კოლინ ფარელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოლინ ფარელი
დაბადების სახელი კოლინ ჯეიმზ ფარელი
დაბადების თარიღი 31 მაისი, 1976 (1976-05-31) (47 წლის)
ირლანდიის დროშა ირლანდია, დუბლინი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1996 — დღემდე
ოქროს გლობუსი საუკეთესო მსახიობი კაცი მიუზიკლსა ან კომედიაში
2008 — ბრიუგეში

კოლინ ჯეიმზ ფარელი (ინგლ. Colin James Farrell, დ. 31 მაისი, 1976) — ირლანდიელი კინომსახიობი. ცნობილი გახდა შემდეგ ფილმებში მონაწილეობით: „ალექსანდრე“, „ტელეფონის ჯიხური“, „განსაკუთრებული აზრი“, „ახალბედა“, და მრავალი სხვა. ჟურნალმა „People“ 2003 წელს კოლინი დაასახელა მსოფლიოს ორმოცდაათიდან ერთ-ერთ ულამაზეს ადამიანად[1]; ჟურნალ Company-ს რეიტინგის მიხედვით ის ამავე წლის მეექვსე სექსუალური მამაკაცია[2].

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიყმაწვილე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოლინ ფარელი დაიბადა 1976 წლის 31 მაისს დუბლინში (ირლანდია). ის იყო მეოთხე ბავშვი პროფესიონალი ფეხბურთელის, იმონ ფარელის[3][4], ოჯახში. კოლინს ჰყავდა ორი და, კლოდინი (მისი პერსონალური ასისტენტი)[5] და კეტრინი, და ძმა — იმონ-უმცროსი. იზრდებოდა, როგორც კათოლიკე[6].

როდესაც კოლინი 10 წლის იყო, ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა დუბლინის გარეუბან კასლნოკში[7]. კოლინი დადიოდა „St. Brigid’s National School Castleknock“-ში, „Castleknock College“-სა და „Gormanston College“-ის შემდეგ. გადიოდა მოსმენებს ჯგუფ Boyzone-ში, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი, მაგრამ უშედეგოდ [8].

სიყმაწვილეში ფარელი გამოირჩეოდა საკმაოდ სპორტული ხასიათით — სკოლის ნაცვლად ის ამჯობინებდა მეგობრებთან ხეტიალს ადგილობრივ ბარებში, ეწეოდა მარიჰუანას და ქურდობდა მაღაზიებში. 17 წლის ასაკში ის სკოლიდან გააგდეს მასწავლებელთან ჩხუბის გამო, რომელმაც გაკვეთილზე მძინარე კოლინი შენიშნა და მობოდიშების ნაცვლად ნაცემი აღმოჩნდა. ამ ინციდენტის შემდეგ კოლინი ერთი წლით მეგობრებთან ერთად გაემგზავრა ავსტრალიაში.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
2000 ვეფხვების ქვეყანა Tigerland როლანდ ბოზი
2002 ჰარტის ომი Hart's War ტომას ჰარტი
2002 განსაკუთრებული აზრი Minority Report დენი ვიტვერი
2003 ტელეფონის ჯიხური Phone Booth შეპარდი
2003 ვერონიკა გუერინი Veronica Guerin ბიჭი ტატუთი
2003 თავზეხელაღებული Daredevil ხარისთვალა
2003 განხეთქილება Intermission ლეჰიფი
2003 ახალბედა The Recruit ჯეიმზ დაგლას კლეიტონი
2003 სპეცრაზმი S.W.A.T. ჯიმ სტრიტი
2004 ალექსანდრე Alexander ალექსანდრე მაკედონელი
2004 სახლი ქვეყნიერების დასასრულში A Home at the End of the World ბობი მოროუ
2005 ახალი სამყარო The New World კაპიტანი ჯონ სმითი
2006 შეეკითხეთ მტვერს Ask the Dust არტურო ბანდინი
2007 კასანდრას სიზმარი Cassandra's Dream ტერი
2008 ბრიუგეში In Bruges რეი
2009 დოქტორ პარნასის წარმოსახვა The Imaginarium of Doctor Parnassus ტონის ტრანსფორმაცია
2009 შეშლილი გული Crazy Heart ტომ სვიტი
2009 უნდინა Ondine სირაკუზი
2010 ლონდონის ბულვარი London Boulevard ჰარი მიტჩელი
2011 აუტანელი ბოსები Horrible Bosses ბობი პელიტი
2013 მისტერ ბენქსის გადასარჩენად Saving Mr. Banks რობერტ გოფი
2014 ზამთრის ზღაპარი Winter's Tale პიტერ ლეიკი
2015 ნამდვილი დეტექტივი True Detective დეტექტივი რეი ველკორო

ჯილდოები და ნომინაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნომინაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „CBS News Entertainment“. The Most Beautiful People Are Back. 30 April 2003. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 მაისი 2003. ციტირების თარიღი: 30 April 2003.
  2. Company's 100 Sexiest Men. Company Magazine's 100 Sexiest Men of 2003. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-16. ციტირების თარიღი: 2 August 2004.
  3. Colin Farrell Biography
  4. ShowBiz Ireland — Colin Farrell Grief for Grandfather: Photos & Wallpapers…
  5. Hellomagazine.com. COLIN FARRELL SHOWS HIS BROTHERLY LOVE AT "VICE" PREMIERE. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-16. ციტირების თარიღი: 28 July 2006.
  6. Wills, Dominic. „Colin Farrell - Biography“. TalkTalk. ციტირების თარიღი: May 10, 2010.
  7. Colin Farrell: People.com
  8. Visimag.com. Movie Idols: We look at the exploding film career of Colin Farrell. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-16. ციტირების თარიღი: 2004.