შინაარსზე გადასვლა

პენელოპე კრუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პენელოპე კრუსი

კრუსი 2012 წელს
დაბადების სახელი პენელოპე კრუს სანჩესი
დაბადების თარიღი 28 აპრილი, 1974 (1974-04-28) (52 წლის)
მადრიდი, ესპანეთი
მოქალაქეობა  ესპანეთი
ალმა-მატერი Madrid Royal Conservatory
საქმიანობა მსახიობი
მეუღლე(ები) ხავიერ ბარდემი (2010-)
შვილ(ებ)ი Leo Bardem და Luna Bardem
ოსკარი

საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში

2008 — ვიკი კრისტინა ბარსელონა
BAFTA

საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში

2008 — ვიკი კრისტინა ბარსელონა

პენელოპე კრუს სანჩესი (ესპ. Penélope Cruz Sánchez; დ. 28 აპრილი, 1974, მადრიდი) — ესპანელი მსახიობი.

პენელოპეს მამა ავტოფარეხის მფლობელი იყო, დედა კი - ქალების სტილისტი. 5 წლის ასაკიდან 9 წლის მანძილზე პენელოპე ცეკვას ეუფლებოდა ეროვნულ კონსერვატორიაში. ამ ხნის განმავლობაში იგი გამოდიოდა ესპანეთისა და ნიუ-იორკის სცენებზე. შემდეგ მანეკენის კარიერა დაიწყო და ჟურნალების გარეკანზე გამოჩნდა. გადაღებულია კლიპებშიც. 14 წლის პენელოპეს მიჰყავდა საბავშვო სატელევიზიო გადაცემა La Quinta Marcha.

პენელოპე კრუსმა სამსახიობო კარიერის დასაწყისში აღსანიშნავი როლი შეასრულა რაფაელ ალკაზას ფილმში „ბერძნული ლაბირინთი“. მის პირველ წარმატებად კი ითვლება ბიგას ლუნას „ლორი, ლორი“ (1992), რომლისთვისაც კრუზი ნომინირებული იყო გოიას ჯილდოზე საუკეთესო მსახიობი ქალისთვის.

პენელოპე კრუსის საერთაშორისო კარიერა უკავშირდება პედრო ალმოდოვარის ფილმს „ყველაფერი დედაჩემის შესახებ“. ამის შემდეგ მსახიობს იწვევენ ინგლისელი, ამერიკელი და ნორვეგიელი რეჟისორები. 2001 წელს კრუსმა ტომ კრუზთან ერთად ითამაშა ფილმში „ვანილის ზეცა“ და მათ შორის რომანი დაიწყო, რომელიც გაგრძელდა 2004 წლამდე. 2006 წლის კანის კინოფესტივალზე პენელოპე კრუსმა მიიღო პრიზი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის პედრო ალმოდოვარის ფილმში „დაბრუნება“.

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1992ფ ლორი, ლორი Jamón, jamónსილვია
1993ფ ბერძნული ლაბირინთი El Laberinto griegoელიზა
1998ფ ბორცვებისა და ხეობების ქვეყანა The Hi-Lo Countryჯოზეფა
1999ფ ყველაფერი დედაჩემის შესახებ Todo sobre mi madreროსა
2001ფ ვანილის ზეცა Vanilla Skyსოფია სერანო
2003ფ ფანფან ტიტა Fanfan la Tulipeადელინა ლა ფრანჩიზი
2006ფ დაბრუნება Volverრაიმუნდა
2007ფ მანოლეტე Manoleteანტონინა სინო
2008ფ ვიკი კრისტინა ბარსელონა Vicky Cristina Barcelonaმარია ელენა
2009ფ შეწყვეტილი ამბორი Los abrazos rotosლენა
2009ფ ცხრა Nine კარლა ალბანესე
2011ფ კარიბის ზღვის მეკობრეები: უცნაურ ნაპირებზე Pirates of the Caribbean: On Stranger Tidesანჯელიკა
2012ფ სიყვარულით რომში To Rome with Loveანა
2012ფ ორჯერ დაბადებული Venuto al mondoჯემა
2013ფ მრჩეველი The Counselorლორა

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: