შინაარსზე გადასვლა

უილემ დეფო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უილემ დეფო

დეფო 2017 წელს
დაბადების სახელი უილიამ ჯეიმზ დეფო
დაბადების თარიღი 22 ივლისი, 1955 (1955-07-22) (71 წლის)
ეპლტონი, უისკონსინი, აშშ
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
იტალიის დროშა იტალია
ალმა-მატერი უისკონსინ-მილუოკის უნივერსიტეტი და Appleton East High School
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1979-დღემდე
მეუღლე(ები) ელიზაბეთ ლეკომპტი
 (იქ. 1977; გაშორდნენ 2004)

ჯადა კოლაგრანდე (იქ. 2005)
პარტნიორ(ებ)ი Elizabeth A. LeCompte
შვილ(ებ)ი 1

უილემ დეფო (ინგლ. Willem Dafoe დ. 22 ივლისი 1955) — ამერიკელი კინოსა და თეატრის მსახიობი, გამოხმოვანებელი. ოსკარის ოთხგზის (1987, 2001, 2018, 2019), ოქროს გლობუსის სამგზის (2001, 2018, 2019) და ბრიტანეთის კინოაკადემიის ერთგზის ნომინანტი (2018).

დეფო დაიბადა ეპლტონში, უისკონსინის შტატში, ქირურგის ალფრედ დეფოსა და მედდის მიურიელ იზაბელის ოჯახში. დეფო სწავლობდა მლოუკის უნივერსიტეტში, მაგრამ ერთი წლის შემდეგ დატოვა სასწავლებელი და შეუერთდა ექსპერიმენტულ თეატრს „Theatre X“. მან პირველი როლი შეასრულა მაიკლ ჩუმინოს 1980 წლის ფილმში „ზეციური კარიბჭე, თუმცა კადრები მისი მონაწილეობით ამოჭრილი იქნა.

საყოველთაო აღიარება მოიპოვა აშშ-ის არმიის სერჟანტის ელაის გორდინის როლით ფილმიდან „ოცეული“ (1986), რისთვისაც მიიღო ოსკარის ნომინაცია.

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1986 ოცეული Platoonსერჟანტი ელიასი
1989 დაბადებული ოთხ ივლისს Born on the Fourth of Julyჩარლი
1996 ინგლისელი პაციენტი The English Patient დევიდ კარავაჯო
2000 ვამპირის აჩრდილი Shadow of the Vampire მაქს შრეკი
2000 ამერიკელი ფსიქოპათი American Psycho დონალდ კიმბალი
2002 ადამიანი ობობა Spider-Manნორმან ოსბორნი
2004 ადამიანი ობობა 2 Spider-Man 2ნორმან ოსბორნი
2004 ავიატორი The Aviatorროლანდ სვიტი
2005 მანდერლეი Manderlayგრეისის მამა
2008 ციცინათელები ბაღში Fireflies in the Gardenჩარლზ ვეჩერი
2009 ანტიქრისტე Antichrist კაცი
2013 ნიმფომანი Nymphomaniac ლ.
2014 ყველაზე საშიში ადამიანი A Most Wanted Manტომი ბრიუ
2018უკვდავების კარიბჭესთანA Eternity's Gateვან გოგი
2018აკვამენიAquamanვულკო

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: