ვაშინგტონის მონუმენტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვაშინგტონის მონუმენტი
Washington Monument
Washington Monument Dusk Jan 2006.jpg
მდებარეობა ეროვნული ხეივანი, ვაშინგტონი
სიმაღლე 169,046 მ
დაწყების თარიღი 6 დეკემბერი, 1844
დასრულების თარიღი 21 თებერვალი, 1885
მიძღვნილია ჯორჯ ვაშინგტონი

ვაშინგტონის მონუმენტი ინგლ. Washington Monument) — აშშ-ის პირველი პრეზიდენტის, ჯორჯ ვაშინგტონისადმი მიძღვნილი მსოფლიოში ყველაზე მაღალი ობელისკი,[1] რომლის სიმაღლე 169 მეტრია და ნაშენებია მარმარილოსა და გრანიტისგან. მდებარეობს აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში.

მშენებლობა დაიწყო 1848 წელს. 1854 წლიდან 1877 წლამდე სამშენებლო სამუშაოები შეწყვეტილი იყო სახსრების უქონლობის გამო. მონუმენტზე მუშაობა დასრულდა 1884 წელს, ხოლო ოფიციალურად გაიხსნა 1888 წლის 21 თებერვალს[2] და იმ დროში იქცა მსოფლიოს ყველაზე მაღალ ნაგებობად, რომელმაც სიმაღლეში გაუსწრო კელნის საკათედრო ტაძარს. მაგრამ ეს ტიტული ჩამოერთვა 1899 წელს, მას შემდეგ რაც აშენდა ეიფელის კოშკი პარიზში, საფრანგეთში.

მონუმენტი 2011 წლის ვირჯიინიის მიწისძვრის[3] და ქარიშხალი აირინის გამოჩენის დროს დაზიანდა. შედეგად დაიწყო მონუმენტის სარეაბილიტაციო სამუშაოები და დაიხურა პუბლიკისთვის.[4] 32 თვიანი სამუშაოების შემდეგ, 2014 წლის 12 მაისს მონუმენტი მნახველთათვის კვლავ ხელმისაწვდომი შეიქმნა.[5][6][7]

2016 წლის სექტემბერში მონუმენტი ისევ დაიხურა ლიფტის სისტემის გასაახლებლად.[8] 2016 წლის 2 დეკემბერს, აშშ-ის ნაციონალური პარკების სამსახურის განცხადებით, მონუმენტი 2019 წლამდე დახურული იქნება. სამუშაოების ღირებულება შეადგენს 2-დან 3 მილიონამდე აშშ დოლარს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Wunsch, Aaron V. (1994). Historic American Buildings Survey, Washington Monument, HABS DC-428 (text). National Park Service. 
  2. Washington Monument. National Park Service (27 დეკემბერი, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან - 15 ოქტომბერი, 2006.
  3. FoxNews.com. “Disasters Washington Monument Indefinitely Closes After Earthquake Causes Cracks“, Fox News, 23 აგვისტო, 2011. წაკითხვის თარიღი: 23 აგვისტო, 2011. 
  4. "Washington Monument Remains Closed Indefinitely." ''Associated Press.''. Photoblog.msnbc.msn.com (23 აგვისტო, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან - 25 აპრილი, 2012. წაკითხვის თარიღი: 31 იანვარი, 2013.
  5. Washington Monument reopening. National Park Service. წაკითხვის თარიღი: 12 მაისი, 2014.
  6. Photos From the Top of the Washington Monument Reopening“, I Hit The Button, 13 მაისი, 2014. წაკითხვის თარიღი: 6 მაისი, 2016. 
  7. Washington Monument reopens after quake repairs. CNN.com (23 აგვისტო, 2011). წაკითხვის თარიღი: 14 მაისი, 2014.
  8. Washington Monument closed indefinitely over elevator's 'reliability issues'“, The Washington Post, 26 სექტემბერი, 2016. წაკითხვის თარიღი: 26 სექტემბერი, 2016.