შინაგანი ზღვა
იერსახე
| „შინაგანი ზღვა“ | |
|---|---|
![]() | |
| ჟანრი | ბიოგრაფიული |
| დამდგმელი რეჟისორი | ალეხანდრო ამენაბარი |
| პროდიუსერი | ალეხანდრო ამენაბარი |
| სცენარის ავტორი | ალეხანდრო ამენაბარი, მატეო ჯილი |
| როლებში | ხავიერ ბარდემი |
| მუსიკა | ალეხანდრო ამენაბარი |
| დისტრიბუტორი | Fine Line Features |
| გამოსვლის თარიღი | 3 სექტემბერი, 2004 |
| ხანგრძლივობა | 125 წთ. |
| ქვეყანა | ესპანეთი |
| ენა | ესპანური |
| ბიუჯეტი | 10 მილიონი ევრო |
| შემოსავალი | 38,535,221 მილიონი აშშ დოლარი |
შინაგანი ზღვა (ესპ. Mar adentro) — 2004 წლის ესპანური ფილმი, რომლის რეჟისორია ალეხანდრო ამენაბარი. ფილმი გადმოსცემს რამონ სამპედროს რეალურ ისტორიას. ის გემის მექანიკოსი იყო და ავარიის შედეგად ინვალიდი გახდა, რის შემდეგაც 29-წლიანი კამპანია აწარმოა ევთანაზიისა და სიკვდილის უფლების მხარდაჭერისთვის. მის როლს ხავიერ ბარდემი ასრულებს.
როლებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ხავიერ ბარდემი — რამონ სამპედრო
- მაბელ რივერა — მანუელა
- ბელენ რუედა — ხულია
- ლოლა დუენიასი — როსა
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილმმა გოიას 14 და ვენეციის კინოფესტივალის სამი ჯილდო მიიღო. ის ასევე დაჯილდოვდა ოსკარითა და ოქროს გლობუსით, როგორც საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი.
