მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

დიდი აფეთქებადაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი მისი არსებობის უადრესი პერიოდებიდან შემდგომი ევოლუციის ჩათვლით. მოდელი აღწერს, თუ როგორ გაფართოვდა სამყარო მაღალი სიმკვირივისა და ტემპერატურის საწყისი მდგომარეობიდან და გვთავაზობს დაკვირვებადი ფენომენების ფართო სპექტრის, მათ შორის, მსუბუქი ელემენტების გავრცელების, კოსმოსური მიკროტალღური ფონის (CMB) და სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის ახსნას. მნიშვნელოვანია, რომ დიდი აფეთქების თეორია თანხვედრაშია ჰაბლი–ლემეტრის კანონთან — რაც უფრო შორს არიან გალაქტიკები დედამიწიდან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი პლანეტას. თეორია, ფიზიკის დადგენილი კანონების გამოყენებით, ახდენს ამ დაკვირვების ექსტრაპოლაციას უკან დროში. ეს შედეგად იძლევა კოსმოსის ზრდად კონცენტრაციას, რასაც წინ უძღოდა გრავიტაციული სინგულარობა, რომელშიც დროისა და სივრცის ცნებები მნიშვნელობას კარგავს (ე.წ. „დიდი აფეთქების“ სინგულარობა). სამყაროს გაფართოების სიჩქარის დეტალური გამოთვლების თანახმად, აღნიშნულ სინგულარობას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ, რაც, შესაბამისად, სამყაროს ასაკს წარმოადგენს. საწყისი გაფართოების (იგივე „დიდი აფეთქების“) შემდეგ სამყარო საკმარისად გაგრილდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სუბატომური ნაწილაკების, მოგვიანებით კი, ატომების წარმოქმნა. ამ პირველადი ელემენტების (წყალბადის, შედარებით მცირე რაოდენობით კი ჰელიუმის და ლითიუმის) გიგანტური ღრუბლები, მოგვიანებით, გრავიტაციის ძალით, შეიკუმშა ადრეულ ვარსკვლავებად და გალაქტიკებად, რომელთა შთამომავლებზე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია.

დღის სტატია

დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი (დ. 14 აპრილი/26 აპრილი, 1814, სოფ. მერეთი, გორის მაზრა — გ. 24 ოქტომბერი/5 ნოემბერი, 1887, სტავროპოლი) — ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მესვეური. 2007 წელს საქართველოს საპატრიარქომ დიმიტრი ყიფიანი წმინდანად შერაცხა. მისი მოხსენიების დღეა 27 აპრილი.

დღის სურათი

ლიჩოვკის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის დეტალი, უკრაინა
ლიჩოვკის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის დეტალი, უკრაინა
ლიჩოვკის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის დეტალი, უკრაინა

სიახლეები

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


27 აპრილი — ამ დღეს...

ეარბუს ა380
ეარბუს ა380
  • 1509 : რომის პაპმა იულიუს II-მ ინტერდიქტი გამოუცხადა ვენეციის იტალიურ სახელმწიფოს.
  • 1521 : მოგზაური ფერნანდო მაგელანი ფილიპინების ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მოკლეს.
  • 1667 : დაბრმავებულმა და გაღატაკებულმა ჯონ მილტონმა საავტორო უფლებები დაკარგულ სამოთხეზე £10-ად გაყიდა.
  • 1848 : საფრანგეთმა ოფიციალურად აკრძალა მონობა საკუთარ კოლონიებში.
  • 1981 : Xerox PARC კომპიუტერის მაუსის პრეზენტაცის ახდენს.
  • 2005 : Airbus A380 (სურათზე) პირველ გაფრენას ახორციელებს ტულუზადან (საფრანგეთი).
  • 2014 : კათოლიკურმა ეკლესიამ იოანე XXIII-ის და იოანე-პავლე II-ის კანონიზაცია მოახდინა.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი

    თარგი:მთავარი გვერდის ინტერვიკი