1932 წელს დაამთავრა თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. 1953 წლიდან სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ა. ბახის სახელობის ბიოქიმიური ინსტიტუტის ტექნიკური ბიოქიმიური ლაბორატორიის გამგე. შეიმუშავა ლაო ჩაის, შავის ჩაისა და ხსნადი წარმოების ახალი ტექნიკური მეთოდი; ნაშრომები: "ჩაის ფოთლის ფერმენტაციის გამოკვლევა" (1935, საკავშირო ალკკ ცკ-ის პრემია, 1938), "ლაო ჩაისა და მწვანე აგურა ჩაის წარმოების ბიოქიმიური საფუძველი" (1955; სსრკ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის პრემია, 1955), "ჩაისა და ჩაის წარმოების ბიოქიმია" (1958; ა. ბახის სახელობის პრემია); შექმნა საკვებ მცენარეთა საღებავების მიღების ორიგინალური ხერხი, რომელიც დაპატენტებულია უცხოეთის ქვეყნებში. დაჯილდოებულია ორი "საპატიო ნიშნის" ორდენითა და მედლებით.