რიანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Confusion.svg არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: რიანა (ინგლისელი მომღერალი) ან რაიანა (ისლამი).
რიანა
Rihanna 2012 (Cropped).jpg
რიანა 2012 წელს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი რობინ რიანა ფენტი
მეტსახელი რირი, კარიბელი დედოფალი, ბარბადოსელი ბალღი
დაბ. თარიღი 20 თებერვალი, 1988 (1988-02-20) (28 წლის)[1]
სენტ მაიკლი, ბარბადოსი
ჟანრ(ებ)ი R&B, პოპი, დენსჰოლი, რეგეი, ჰიპ-ჰოპი, საცეკვაო მუსიკა
საქმიანობა შემსრულებელი, მსახიობი, მოდების დიზაინერი ,კომპოზიტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი
აქტიური 2005–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Def Jam, SRP[2][3]
ასოციაციები კრის ბრაუნი, დრეიკი, ჯეი-ზი, ნი-იო, ემინემი, კანიე უესტი
საიტი ოფიციალური საიტი

რიანა (ინგლ. Rihanna /riːˈɑːnə/), სრული სახელი რობინ რიანა ფენტი (დ. 20 თებერვალი, 1988) ცნობილი როგორც რიანა,არის ბარბადოსელი მომღერალი,მსახიობი,კომპოზიტორი და დიზაინერი.დაიბადა წმ.მიხეილში ბარბადოსში.მისი კარიერა დაიწყო პროდიუსერ Evan Rogers შეხვედრისას 2003 წელს,მან ჩაწერა დემო ფირები მისი ხელმძღვანელობით.მისი ფირები შემდგომ გაიგზავნა რამდენენიმე ჩამწერ სტუდიაში შემდგომში კი მან კონტრაქტი გააფორმა " Def Jam Recordings"-თან,შემდეგ hip-hop პროდიუსერთან და რეპერი Jay-Z-თან.

რიანას სადებიუტო ალბომი იყო Music of the Sun (2005) რომელიც ბილბორდი (ჟურნალი)-ს მონაცემებით ტოპ ათეულის მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო მის სინგლს "Pon de Replay" ბილბორდის ჩარტების მეათე ადგილი ერგო. მისი მეორე ალბომი იყო A Girl Like Me (2006)რომელმაც მე-5 ადგილი დაიკავა ამერიკის ჩარტებში თავისი სინგლით "SOS". Good Girl Gone Bad (2007) იყო მესამე ალბომი ჰიტებით: "Umbrella", "Don't Stop the Music", "Take a Bow", და "Disturbia". ეს ალბომი ნომინირებული იყო 9 ნომინაციაში, გაიმარჯვა საუკეთესო რეპთან შერწყმული სიმღესისათვის(Umbrella). მისი მეოთხე ალბომი იყო Rated R (2009), სინგლებით: "Russian Roulette", "Hard", და ნომერ პირველი ჰიტით "Rude Boy". მეხუთე Loud (2010), ნომერ პირველი ჰიტებით: "Only Girl (In the World)", "What's My Name?", და "S&M". მისი მეექვსე ალბომი იყო Talk That Talk (2011)ჰიტებით "Where Have You Been" და მსოფლიოს ჩატების მპყრობელი ჰიტით "We Found Love". რიანას მეშვიდე ალბომი Unapologetic (2012) გახდა ნომერ პირველი ბილბორდის ჩატებში თავისი ნომერ პირველი ჰიტით "Diamonds" და "Stay". სოლო სიმღერების გარდა ის მუშაობდა ემინემთან ("Love the Way You Lie") ("The Monster"),შაკირასთან ("Can't Remember to Forget You"), T.I-სთან("Live Your Life"),ჯეი-ზი-ისთან და კანიე უესტ-თან ("Run This Town").რიანამ გაყიდა 41 ალბომი და 150 მილიონი სიმღერა საზღვარგარეთ,ამით ის ერთ-ერთი საუკეთესოა. მისი ბევრი სიმღერა ყველა დროის ყველაზე მაღალ გაყიდვადია მაგალითად:" "Umbrella", "Take a Bow", "Disturbia", "Only Girl (In the World)", "S&M", "We Found Love", "Diamonds" და "Stay".გახდა ყველაზე ახალგაზრდა და სწრაფი სოლო შემსრულებელი. მისი მოღვაწეობის მანძილზე მიღებული აქვს მრავალი ჯილდო მათ შორისაა: რვა გრემი, რვა American Music Awards, 23 Billboard Music Awards, და ორი BRIT Awards.American Music Awards 2013 წელს მან მიიღო პირველი Icon Award. 2 ივნისს, 2014 წელს მიიღო მთავარი მიღწევისთვის the Council of Fashion Designers of America (CFDA). რიანა ხშირად იცვლის სტილს.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რობინ რიანა ფენტი დაიბადა 1988 წლის 20 თებერვალს, ბარბადოსში. მისი დედა მონიკა ბრეინუაითია, მამა რონალდ ფენტი. რიანას ყავს ორი ძმა რორი და რაჯადი ასევე ორი ნახევარდა და ნახევარძმა მამის მხრიდან. მომღერალი გაიზარდა ბრიჯტაუნში, ის ქუჩაში ტანსაცმელს ყიდდა მამასთან ერთად. რობინს მძიმე ბავშვობა ჰქონდა, მისი მშობლები განქორწინდნენ მაშინ როცა ის 14 წლის იყო, ყავდა ლოთი და ნარკომანი მამა. მან სიმღერა დაიწყო შვიდი წლის ასაკში, იყო სკოლის მუსიკალურ გუნდში თავის ორ კლასელთან ერთად. ნაცვლად სწავლისა რიანას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ გაჰყოლოდა მუსიკას და ცდილობდა გაეკვლია თავისი კარიერა.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : რიანას დისკოგრაფია.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : რიანას ფილმოგრაფია.

ტურები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : რიანას კონცერტის ტურები.


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობის ლოგო ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: რიანა

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. “Monitor“, February 22, 2013, p. 32. 
  2. http://srpmusicgroup.com/
  3. http://www.republicrecords.com/
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=რიანა&oldid=3052953“-დან