სამფლობელოს“ რუკაზე: ჰაშუტის მიმდევრები (ასტრაგოთ რკინისხელა), აზგორჰის ლეგიონი (დრაჟოათ ფერფლიანი), ჟარის სპა (ჟატან შავი). |
Shadows of Change (ცვლილების ჩრდილები) | 31 აგვისტო, 2023 | კისლევის ლეგენდარული ლორდი, დედა ოსტანკია (მეთაურობს ტყის ასულთა ფრაქციას), დიდი ხატაეთის ლეგენდარული ლორდი, ზურმუხტის დრაკონი იუენ პო (მეთაურობს ზურმუხტის სამეფო კარს), და ცინჩის ლეგენდარული ლორდი, სახემცვლელი (მეთაურობს ცბიერთა ფრაქციას). ასევე დაემატა ლეგენდარულ გმირთა დუეტი, ლურჯი აღმწერლები, ქაოსის ზოგიერთი ფრაქციისთვის და განახლდა რამდენიმე ზეფრაქციის საბრძოლო ერთეულთა სია და გეიმპლეური მექანიკები. |
Thrones of Decay (ლპობის ტახტები) | 30 აპრილი, 2024 | ნურგლის ლეგენდარული ლორდი, თამურხან მატლმბრძანებელი (მეთაურობს მატლის სპას), ადამიანთა იმპერიის ლეგენდარული ლორდი, ელსპეთ ფონ დრაკენი (მეთაურობს ვისენლანდს და ნულნს), და ჯუჯების ლეგენდარული ლორდი, მალაკაი მაკაისონი (მეთაურობს ინოვაციის ოსტატებს). ასევე განახლდა რამდენიმე ზეფრაქციის საბრძოლო ერთეულთა სია და გეიმპლეური მექანიკები. |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|
- 2022 წლის ვიდეო თამაშები
- Windows-ის თამაშები
- Mac OS X-ის თამაშები
- Linux-ის თამაშები
- ვიდეო თამაშები დამატებებით
- Total War
- რეალური დროის ტაქტიკური თამაშები
- Sega-ს ვიდეო თამაშები
- Creative Assembly-ის თამაშები
- Steam Workshop-ის თამაშები
- ერთმოთამაშიანი და მრავალმოთამაშიანი ვიდეო თამაშები
- ვიდეო თამაშები შემუშავებული გაერთიანებულ სამეფოში