მაჰერშალა ალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაჰერშალა ალი

ალი ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე 2016 წელს
მშობლიური სახელი Mahershala Ali
დაბადების თარიღი 16 თებერვალი, 1974 (1974-02-16) (50 წლის)
ოკლენდი, კალიფორნია, აშშ
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
ალმა-მატერი ნიუ-იორკის უნივერსიტეტი
საქმიანობა
  • მსახიობი
  • რეპერი
აქტიური 2001-დღემდე
მეუღლე(ები) ამატუს-სამი-კარიმ (იქ. 2013)
შვილ(ებ)ი 1

მაჰერშალალჰაშბაზ ალი (ინგლ. Mahershalalhashbaz Ali; დ. 16 თებერვალი, 1974) — ამერიკელი მსახიობი, რომელსაც მიღებული აქვს რამდენიმე პრესტიჟული ჯილდო, მათ შორის ორი ოსკარი, ოქროს გლობუსი და BAFTA. 2019 წელს ჟურნალმა „ტაიმმა“ იგი 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის დაასახელა.[1]

ნიუ-იორკის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გამოჩნდა ტელესერიალებში — „ჯორდანის გამოძიება“ (2001–2002) და „მატრიცა: მუქარა“ (2003–2004). ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა რიჩარდ ტაილერის როლით ტელესერიალში „4400“ (2004–2007). 2008 წელს მონაწილეობდა დეივიდ ფინჩერის ფილმში „ბენჯამინ ბატონის უცნაური ისტორია“. კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწია Netflix-ის პოლიტიკური ტელესერიალით „ბანქოს სახლი“ (2013–2016). იგი აგრეთვე გამოჩნდა „შიმშილის თამაშების“ სერიის ორ ფილმში და სუპერგმირულ ტელესერიალში „ლიუკ ქეიჯი“ (2016).

ალიმ მიიღო ოსკარი საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მეორეხარისხოვან როლში ხუანის როლის შესრულებისთვის ფილმში „მთვარის შუქი“. იგი პირველი მუსულმანი მსახიობია, რომელიც აღნიშნული ჯილდოს მფლობელი გახდა.[2] 2019 წელს გადაეცა მეორე ოსკარი და ოქროს გლობუსი პიანისტ დონ შირლის როლის განსახიერებისთვის ფილმში „მწვანე წიგნი“ — ამით იგი გახდა პირველი შავკანიანი, რომელმაც მიიღო ორი ოსკარი ერთი და იმავე კატეგორიაში.[3] 2019 წელს იყო HBO-ს კრიმინალური ტელესერიალის „ნამდვილი დეტექტივის“ მესამე სეზონის მთავარი როლის შემსრულებელი.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
2001–2002 ჯორდანის გამოძიება Crossing Jordan ტრეი სანდერსი
2002 აჩრდილებთან მოსაუბრე Haunted ალექს დელკური
2002 ნიუ-იორკის პოლიცია NYPD Blue რაშარდ კოულმენი
2003 რევოლუციონერი Making Revolution მეკ ლესლოუ
2003 CSI:დანაშაულის ადგილი CSI: Crime Scene Investigation ტომბსის პირადი დაცვა
2003 ოპერატიული მუშაკი The Handler
2003–2004 მატრიცა: მუქარა Threat Matrix ჯელანი ჰარპერი
2004–2007 4400 The 4400 რიჩარდ ტაილერი
2008 ბენჯამინ ბატონის უცნაური ისტორია The Curious Case of Benjamin Button ტიზი
2008 უნმის გული Umi's Heart ეზრა
2009 გადასასვლელი Crossing Over დეტექტივი სტრიკლენდი
2009 სიცრუის თეორია Lie to Me დონ ჰიუზი
2009 კანონი და წესრიგი: სპეციალური კორპუსი Law & Order: Special Victims Unit მარკ ფოსტერი
2010 მტაცებლები Predators მომბასა
2010 ტფ უდანაშაულო The Wronged Man კელვინ უილისი
2011 ჩააქვრეთ სინათლე Lights Out მკვდარი როუ რეინოლდსი
2011–2012 Treme ენტონი კინგი
2012 ადგილი ფიჭვის ქვეშ The Place Beyond the Pines კოფი კენკემი
2011–2012 ალფა ადამიანები Alphas ნეითან კლეი
2012 ალკატრასი Alcatraz კლერენს მონტგომერი
2014 უპირატესობა 4 Supremacy დამხმარე რივერსი
2014 შიმშილის თამაშები: კაჭკაჭჯაფარა — ნაწილი 1 The Hunger Games: Mockingjay – Part 1 ბოგსი
2013–2016 ბანქოს სახლი House of Cards რემი დენტონი
2015 შიმშილის თამაშები: კაჭკაჭჯაფარა — ნაწილი 2 The Hunger Games: Mockingjay – Part 1 ბოგსი
2016 ბოტასები Kicks მარლონი
2016 Gubagude Ko ოჩორო
2016 ჯონსის თავისუფალი შტატი Free State of Jones მოსეს ვაშინგტონი
2016 მთვარის შუქი Moonlight ხუანი
2016 დამალული ფიგურები Hidden Figures ჯიმ ჯონსონი
2016 ლიუკ კეიჯი Marvel's Luke Cage კორნელ სტოკსი
2017 როქსანა როქსანა Roxanne Roxanne კროსი
2017 ამხანაგი დეტექტივი Comrade Detective მწვრთნელი
2018 მწვანი წიგნი Green Book დონ შირლი
2018 სპაიდერ-მენი: სამყაროს მიღმა Spider-Man: Into the Spider-Verse აარონ დეივისი
2018 ოთახი 104 Room 104 ფრანკო
2019 ნამდვილი დეტექტივი True Detective უეინ ჰეისი
2019 ალიტა: მეომარი ანგელოზი Alita: Battle Angel ვეკტორი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Spencer, Octavia (17 აპრილი, 2019). „Mahershala Ali“. Time. ციტირების თარიღი: 17 აპრილი, 2019. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  2. Crum, Maddie (26 თებერვალი, 2017). „Mahershala Ali Becomes The First Muslim Actor To Win An Oscar“. The Huffington Post. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2017. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  3. Yglesias, Matthew. Oscars 2019 milestones: Black Panther and Roma broke boundaries. Vox. ციტირების თარიღი: 2019-02-25.