შინაარსზე გადასვლა

11 O'Clock Tick Tock

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„11 O'Clock Tick Tock“

11 O'Clock Tick Tock
სინგლიU2
B-მხარე „Touch“
გამოსვლის თარიღი 23 მაისი, 1980
ჟანრი პოსტ პანკი
ხანგრძლივობა 3:44
ხმისჩამწერი ლეიბლი Columbia / Island
პროდიუსერი მარტინ ჰენეტი
U2 — სინგლების ქრონოლოგია
„Another Day“
(1980)
11 O'Clock Tick Tock
(1980)
„A Day Without Me““
(1980)

11 O'Clock Tick Tock“ — ირლანდიური როკ-ჯგუფ U2-ს მეორე სინგლი, რომელიც გამოვიდა 1980 წელს.[1] იგი გამოვიდა ალბომამდე Boy და არ არის მასში შეტანილი.

სიმღერის პროდიუსერია მარტინ ჰენეტი, რომელიც უფრო ცნობილი იყო Joy Division-თან თანამშრომლობით. ჯგუფმა გაიცნო ჰენეტი Joy Division-ის სიმღერის „Love Will Tear Us Apart“ ჩაწერისას.

1980-იან წლებში 11 O'Clock Tick Tock ჯგუფის კონცერტებზე იყო საკმაოდ პოპულარული ნომერი. იგი ასევე შეტანილი იქნა 1983 წლის საკონცერტო მინი ალბომში Under a Blood Red Sky. ადრინდელ ტურნეებზე იგი ხოლმე სრულდებოდა ორჯერ - რადგანაც საკონცერტო პროგრამაში ცოტა სიმღერა იყო. 1982 წლის დეკემბრამდე იგი სრულდებოდა სიმღერასთან The Ocean ერთად. ასეთი შესრულების მაგალითი წარმოდგენილია ჯგუფის სინგლზე Fire.

ტურნეს Unforgettable Fire (1985) შემდეგ 11 O'Clock Tick Tock გაქრა საკონცერტო პროგრამიდან, შესრულდა რამდენიმეჯერ და 2001 წელს დაბრუნდა ტურნეს Elevation დროს.

„Touch“, სინგლის B-მხარე არის სიმღერის „Trevor“ გადამუშავებული ვარიანტი. „Touch“ ხშირად სრულდებოდა ტურნეს Boy დროს.

არსებობს სიმღერის 11 O'Clock Tick Tock სამი სახის მიქსი. 1980 წლის სინგლის ხანგრძლივობაა 3 წუთი და 44 წამი. მარტინ ჰენეტისადმი მიძღვნილ ალბომში And Here Is The Young Man შეტანილია სიმღერის ვერსია, რომლის ხანგრძლივობაც არის 4 წთ 03 წმ. საბოლოო ვერსიის ხანგრძლივობაა 4 წუთი და 10 წამი.

7" გრამფირფიტა
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„11 O'Clock Tick Tock“3:44
2.„Touch“3:21