მოხუცების ადგილი აქ არ არის (ფილმი)
| „მოხუცებისთვის ადგილი არ არის“ | |
|---|---|
|
| |
| ჟანრი | თრილერი |
| დამდგმელი რეჟისორი | ძმები კოენები |
| პროდიუსერი | ძმები კოენები, სკოტ რუდინი |
| სცენარის ავტორი | ძმები კოენები |
| ნაწარმოები |
მოხუცებისთვის ადგილი არ არის — კორმაკ მაკ-კართი |
| როლებში |
ტომი ლი ჯონსი ხავიერ ბარდემი |
| მუსიკა | კარტერ ბერველი |
| ოპერატორი | როჯერ დიკინსი |
| მონტაჟი | ძმები კოენები |
| დისტრიბუტორი |
Miramax Films Paramount Vantage |
| გამოსვლის თარიღი | 9 ნოემბერი, 2007 |
| ხანგრძლივობა | 122 წთ. |
| ქვეყანა | აშშ |
| ენა | ინგლისური |
| ბიუჯეტი | $25 მილიონი |
| შემოსავალი | $171 627 166 |
| საიტი | |
მოხუცებისთვის ადგილი არ არის (ინგლ. No Country for Old Men) — ძმები კოენების 2007 წლის ფილმი. დაფუძნებულია კორმაკ მაკ-კართის ამავე სახელწოდების მოთხრობაზე, რომლის სახელწოდება მომდინარეობს უილიამ ბატლერ იეიტსის პოემიდან. ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა 2006 წლის მაისიდან აგვისტომდე, ლას-ვეგასში (ნევადა). ფილმს არ გააჩნია ორიგინალური საუნდტრეკი.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილმის მოქმედება 80-იანი წლების ტეხასში ვითარდება. რიო-გრანდეს მახლობლად ვიეტნამის ომის ვეტერანი, მონადირე სახელად ლიველინ მოსი, (ჯოშ ბროლინი), შემთხვევით წააწყდება ნარკომოვაჭრეთა შეტაკების ადგილს,, გარდაცვლილთა ცხედრებს, ჰეროინის პარტიას და 2 მილიონ დოლარს. მოსი ფულს აიღებს, ამით კატასტროფული სისასტიკის ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს - მისი მდევარი გახდება სასტიკი მკვლელი, ანტონ ჩიგური (ხავიერ ბარდემი) რომელსაც ვერ შეაჩერებს მობერებული შერიფი ედ ტომ ბელი (ტომი ლი ჯონსი).
როლებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტომი ლი ჯონსი — შერიფი ბელი
- ხავიერ ბარდემი — ანტონ ჩიგური
- ჯოშ ბროლინი — ლიველინ მოსი
- ვუდი ჰარელსონი — კარსონ უელსი
- კელი მაკდონალდი — კარლა ჯინ მოსი
- ტეს ჰარპერი — ლორეტა ბელი
- სტივენ რუტი — ველსის დამქირავებელი
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოსკარი
- საუკეთესო ფილმი
- საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში: ხავიერ ბარდემი
- საუკეთესო რეჟისორი: ძმეი კოენები
- საუკეთესო ადაპტირებული სცენარი: ძმები კოენები
ოქროს გლობუსი
- საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში: ხავიერ ბარდემი
- საუკეთესო სცენარი: ძმები კოენები
BAFTA
- საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში: ხავიერ ბარდემი
- საუკეთესო რეჟისორი: ძმები კოენები
- საუკეთესო ოპერატურა: როჯერ დიკინსი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „მოხუცებისთვის ადგილი არ არის“ — TCM-ის მონაცემთა ბაზაში
- „მოხუცებისთვის ადგილი არ არის“ — Rotten Tomatoes
- „მოხუცებისთვის ადგილი არ არის“ — Metacritic-ზე
- „მოხუცებისთვის ადგილი არ არის“ — Box Office Mojo-ზე
- ფილმი, სადაც ყველას ადგილია მოხუცების გარდა[მკვდარი ბმული]
| |||||