შინაარსზე გადასვლა

ტომ კრუზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტომ კრუზი

ტომ კრუზი 2013 წელს
დაბადების სახელი ტომას კრუზ მაპოთერ IV
დაბადების თარიღი 3 ივლისი, 1962 (1962-07-03) (64 წლის)
სირაკუსუ, ნიუ-იორკი, აშშ
მოქალაქეობა  აშშ
ალმა-მატერი Henry Munro Middle School, Glen Ridge High School და St. Xavier High School
საქმიანობა კინომსახიობი, კინოპროდიუსერი[1] , კინორეჟისორი, სცენარისტი[2] , მფრინავი, stunt performer, მწერალი, მსახიობი[3] [1] , რეჟისორი[3] და მუსიკოსი[1]
აქტიური 1981-დღემდე
მეუღლე(ები) მიმი როჯერსი (1987-1990)
ნიკოლ კიდმანი (1990-2001)
კეტი ჰოლმსი (2006-2012)
პარტნიორ(ებ)ი რებეკა დე მორნი და პენელოპე კრუსი
შვილ(ებ)ი Suri Noelle, Isabella Jane Cruise და Connor Cruise
ოქროს გლობუსი

საუკეთესო მსახიობი კაცი დრამაში

1989 — დაბადებული ოთხ ივლისს
საიტი TomCruise.com

ტომ კრუზი (ინგლ. Tom Cruise; დ. 3 ივლისი, 1962) — ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი. იგი იყო ნომინირებული სამჯერ ამერიკულ კინოაკადემია ოსკარზე და მოგებული აქვს ორი ოქროს გლობუსი. ტომ კრუზის როლებიდან აღსანიშნავია „წვიმის კაცი“, სადაც ითამაშა დასტინ ჰოფმანთან ერთად.

ცხოვრების ადრეული წლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტომ კრუზი დაიბადა 1962 წლის 3 ივლისს, ნიუ-იორკში. ოჯახში მესამე შვილი იყო. ასევე ჰყავს 3 და. დედამისი მსახიობი იყო, ხოლო მამა ინჟინერი. სამსახურის შოვნის მიზნით ოჯახი ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს. 14 წლის ასაკში მას უკვე გამოცვლილი ჰქონდა 15-მდე სკოლა. ბავშვობიდან განუვითარდა ერთგვარი სიმაღლის კომპლექსი. ის სკოლაში ყოველთვის ცდილობდა ესაუბრა მასზე დაბალ ბავშვებთან, რათა დაბალი არ გამოჩენილიყო. ამ კომპლექსის გამო იგი სპორტის რამდენიმე სახეობით იყო დაკავებული. სწავლა მაინცდამაინც არ გამოსდიოდა, რადგან მას, ასევე როგორც დედამისს, აწუხებდა დისლექსია. ეს დაავადება მას მას შემდეგ განუვითარდა, რაც მას აიძულეს მარჯვენა ხელით წერა, როდესაც იგი მემარცხენე იყო. ამ პრობლემებთან დაკავშირებით იგი გადაიყვანეს სპეც-კლასში, მაგრამ იგი ამ დაავადებისგან არ განიკურნა და დაბრუნდა ჩვეულებრივ კლასში.

12 წლის ასაკში, ოჯახი მამამ მიატოვა და ოჯახი ძალიან მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩავარდა. მისი დები სწავლის დამთავრების შემდეგ, მუშაობდნენ, რათა ოჯახში შემოსავალი შემოეტანათ.

ერთი წლის განმავლობაში ტომი დადიოდა სასულიერო სემინარიებზე, შემდეგ კი უბრალო კოლეჯში შევიდა, სადაც მონაწილეობას იღებდა თეატრალურ დადგმებში. სწორად აქ მიხვდა, რომ ეს მისი საქმე იყო.

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1986ფ საუკეთესო მსროლელი Top gun ლეიტენანტი პიტ „მევერიკ“ მიტჩელი
1986ფ ფულის ფერი The Color of Money ვინსენტი
1988ფ წვიმის კაცი Rain Manჩარლი ბაბიტი
1989ფ დაბადებული ოთხ ივლისს Born on the Fourth of Julyრონ კოვიკი
1992ფ რამდენიმე კარგი ბიჭი A Few Good Menლეტენანტი დენიელ კეფი
1994ფ ინტერვიუ ვამპირთან Interview with the Vampireლუი
1996ფ ჯერი მაგუაიერი Jerry Maguire ჯერი მაგუაირი
1996ფ შეუსრულებელი მისია Mission: Impossible ითან ჰანტი / პროდიუსერი
1999ფ ფართოდ დახუჭული თვალებით Eyes Wide Shutბილ ჰარფორდი
1999ფ მაგნოლია Magnoliaფრენკ მეიკი
2000ფ შეუსრულებელი მისია II Mission: Impossible II ითან ჰანტი / პროდიუსერი
2001ფ ვანილის ზეცა Vanilla Skyდევიდ ეიმსი / პროდიუსერი
2001ფ სხვები The Others პროდიუსერი
2002ფ ნარკობარონი Narc პროდიუსერი
2002ფ განსაკუთრებული აზრი Minority Reportჯონ ანდერტონი
2003ფ უკანასკნელი სამურაი The Last Samuraiკაპიტანი ნათან ოლგრენი / პროდიუსერი
2003ფ სტივენ გლასის თაღლითობა Shattered Glassპროდიუსერი
2004ფ ნულოვანი ეჭვმიტანილი Suspect Zeroპროდიუსერი
2005ფ ელისაბედთაუნი Elizabethtownპროდიუსერი
2006ფ შეეკითხეთ მტვერს Ask the Dustპროდიუსერი
2006ფ შეუსრულებელი მისია III Mission: Impossible III ითან ჰანტი / პროდიუსერი
2008ფ ვალკირია Walküreპროდიუსერი
2011ფ შეუსრულებელი მისია IV Mission: Impossible IV ითან ჰანტი / პროდიუსერი
2012ფ ჯეკ რიჩერი Jack Reacher რიჩერი / პროდიუსერი
2014ფ ხვალინდელი დღის კიდეზე Edge of Tomorrowმაიორი უილიამ კრეიგი
2015ფ შეუსრულებელი მისია V Mission: Impossible V ითან ჰანტი / პროდიუსერი
2016ფ ჯეკ რიჩერი 2 Jack Reacher: Never Go Back რიჩერი / პროდიუსერი
2017ფ მუმია The Mummy ნიკ მორტონი
2017ფ დამზადებულია ამერიკაში American Made ბარი სილი
2018ფ შეუსრულებელი მისია VI Mission: Impossible – Fallout ითან ხანტი
2021ფ ტოპ გან: მევერიკი Top Gun: Maverick მევერიკი
2022ფ შეუსრულებელი მისია VII Mission: Impossible 7 ითან ხანტი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1 2 3 Deutsche Nationalbibliothek Record #118872206 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  2. ↑ The Fine Art Archive — 2003.
  3. 1 2 The Fine Art Archive — 2003.