შინაარსზე გადასვლა

ხავიერ ბარდემი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხავიერ ბარდემი
დაბადების სახელი ხავიერ ანგელ ენსინას ბარდემი
დაბადების თარიღი 1 მარტი, 1969 (1969-03-01) (57 წლის)
ლას-პალმასი, ესპანეთი
მოქალაქეობა  ესპანეთი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1990-დღემდე
მეუღლე(ები) პენელოპე კრუსი
შვილ(ებ)ი Leo Bardem და Luna Bardem
ოსკარი

საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში

2007 — მოხუცებისთვის ადგილი არ არის
ოქროს გლობუსი

საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში

2007 — მოხუცებისთვის ადგილი არ არის
BAFTA

საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში

2007 — მოხუცებისთვის ადგილი არ არის
სხვა ჯილდოები

ვოლპის თასი
2000 — სანამ დაღამდება

2004 — შინაგანი ზღვა

ხავიერ ბარდემი (ესპ. Javier Bardem; 1 მარტი, 1969) — ესპანელი მსახიობი. არის ოსკარის, ოქროს გლობუსის, ბაფტას და გოიას ჯილდოების მფლობელი. ის პირველი ესპანელია, რომელიც ოსკარის ნომინანატი და გამარჯვებული გახდა.

ბარდემმა კარიერა დაიწყო მშობლიურ ესპანეთში. ორი ათეული როლის შესრულების შემდეგ ის საერთაშორისო დონეზე ცნობილი გახდა ჯულიან შნაბელის ფილმით „სანამ დაღამდება“, სადაც შეასრულა კუბელი ჰომოსექსუალი მწერლის, რეინალდო არენას როლი. ამ როლისთვის მან, პირველმა ესპანელთაგან, დაიმსახურა ოსკარის ნომინაცია, აგრეთვე მიიღო ვოლპის თასი. 2002 წელს მან მიიღო შეთავაზება სტივენ სპილბერგის ფილმში „განსაკუთრებული აზრი“ ვიტვერის როლზე. ეს იყო როლი აგენტისა, რომელიც პოლიციელის, ანდერტონის (ტომ კრუზი) დაჭერას ცდილობდა. ბარდემმა განაცხადა, რომ არ აპირებდა ტომ კრუზის დევნას და როლი კოლინ ფარელს დაუთმო.[1] 2004 წელს ბარდემმა მეორედ მიიღო ვოლპის თასი ფილმში „შინაგანი ზღვა“ შესრულებული როლისთვის. აქ იგი ასახიერებდა ტეტრაფლეგიით დაავადებულ რამონ სამპედროს. 2006 წელს მან ითამაშა მილოშ ფორმანის ფილმში „გოიას ლანდები“, სადაც მისი პარტნიორი იყო ნატალი პორტმანი. აგრეთვე შეასრულა ფლორენტინო არისას როლი გაბრიელ გარსია მარკესის რომანის ეკრანიზაციაში.

ბარდემის ყველაზე დიდი წარმატება იყო 2007 წელს ძმები კოენების ფილმში „მოხუცებისთვის ადგილი არ არის“ შესრულებული ანტონ ჩიგურის როლი. ამ როლისთვის მან მიიღო ოსკარის, ოქროს გლობუსისა და BAFTAს ჯილდოები.

2008 წელს მონაწილეობა მიიღო ვუდი ალენის ფილმში „ვიკი კრისტინა ბარსელონა“,სადაც ითამაშა მომავალ მეუღლე პენელოპე კრუსთან ერთად. 2012 წელს მიიღო მონაწილეობა ჯეიმზ ბონდის სერიის ფილმში „სკაიფოლი“.

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1991ფ მაღალი ქუსლები Tacones Lejanosტელევიზიის თანამშრომელი
2000ფ სანამ დაღამდება Before Night Fallsრეინალდო არენა
2002ფ ორშაბათები მზეზე Los lunes al solსანტა
2004ფ შინაგანი ზღვა Mar adentroრამონ სამპედრო
2006ფ გოიას ლანდები Goya's Ghostsძმა ლორენცო
2006ფ სიყვარული ჟამიანობის დროს Love in the Time of Choleraფლორენტინო არისა
2007ფ მოხუცებისთვის ადგილი არ არის No country for old menანტონ ჩიგური
2008ფ ვიკი კრისტინა ბარსელონა Vicky Cristina Barcelonaხუან ანტონიო
2010ფ ჭამე ილოცე შეიყვარე Eat Pray Loveფილიპი
2010ფ ბიუტიფულ Biutifulუქსბალი
2012ფ სკაიფოლი Skyfallრაულ სილვა
2013ფ მრჩეველი The Counselorრეინე

2007 წლიდან ბარდემი ურთიერთობაშია ესპანელ მსახიობ პენელოპე კრუსთან. ისინი 2010 წელს დაქორწინდნენ და ყავთ შვილი ლეო ენრიკას კრუსი. ამჟამად წყვილი მეორე ბავშვს ელოდება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. ↑ Trivia for Minority Report. Internet Movie Database (2002). ციტირების თარიღი: 29 March 2011.