შინაარსზე გადასვლა

რობინ უილიამსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რობინ უილიამსი
დაბადების სახელი რობინ მაკლორინ უილიამსი
დაბადების თარიღი 21 ივლისი, 1951
ჩიკაგო, ილინოისი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 11 აგვისტო, 2014 (63 წლის)
მარინ-კაუნტი, კალიფორნია, აშშ
აქტიური 1972–2014
ოსკარი საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში
1997 — ნიჭიერი უილ ჰანტინგი
ოქროს გლობუსი საუკეთესო მსახიობი კაცი მიუზიკლსა ან კომედიაში
1987 — დილა მშვიდობისა, ვიეტნამო
1991 — მეფე მეთევზე
1993 —მისის დაუტფაირი
2005 – სესილ ბ. დემილის ჯილდო
საიტი robinwilliams.com

რობინ მაკლორინ უილიამსი[1][2] (ინგლ. Robin McLaurin Williams; დ. 21 ივლისი, 1951 — გ. 11 აგვისტო, 2014[3]) — ამერიკელი მსახიობი და კომიკოსი. მან თავდაპირველად სახელი გაითქვა ტელესერიალით მორკი და მინდი. მხატვრულ ფილმებში მონაწილეობით აქტიურობდა 1980-იანი წლებიდან.

მისი კინოკარიერა მოიცავს ისეთ გახმაურებულ ფილმებს როგორებიცაა: „მსოფლიო გარპის მიხედვით“ (1982), „დილა მშვიდობისა, ვიეტნამო“ (1987), „მკვდარი პოეტების საზოგადოება“ (1989), „გამოღვიძება“ (1990), „მეფე მეთევზე“ (1991) და „ნიჭიერი უილ ჰანტინგი“ (1997), აგრეთვე ფინანსურად წარმატებული აღმოჩნდა კინოფილმები: „პოპაი“ (1980), „კაუჭა“ (1991), „ალადინი“ (1992), „მისის დაუტფაირი“ (1993), „ჯუმანჯი“ (1995), „ჩიტების გალია“ (1996), „ღამე მუზეუმში“ (2006), და „ბედნიერი თათები“ (2006). მიღებული აქვს ოსკარი საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობისათვის („ნიჭიერი უილ ჰანტინგი“, 1997). ასევე არის ორი ემის, სამი ოქროს გლობუსის, მსახიობთა გილდიის ორი ჯილდოსა და ხუთი გრემის მფლობელი.

2014 წლის 11 აგვისტოს რობინ უილიამსი კალიფორნიაში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი თვითმკვლელობა იყო.[4][5][6]

რობინ მაკლორინ უილიამსი დაბადა ილინოისის შტატის ქალაქ ჩიკაგოში. დედამისი ლორი მაკლორინი იყო ყოფილი მოდელი ახალი ორლეანიდან. მამამისი რობერტ ფიცჯერალდ უილიამსი იყო Ford Motor Company-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. დედის მხრიდან მისი დიდი-დიდი პაპა ანსელმ მაკლორინი იყო მისისიპის სენატორი და გუბერნატორი. უილიამსის გენეალოგია შეიცავდა ინგლისურ, უელსურ, ირლანდიურ, შოტლანდიურ, გერმანულ და ფრანგულ ფესვებს. აღიზარდა საეპისკოპოსო ეკლესიის წესის მიხედვით. გაიზარდა მიჩიგანში, ბლუმფილდ-ჰილზში, სადაც დეტროიტის სკოლაში სწავლობდა, მოგვიანებით კალიფორნიაში სწავლობდა რედვუდის უმაღლეს სკოლაში. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა კლერმონტის კოლეჯში პოლიტოლიგიის სპეციალობით. შემდეგ, სწავლა განაგრძო ჯულიარდის სკოლაში, სადაც დრამატულ ხელოვნებას დაეუფლა. ჰყავდა ორი ნახევარძმა: ტოდი და მაკლორინი.

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1977შემიძლია გავაკეთო, სანამ სათვალე დამჭირდება?Can I Do It 'Till I Need Glasses?ადვოკატი, მამაკაცი ატკივებული კბილით
1978-1982 მორკი და მინდი Mork & Mindyმორკი
1980 პოპაი Popeyeპოპაი
1982 მსოფლიო გარპის მიხედვით The World According to Garpგარპი
1983 გადარჩენილები The Survivorsდონალდ კუინელი
1984 მოსკოვი ჰუძონზე Moscow on the Hudsonვლადიმირ ივანოვი
1986 საუკეთესო დრო The Best of Timesჯეკ დანდი
1986 კლუბი სამოთხე Club Paradiseჯეკ მონიკერი
1986 დაიჭირე წამი Seize the Dayტომი უილჰელმი
1987 დილა მშვიდობისა, ვიეტნამო Good Morning, Vietnamედრიენ კრონაუერი
1988 ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი The Adventures of Baron Munchausenმთვარის მეფე
1988 თეთრი ქორწინების პორტრეტი Portrait of a White Marriageჰაერის ვენტილაციის გამყიდველი
1989 მკვდარი პოეტების საზოგადოება Dead Poets Societyჯონ კიტინგი
1990 ადამიანი - კადილაკი Cadillac Manჯოუი ო'ბრაიანი
1990 გამოღვიძება Awakeningsდოქტორი მალკოლმ სეიერი
1991 ჯამბაზი შეიკსი Shakes the Clownმიმების კლასის ინსტრუქტორი
1991 მოკვდე თავიდან Dead Againექიმი კოუზი კარლაილი
1991 მეფე მეთევზე The Fisher Kingპერი
1991 კაუჭა Hookპიტერ პენი
1992ანფ გვიმრების ხევი: უკანასკნელი ტროპიკული ტყე FernGully: The Last Rainforestღამურა კოდა
1992 დროის მცველი The Timekeeperდროის მცველი
1992ანფ ალადინი Aladdinჯინი
1992 სათამაშოები Toysლესლი ზევო
1993 მისის დაუტფაირი Mrs. Doubtfireდენიელ ჰილარდი
1994 იყო ადამიანი Being Humanჰექტორი
1995 ცხრა თვე Nine Monthsდოქტორი კოზევიჩი
1995 ვონგ ფუ, მადლობა ყველაფრისთვის! ჯული ნიუმარი To Wong Foo, Thanks for Everything! Julie Newmarჯონ ჯეიკობ ჯინგლჰაიმერ შმიდტი
1995 ჯუმანჯი Jumanjiალან პერიში
1996 ჩიტების გალია The Birdcageარმან გოლდმანი
1996 ჯეკი Jackჯეკ პაუელი
1996 საიდუმლო აგენტი The Secret Agentმკვლელი
1996 ჰამლეტი Hamletოზრიკი
1996ანფ ალადინი და ქურდების მეფე Aladdin and the King of Thievesჯინი, პირდაპირ ვიდეოზე გამოცემული ფილმი
1997 მამის დღე Fathers' Dayდელ პატლი
1997 ჰარის გარჩევა Deconstructing Harryმელი
1997 ფლაბერი Flubberპროფესორი ფილიპ ბრაინარდი
1997 მეგობრები Friendsტომასი
1997 ნიჭიერი უილ ჰანტინგი Good Will Huntingშონ მაგუაირი
1998 საით მივყავართ ოცნებებს What Dreams May Comeკრის ნილსენი
1998 მკურნალი ადამსი Patch Adamsჰანტერ ადამსი
1999 მატყუარა ჯეიკობი Jakob the Liarჯეიკომ ჰეიმი/მთხრობელი, აგრეთვე აღმ. პროდიუსერი
1999 ორასი წლის ადამიანი Bicentennial Manენდრიუ მარტინი
2001 ხელოვნური ინტელექტი A.I. Artificial Intelligenceდოქტორ ნოუ
2002 The Rutles 2: Can't Buy Me Lunch The Rutles 2: Can't Buy Me Lunchჰანს ჰენკი
2002 ფოტო ერთ საათში One Hour Photoსეიმურ პერიში
2002 სიკვდილი სმუჩის Death to Smoochy„რეინბოუ“ რენდოლფ სმაილი
2002 ინსომნია Insomniaუოლტერ ფინჩი
2004 საბოლოო მონტაჟი The Final Cut ალან ჰეკმენი
2006 ღამე მუზეუმში Night at the Museumთეოდორ რუზველტი
2006ანფბედნიერი თათები Happy Feetრამონი
2009 მსოფლიოში საუკეთესო მამა World's Greatest Dadლენს კლეიტონი
2009 ღამე მუზეუმში: სმითსონის ბრძოლა Night at the Museum: Battle of the Smithsonianთეოდორ რუზველტი
2013 მსახურთუფროსი The Butlerდუაიტ ეიზენჰაუერი
2014 ღამე მუზეუმში: სამარხის საიდუმლო Night at the Museum: Night at the Museum: Secret of the Tombთეოდორ რუზველტი
2015 აბსოლუტურად ყველაფერი Absolutely Anythingძაღლი დენისი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Thomas, Mike (2002-02-24). „A nose for laughs“. Chicago Sun-Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-08. ციტირების თარიღი: 2009-12-14.
  2. McMullen, Marion (2002-10-05). „Article: Weekend TV: Star profile. (Features)“. Coventry Evening Telegraph. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-04. ციტირების თარიღი: 2009-12-14.
  3. „Robin Williams, Oscar-Winning Actor, Dies at 63 in Suspected Suicide“. The New York Times. 2014-08-11. ციტირების თარიღი: 2014-08-12.
  4. Itzkoff, Dave; Fitzsimmons, Emma G. (August 11, 2014). „Robin Williams, Oscar-Winning Comedian, Dies at 63“. The New York Times. ციტირების თარიღი: August 11, 2014.
  5. Nordyke, Kimberly; Byrge, Duane (August 11, 2014). „Robin Williams Dies of Suspected Suicide“. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: August 11, 2014.
  6. Messer, Lesley (August 12, 2014). „Robin Williams Died in an Apparent Suicide by Hanging“. ABC News.