შეიხ ზაიედის მეჩეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შეიხ ზაიედის დიდი მეჩეთი (არაბ. جَامِع ٱلشَّيْخ زَايِد ٱلْكَبِيْر) — მდებარეობს არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში. [1] ის ქვეყნის ყველაზე დიდი მეჩეთია და ერთ-ერთია მსოფლიოს ექვსი უდიდესი მეჩეთიდან. სახელი ეწოდა არაბთა გაერთიანებული საამიროების დამფუძნებლის და პირველი პრეზიდენტის შეიხ ზაიედ იბნ სულთან ალ-ნაჰიანის პატივსაცემად, რომელიც იქვეა დაკრძალული. მეჩეთი ოფიციალურად გაიხსნა 2007 წლის რამადანის თვეში.ის საკულტო ადგილია ყოველდღიური, პარასკევის და სადღესასწაულო ლოცვებისთვის. 41000-ზე მეტ ადამიანს შეუძლია ეწვიოს მას ეიდის დღესასწაულის დროს [2][1] შეიხ ზაიედის მეჩეთში, ისევე როგორც დუბაის ჯუმეირას მეჩეთში, ყველა მსურველს უშვებენ (არა მხოლოდ მუსლიმებს). რე­ლი­გი­უ­რი რი­ტუ­ა­ლე­ბის დროს ტუ­რის­ტე­ბი შე­ნო­ბას ტო­ვე­ბენ.ტურიზმის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ მეჩეთის ექსკურსიები ტარდება მუსლიმებისა და არამუსლიმებისთვის 2008 წლის მარტის შუა რიცხვებიდან. იქ შესვლა და ექსკურსიები უფასოა.[3][4]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი მეჩეთი აშენდა 1996 - 2007 წლებში. [3] მისი მშე­ნებ­ლო­ბა 600 მლნ ევრო დაჯ­და.იგი შეიქმნა სირიელი არქიტექტორის იუსეფ აბდელკის მიერ.[4] სამშენებლო კომპლექსი დაახლოებით 290 420 მ (950 1380 ფუტია და მოიცავს 12 ჰექტარზე მეტ ტერიტორიას, გარე კეთილმოწყობისა და პარკირების გამოკლებით. შენობის ძირითადი ღერძი მოქცეულია დასავლეთიდან დაახლოებით 11 ° –ით სამხრეთით, აქვს სწორება ქააბის, მექის -საუდის არაბეთი-მიმართულებით.

პროექტი დაიწყო არაბთა გაერთიანებული საამიროების გარდაცვლილმა პრეზიდენტმა შეიხ ზაიედ ბინ სულთან ალ ნაჰიანმა. მას სურდა შეექმნა სტრუქტურა, რომელიც გააერთიანებდა ისლამური სამყაროს კულტურულ მრავალფეროვნებას არქიტექტურისა და ხელოვნების ისტორიულ და თანამედროვე ღირებულებებთან.[5] 2004 წელს შეიხ ზაიედი გარდაიცვალა. ის დაკრძალეს მეჩეთის ეზოში.

შეიხ ზაიედის მეჩეთის ცენტრალური ოფისი მდებარეობს დასავლეთ მინარეთებზე და განაგებს ყოველდღიურ საქმიანობას, ემსახურება სასწავლო კერას და ვიზიტორების პროგრამას საგანმანათლებლო, კულტურული ღონისძიებების საშუალებით. ჩრდილო – აღმოსავლეთის მინარეთში მდებარე ბიბლიოთეკა საზოგადოებას ემსახურება კლასიკური წიგნებით და პუბლიკაციებით, რომლებიც მოიცავს ისლამურ თემებს: მეცნიერება, ცივილიზაცია, კალიგრაფია, ხელოვნება და ნუმიზმატიკა, იშვიათი პუბლიკაციები, რომლებიც 200 წლით თარიღდება. კოლექციაში შედის მასალები მრავალ ენაზე, მათ შორის არაბულ, ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ, ესპანურ, გერმანულ და კორეულ ენებზე. ზედიზედ ორი წლის განმავლობაში TripAdvisor- მა იგი მსოფლიოს მეორე საყვარელ ღირსშესანიშნაობად დაასახელა. [6]

დიზაინი და კონსტრუქცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფასადის დეტალები

შეიხ ზაიედის მეჩეთის დიზაინის შთაგონების წყაროები გახდა: ირანის მეჩეთი, მოგოლთა მეჩეთი, ალექსანდრიის აბუ ალ-აბას ალ-მურსის მეჩეთი, ეგვიპტეში, აგრეთვე ინდო-ისლამური მეჩეთი, კერძოდ ბადშაჰის მეჩეთი ლაჰორში, პაკისტანში, რომელმაც უშუალო გავლენა მოახდინა. გუმბათის განლაგება და მეჩეთის იატაკის გეგმა შთაგონებულია ბადშაჰის მეჩეთისგან. მისი თაღები ტიპურად მავრიტანულია, ხოლო მინარეთი კლასიკური არაბული სტილისაა.

.წამყვანი კონტრაქტორის იმპრეგილოს (იტალია) ხელმძღვანელობით 3000-ზე მეტი მუშა და 38 ქვეკონტრაქტორი მონაწილეობდა მშენებლობაში. მეჩეთის მშენებლობა დასრულდა მეორე კონტრაქტით, Joint Venture ACC- სა და Six Construction- ის მიერ 2004 და 2007 წლებში. [7][8][9] ბუნებრივი მასალები შეირჩა მისი დიზაინისა და კონსტრუქციის უმეტესი ნაწილისთვის მათი გამძლეობის მიხედვით: მარმარილო, ოქრო, ნახევრად ძვირფასი ქვები, კრისტალები და კერამიკა. მასალები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩავიდა, მშენებლობასა და გაფორმებაზე მონაწილეობდნენ ხელოსნები მსოფლიოს ქვეყნებიდან მათ შორის: ინდოეთიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, ეგვიპტედან, თურქეთიდან, მაროკოდან, პაკისტანიდან, მალაიზიაიდან, ირანიდან, ჩინეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან, ახალი ზელანდიიდან, ჩრდილოეთ მაკედონიიდან და არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან.

მეჩეთს ერთდროულად შეუძლია 40 ათასი ადამიანის განთავსება. მთავარი სალოცავი დარბაზი გათვლილია 7 ათას მორწმუნეზე. მთავარ სალოცავი დარბაზის გვერდით ორ ოთახში 1500 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. ორივე ეს ოთახი მხოლოდ ქალებისთვისაა განკუთვნილი.[2] ეზოს ოთხივე კუთხეში ოთხი მინარეთია, რომელთა სიმაღლე დაახლოებით 107 მეტრია. მთა­ვა­რი შე­ნო­ბის გარ­შე­მო არ­სე­ბულ კე­დელ­ზე 57 მარ­მა­რი­ლოს გუმ­ბა­თია გან­თავ­სე­ბუ­ლი. დაახლოებით 17,000 მ 2 (180,000 კვ.მ.) მე­ჩე­თის ყვავილების ეზო მარ­მა­რი­ლო­თია და­ფა­რუ­ლი, მას­ზე სხვა­დას­ხვა ფე­რის ყვა­ვი­ლე­ბის მო­ზა­ი­კაა და­ტა­ნი­ლი. ის უდიდესია მსოფლიოში.[2]

ჭაღი შეიხ ზაიდის მეჩეთში
ჭაღი შეიხ ზაიდის მეჩეთში

ხალიჩა, რომელიც გადაჭიმულია უზარმაზარ ფართობზე, მსოფლიოში ყველაზე დიდი ხალიჩაა. ის დამზადდა ირანული ხალიჩების კომპანიის მიერ ირანელი მხატვრის ალი ხალიკის ნახატის მიხედვით [5] ხალიჩის ფართობი 5,627 კვადრატული მეტრია და მასზე მუშაობდა დაახლოებით 1200 ფეიქარი, 20 ტექნიკური პერსონალი და 30 მუშა. ამ ხალიჩის წონაა 47 ტონა - 35 ტონა მატყლი (უპირატესად გამოყენებულია ახალი ზელანდიის და ირანის მატყლი) და 12 ტონა ბამბა. ხალიჩის სტრუქტურაში 2 268 000 კვანძია.მის დასრულებას დაახლოებით ორი წელი დასჭირდა. [2]ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ინ­ში მარ­მა­რი­ლოს გარ­და, 24 კა­რა­ტი­ა­ნი ოქრო და სხვა­დას­ხვა თვლე­ბია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. მათ შო­რის, ამეთ­ვის­ტო, მთის ბრო­ლი და ბუ­ნებ­რი­ვი მარ­გა­ლი­ტი.

მეჩეთის დარბაზებში განთავსებულია მიუნხენში( გერმანია) კომპანია ფაუსტაგის მიერ წარმოებული შვიდი ჭაღი. გაფორმებულია ავსტრიული წარმოების ოქროს ფოთლებით და მილიონობით სვაროვსკის კრისტალით. მეჩეთის მთავარი ჭაღი ყველაზე დიდი რჩებოდა მსოფლიოში (10 მეტრი დიამეტრი, 15 მეტრი სიმაღლე, წონა დაახლოებით 12 ტონა)[6] 2010 წლის 26 ივნისამდე, ვიდრე მეზობელ კატარში კიდევ უფრო დიდი ჭაღი არ დამონტაჟდა.[7] ამასთან, ის მსოფლიოს მეჩეთებში დამონტაჟებული.ჭაღებიდან უდიდესია.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეჩეთის ოთხ კუთხეში ოთხი მინარეთია, რომლებიც დაახლოებით 107 მეტრის სიმაღლეზეა. მთავარი შენობის გარე რიგი დაფარულია 82 გუმბათით. გუმბათები მორთულია თეთრი მარმარილოთი, ინტერიერი ასევე მარმარილოთია გაფორმებული. ეზო, რომლის ფართობი დაახლოებით 17 400 კვადრატული მეტრია, მოპირკეთებულია ფერადი მარმარილოთი.


არკადების გასწვრივ აუზებში მეჩეთის სვეტები ირეკლება, რომლებიც ღამით განათებულია. უნიკალური განათების სისტემა შეიმუშავეს არქიტექტორებმა Speirs- მა და Major Associates- მა მთვარის ფაზების ასახვის მიზნით. ულამაზეს მოლურჯო-ნაცრისფერი ღრუბლები გამოისახება გარე კედლებზე და მთვარის ფაზის მიხედვით უფრო ნათელი და მუქი ხდება.მთავარ სალოცავ დარბაზში მდებარე 96 სვეტი მარმარილოთია მოპირკეთებული და ინკრუსტირებულია პერლამუტრით. ეს ერთ-ერთი იშვიათი ადგილია, სადაც ასეთი ოსტატობის ნახვაა შესაძლებელი. ღმერთის (ალაჰის) 99 სახელი (თვისება ან ატრიბუტი) გამოსახულია კიბლას კედელზე ტრადიციული ქუფიური კალიგრაფიით, რომელიც შექმნა არაბთა გაერთიანებული საამიროების ცნობილ კალიგრაფმა, მუჰამედ მანდი ალ-ტამიმიმ. ამავე კედელზე არის დახვეწილი ბოჭკოვანი განათება, რომელიც ორგანული დიზაინის ნაწილია.საერთო ჯამში, მეჩეთი კალიგრაფიის სამ სტილს იყენებს - ნასხი, თულუთი და კუფიკი. ისინი შეიმუშავეს მოჰამედ მანდი ალ-ტამიმიმ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ფარუკ ჰადდადიმ სირიიდან და მოჰამედ ალამმა იორდანიიდან.[2]

ინციდენტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წელს ამერიკელმა მომღერალმა რიანამ კრიტიკა დაიმსახურა კერძო ვიზიტის დროს მეჩეთის ფონზე გადაღებების გამო. გავრცელებული ინფორმაციით, ის ინციდენტის დროს შეურაცხმყოფელი და პროვოკაციული ფორმით პოზირებდა. მომხდარის შემდეგ თანამშრომლებმა სთხოვეს ადგილის დატოვება. [10]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 "Sheikh Zayed Grand Mosque in Abu Dhabi". www.szgmc.ae.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Al Qassemi, Sultan Sooud (2017-11-16). "Demystifying Sharjah's iconic King Faisal Mosque".[მკვდარი ბმული] Gulf News. Retrieved 2019-08-15.
  3. 3.0 3.1 "Sheikh Zayed Grand Mosque History". Abu Dhabi Government. Retrieved 26 February 2014.
  4. 4.0 4.1 "Yousef Abdelky | ArchiTravel" დაარქივებული 2018-10-01 საიტზე Wayback Machine. . www.architravel.com. Retrieved 2017-06-24.
  5. 5.0 5.1 "Sheikh Zayed Mosque, Abu Dhabi". Wondermondo.
  6. 6.0 6.1 The National Staff.(27 May, 2017) . "Sheikh Zayed Grand Mosque ranked world's second favourite landmark | The National"[მკვდარი ბმული]. Retrieved 28 May 2017.
  7. 7.0 7.1 "Sheikh Zayed Grand Mosque". Accsal. Retrieved 13 March 2019.
  8. "Sheikh Zayed Grand Mosque. Architectural splendur." Besix. Retrieved 13 March 2019.
  9. "Infrastructure boost". Gulf Construction Online. 2004-08-01.
  10. "Sheikh Zayed Mosque Rihanna Photo Shoot: Muslims React To Abu Dhabi Incident". The Huffington Post. 21 October 2013. Retrieved 11 January 2015.