აუქციონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტიპიური აუქციონის პროცესი.

აუქციონი — ქონების, ფასიანი ქაღალდების, ხელოვნების ნიმუშების ან ნებისმიერი სხვა საგნის საჯარო გაყიდვის პროცესი რაიმე წინასწარ დათქმული პირობების გარეშე. გაყიდვის ობიექტს იძენს პირი, რომელიც ყველაზე მაღალ ფასს სთავაზობს გამყიდველს. მსოფლიოში ყველაზე ცნობილი უძველესი აუქციონებია კრისტის და სოტბის, სადაც ძირითადად ხელოვნების ნივთები იყიდებოდა. საქართველოში ყველაზე გავრცელებული აუქციონების ტიპია, სადაც პრივატიზების პროცესში მყოფი საწარმოები იყიდება, ან სპეციალიზებული აუქციონები სააქციო საზოგადოებად გარდაქმნილ პრივატიზებულ საწარმოთა აქციების გაყიდვაზე, ასევე ბანკროტ საწარმოთა/დაწესებულებათა ქონების გაყიდვა კრედიტორთა ვალის დაფარვის მიზნით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  • Klemperer, P. 1999. Auction theory: A guide to the literature. Journal of Economic Surveys
  • Krishna, Vijay (2002), Auction Theory, San Diego, USA: Academic Press, ISBN 0-12-426297-X