1928 წელს დაამთავრა თსუ ქიმიურ-ფარმაცევტული ფაკულტეტი, 1931 წლიდან - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1937-1948 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სტომატოლოგიური ინტიტუტის ბიოქიმიის კათედრის გამგე, 1948-1963 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბიოქიმიის კათედრის პროფესორი, 1950-1971 საქართველოს სსრ ჯანდაცვის სამინისტროს კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბიოქიმიის განყოფილების ხელმძღვანელი. შეისწავლიდა ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის თავისებურებებს.