ჯავის დედაღვთისას ეკლესია (XIX-XX საუკუნეები)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯავის დედაღვთისას ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა საქართველოში, ჯავის მუნიციპალიტეტის დაბა ჯავაში. აგებულია XIX-XX საუკუნეებში. დიდი ზომის დარბაზული, შვერილაბსიდიანი ეკლესია ნაგებია ფლეთილი და რიყის ქვით, აგრეთვე ქართული აგურით. კედლებზე შიგნიდანაც და გარედანაც შეიმჩნევა ნალესობა. საკურთხეველში სამი სარკმელი და ორი დიდი ნიშია. გრძივ კედლებში ფართე, მაღალი სარკმელია გაჭრილი. შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდანაა. დასავლეთ კედელს ეკვრის კარიბჭე — სამრეკლო; ფასადთა დეკორატიულობა შექმნილია პილასტრებითა და სარკმლის სადა თავსართებით. ნაგებობის აღმოსავლეთი ფასადის გარშემო შეინიშნება კუთხოვანი ფორმის საძირკვლის ნაშთი. სავარაუდოა ძველი ეკლესიის არსებობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004, გვ. 8-9