ამეთვისტო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ამეთვისტო
Amethyst. Magaliesburg, South Africa.jpg
საერთო
კატეგორია ოქსიდის მინერალი
ქიმიური ფორმულა SiO2
იდენტიფიკაცია
კრისტალის სინგონია ტრიგონალური
სიმაგრე მოოსის სკალით 7
გამჭვირვალება გამჭვირვალე

ამეთვისტო (SiO2) — ნახევრად გამჭვირვალე იისფერი კვარცის სახეობა, შეიცავს დიოქსიდსა და სილიციუმს. მინერალი გამოიყენება საიუველირო ხელოვნებაში და მიეკუთვნება ძვირფას ქვებს.

სახელწოდება მომდინარეობს ლათინური სიტყვისგან amethystos, სადაც სიტყვას methustes (ლოთი) უკავშირდება უარყოფითი ნაწილაკი a: იისფერ თასში ჩამოსხმული წყალი ფერით ჰგავს ღვინოს, მაგრამ არ ათრობს.

ამეთვისტოს ფერი სტაბილურია მხოლოდ 250 °C-მდე. უფრო მაღალ ტემპერატურაზე იგი ფერს კარგავს. 500 °C-ს ზემოთ ამეთვისტო ხდება ყვითელი, ტემპერატურის მატებასთან ერთად კი ისევ იცვლის ფერს. საბოლოოდ ქვა ხდება რძისებრი ფორმის რადგან მასში ჩნდება ინფრამიკროსკოპული წყალი.

ამეთვისო ძალიან იშვიათი იყო ანტიკურ ხანაში. მხოლოდ XX საუკუნის დასაწყისში აღმოაჩინეს ბრაზილიასა და ურუგვაიში მისი მნიშვნელოვანი საბადოები, რის შემდეგაც დაიწყო მისი ფართო მოხმარება.

ფრანგულ ფოლკლორში ამეთვისტოს ქორწინება ნიშნავს ქირწინების 48 წელს. ამეთვისტო ამშვენებს ეპისკოპოსთა ბეჭდებს.

ადრე მას მიიჩნევდნენ ალკოჰოლური ინტოქსიკაციის სამკურნალო ქვად. მასვე მიაწერდნენ შემოქმედების, მედიტაციის, წინასწარმეტყველების სტიმულირებას. იყენებდნენ ჯადოს ახსნისთვის, უძილობის წინააღმდეგ საბრძოლველად. დაფხვნილ მდგომარეობაში იგი აუმჯობესებდა ღვიძლის მოქმედებას და კურნავდა დამწვრობებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]