გიორგი ელიავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი ელიავა
George Eliava 1892–1937.jpg
დაბ. თარიღი 13 (25) იანვარი 1892
დაბ. ადგილი საჩხერე, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 10 ივლისი 1937(1937-07-10) (45 წელი)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
Flag of Georgia (1918-1921).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
Flag of the Soviet Union (1923-1955).svg სსრკ
სამეცნიერო სფერო მიკრობიოლოგია
ალმა-მატერი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ჟენევის უნივერსიტეტი

გიორგი ელიავა (დ. 13 იანვარი/26 იანვარი 1892, საჩხერე — გ. 10 ივლისი, 1937, თბილისი) — ქართველი მეცნიერი, მიკრობიოლოგი, ბაქტერიოლოგი, რეპრესირებული.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიორგი ელიავა სწავლობდა ნოვოროსიისკის, ჟენევისა და მოსკოვის უნივერსიტეტებში. ეს უკანასკნელი დაამთავრა 1916 წელს. იმავე წელს ელიავა დაინიშნა ტრაპიზონის ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიის გამგედ, ხოლო 1917 წლიდან კი თბილისის ცენტრალური ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიის გამგედ. 1918-21 და 1925-27 წლებში მუშაობდა პარიზში, პასტერის ინსტიტუტში. სწორედ ამ ინსტიტუტში მოღვაწეობდა კანადელი ბაქტერიოლოგი ფელიქს დერელი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა სამედიცინო პრაქტიკაში ბაქტერიოფაგის გამოყენებას.

1923 წელს გიორგი ელიავას ინიციატივით დაარსდა თბილისის ბაქტერიოლოგიური ინსტიტუტი, რომლის დირექტორიც თვითონ იყო. 1927 წლიდან განაგებდა თსუ-ს ჰიგიენის, ხოლო 1929 წლიდან - მიკრობიოლოგიის კათედრებს. 1934 წელს მისი თაოსნობით გაიხსნა შავი ჭირის საწინააღმდეგო სადგური. 1936 წელს დააარსა ბაქტერიოფაგის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომლის პირველი დირექტორიც თავად იყო. ინსტიტუტის საქმიანობის ძირითად სფეროს ბაქტერიოფაგების კვლევა და ფაგოთერაპია წარმოადგენდა.

ელიავა იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც გამოთქვა აზრი, რომ ბაქტერიოფაგი განაპირობებს მიკრობთა ფართო ცვალებადობას. ელიავა იცავდა ბაქტერიოფაგის ცოცხალი ბუნების თეორიას, რაც შემდგომ წარმატებით დადასტურდა.

რეპრესიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1937 წლის 23 იანვარს გიორგი ელიავა დააპატიმრა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა. მას ბრალი დასდეს საფრანგეთის მთავრობის ჯაშუშობასა და მოსახლეობაში ეპიდემიის გავრცელების მცდელობაში. 1937 წლის 9 ივლისს გიორგი ელიავას უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ გამოუტანა განაჩენი - დახვრეტა. გიორგი ელიავა და მისი მეუღლე დახვრიტეს 10 ივლისს, ხოლო მათი ერთადერთი ქალიშვილი შუა აზიაში გადაასახლეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]