შინაარსზე გადასვლა

ჭამე ილოცე შეიყვარე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ჭამე ილოცე შეიყვარე“
რეჟისორი რაიან მერფი
პროდიუსერი
სცენარის ავტორი
ნაწარმოები ჭამე ილოცე შეიყვარე
ელიზაბეტ გილბერტი
როლებში
კომპოზიტორი დარიო მარიანელი
ოპერატორი რობერტ რიჩარდსონი[1][2]
მონტაჟი ბრედლი ბიუკერი
სტუდია Plan B Entertainment
გამოსვლის თარიღი 13 აგვისტო, 2010
ხანგრძლივობა 133 წუთი
ქვეყანა აშშ
ენა
ბიუჯეტი 60 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 204.6 მილიონი აშშ დოლარი[2]

ჭამე ილოცე შეიყვარე (ინგლ. Eat Pray Love) — 2010 წლის ფილმი, რომელშიც მთავარ როლს ჯულია რობერტსი ასრულებს და რომელიც ელიზაბეტ გილბერტის მემუარზეა დაფუძნებული. ფილმის რეჟისორია რაიან მერფი.

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ახალგაზრდა ქალი აანალიზებს, რომ ვერ იღებს ცხოვრებისაგან იმას რისი სურვილიც აქვს. მტკივნეული განქორწინების შემდეგ ის დაგეგმავს მოგზაურობას, რომელიც მას მსოფლიოს ირგვლივ წაიყვანს, კონკრეტულად კი: იტალიაში, ინდოეთსა და ბალში. ამ მოგზაურობის დროს ის სწავლობს უცხო კულტურასა და ტრადიციებს, ნახულობს ბევრ უცნობ და საინტერესო ადგილს, ეს ყველაფერი კი რელაქსაციაში ეხმარება, ის ამ ფორმით გამოდის დეპრესიიდან და უბრუნდება თავის საკუთარ მეს.

ფილმის გადაღებები 2009 წლის აგვისტოში დაიწყო. გადასაღები ადგილები იყო: ნიუ-იორკი (აშშ), რომი (იტალია), პატაუდი (ინდოეთი) და ბალი (ინდონეზია). ინდუიზმის ლიდერებმა დაინტერესება გამოთქვეს ფილმის წარმოებასთან დაკავშირებით და მოითხოვეს სასულიერო კონსულტანტების გამოყენება, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ფილმი ასახავს აშრამაში ცხოვრების აკურატულ და ზუსტ ფორმას.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Fritz, Ben (2010-08-12). „Movie projector: Stallone's 'Expendables' to blow away 'Eat Pray Love' and 'Scott Pilgrim'. Los Angeles Times. Tribune Company. ციტირების თარიღი: 2010-08-12.
  2. 2.0 2.1 Eat Pray Love. Box Office Mojo. IMDb Inc. ციტირების თარიღი: 2010-09-30.