ფარერის კუნძულების გეოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კუნძულ სუდუროის დასავლეთი ნაპირი

ფარერის კუნძულთა არქიპელაგი (ფარ. Føroyar) 18 კუნძულისგან შედგება, რომელთაგან 17 დასახლებულია. გარდა ამისა, ფარერების შემადგენლობაში არაერთი მცირე კუნძული, კლდე და რიფიც შედის. არქიპელაგი დასავლეთიდან აღმოსავლეთით 75 კილომეტრზე, ჩრდილოეთიდნ სამხრეთით კი 113 კილომეტრზეა გადაჭიმული. საერთო ფართობი შეადგენს 1395,74 კმ².

უმსხვილესი კუნძულებია სტრეიმოი, ესტუროი, სუდუროი, ვაგარი, სანდოი და ბორდოი. აქედან უმსხვილესია სტრეიმოი (373,5 კმ²).

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფარერის კუნძულთა სისტემა ისლანდიასა და შოტლანდიას შორის მდებარეობს და ოკეანიდან ამოზრდილ უაივილ თომსონის წყალქვეშა ქედის ნაწილს წარმოადგენს.

რელიეფი და გეოლოგიური აგებულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უაივილ თომსონის წყალქვეშა ქედი და ფარერ-ისლანდიის ჭორომი შოტლანდიის უკიდურესი ჩრდილოეთიდან ისლანდიის მიმართულებითაა განლაგებუული და ატლანტისა და არქტიკის ოკეანეებს შორის ბუნებრივ ზღვარს ქმნის. სწორედ ამ ზღვარზეა ფარერის კუნძულებიც. ფარერის არქიპელაგის ყველა კუნძული ვულკანური წარმოშობისაა და ტუფისა და ბაზალტის ლავების მიერ არის ფორმირებული. კუნძულების ზედაპირი დანაწევრებული პლატოებისა და ფრიალო კლდეებისგან შედგება. ყველაზე მაღალი მწვერვალი 882 მეტრია (მთა სლატარატინდური). სანაპირო ზოლში დიდი რაოდენობით ფიორდია თავმოყრილი. კუნძულებზე ყონულოვანი რელიეფის ფორმებსაც შევხვდებით (მორენები, ტროგები, კარის ტბები).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]