გული მოსიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Mosiashvili guli tbilisi 1989.jpg

გული მოსიაშვილი (დ. 25 იანვარი 1914, თელავი, საქართველო) — ქართველი მიკრობიოლოგი. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1962), პროფესორი (1964), დამსახურებული მოღვაწე მეცნიერების სამინისტრო. დიდი სამამულო ომის მონაწილე. 1946 წლიდან კომუნისტური პარტის წევრი. აწარმოებდა კვლევით სამუშაოებს მეღვინეობის დარგში. (1940-42). 1945 წლიდან მიკრობიოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ძირითადი სამეცნიერო-კვლევები მიეძღვნა ღვინის მიკრობიოლოგიას. მან შეიმუშავა საფუარის გამოყენების ახალი მეთოდები სუფთა და შერეული კულტურებში, ფიზიკური მეთოდები ღვინის დაავადებებთან ბრძოლაში, საქართველოს რეგიონებში ღვინის საფუარის გავრცელების სქემატური რუკა; შემოთავაზებული აქვს სამეურნეო ნარჩენებისა და ინდ. საკვები კულტურების, საფუარისა და ნეპათოგენური ბაქტერიების გამოყენება საკვები დანიშნულების ცილებისა და ამინომჟავების მისაღებად. მის სახელზეა საფუარის 32 ახალი კულტურა. იგი არის ავტორი 126 სამეცნიერო ნაშრომისა და 14 გამოგონებისა მეღვინეობისა და მიკრობიოლოგიის სფეროში.

ნაშრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საფუარის ახალი კულტურები, საქართველოს სუფრის ღვინოებისათვის  - მოსკოვი, 1955; 
  • ღვინის დაავადებები - თბილისი, 1957.    
  • ყურძენის პროდუქციის მიკრობიოლოგიური ანალიზი - თბილისი, 1969. 
  • ძმარმჟავის ბაქტერიების საქართველოში გავრცელება და მათ წინააღმდეგ ბრძოლა. თბილისი, 1970