ნეოფიტე (ბულგარეთის პატრიარქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნეოფიტე
უწმიდესი სრულიად ბულგარეთის პატრიარქი
Neophyte of Bulgaria.jpg
ბულგარეთის პატრიარქი
ეკლესია ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია
პირადი მონაცემები
დაბადების თარიღი 15 ოქტომბერი, 1945 სოფია, ბულგარეთის დროშა ბულგარეთი
ეროვნება ბულგარელი

პატრიარქი ნეოფიტე (ბულგ. Патриарх Неофит, ერისკაცობაში — სიმეონ ნიკოლოვ დიმიტროვი, ბულგ. Симеон Николов Димитров; დ. 15 ოქტომბერი, 1945, სოფია, ბულგარეთი) — სრულიად ბულგარეთის პატრიარქი 2013 წლის 24 თებერვალიდან დღემდე.

სიმეონ ნიკოლოვ დიმიტროვმა 1965 წელს დაამთავრა სოფიის სასულიერო სემინარია, 1971 წელს კი სოფიის სასულერო აკადემია. დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია (ასპირანტურა) და მიიღო ღვთისმეტყველის კანდიდატის წოდება (საეკლესიო გალობის სპეციალობით), 1973 წლიდან ხელმძღვანელობდა და ასწავლიდა სასულიერო აკადმიის სამგალობლო გუნდს. 1975 წელს აღიკვეცა ბერად სამების მონასტერში პატრიარქ მაქსიმეს მიერ.

1989 წლის ბოლოს ხდება სასულიერო აკადემიის რექტორი, 1991 წელს კი ინიშნება დეკანად წმინდა კლიმენ ოხრიდელის სახელობის სოფიის უნივერსიტეტის ახლად აღდგენილ საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე. 1994 წლიდან მოღვაწეობდა დოროსტოლსკისა და ჩერვენსკის მიტროპოლიტად. 2001 წლიდან მოყოლებული სოფიის საპატრიარქო ტახზე ასვლამდე ხელმძღვანელობდა რუსენის ეპარქიას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]