შალვა ნახუცრიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

შალვა ნახუცრიშვილი (დ. 14 ნოემბერი, 1901, ხაშმი — გ. 24 მარტი, 1980, თბილისი) — ქართველი ბოტანიკოსი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1966), მდელოთმცოდნეობის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1934 წლიდან მუშაობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიაში ბოტანიკის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1969 წლიდან ამავე ინსტიტუტის მდელოსნობის ჯგუფის ხელმძღვანელი იყო. შეისწავლა საქართველოს ზამთრისა და ზაფხულის სათიბ-საძოვრები. მისი ძირითადი ნაშრომებია: „ჯავახეთის ძიგვიანები და მათი გაუმჯობესება“ (1947); „აღმოსავლეთ საქართველოს ზამთრის საძოვრების ძირითადი ფორმაციების ბალახნარის დინამიკა“ (1958), „მაღალმთის საძოვრების წარმადობის დინამიკა“ (1963) და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]