პალაუ: განსხვავება გადახედვებს შორის

Jump to navigation Jump to search
არ არის რედაქტირების რეზიუმე
|მოსახლეობის_ცენზი = 19 907 (2005)
|მოსახლეობის_ცენზი_წელს =
|მოსახლეობის_სიმჭიდროვე = 43 ად.
|მოსახლეობის_სიმჭიდროვე_რანგი = 155-ე
|მშპ_ppp_წელი = 2006
 
== ბუნება ==
[[ფაილი:Palau-CIA WFB Map.png|thumb|rightleft|304px|პალაუს რუკა]]
პალაუს არქიპელაგი შედგება ბევრი მცირე ატოლისაგან, რომლებიც წარმოშობილია წყალქვეშა [[ვულკანი|ვულკანების]] [[მწვერვალი|მწვერვალებზე]]. [[კლიმატი]] ტროპიკულია, წვიმის სეზონია მაისიდან ნოემბრის ჩათვლით. კუნძულებზე საშუალო ტემპერატურაა — +24...28 [[ცელსიუსის სკალა|°C]].
 
სანაპირო წყლებში დაცურავს ტროპიკული [[თევზი|თევზების]] 1500 სახეობა და ბევრია იშვიათი [[ძუძუმწოვრები|ძუძუმწოვარი]]. ასევე, ეკოლოგების მონაცემებით, პალაუს ნაპირებთან დაცურავს [[ზვიგენები]]ს ისეთი 130 სახეობა, რომელთაც ემუქრებათ გადაშენება. 1995 წელს ზღვის ბიოლოგების საერთაშორისო კომიტეტმა და ბუნების დაცვის სპეციალისტებმა გამოაცხადეს პალაუ მსოფლიოს წყალქვეშა სასწაულად. პალაუს ტროპიკულ ბაღებში და [[ტყე]]ებში იზრდებიან [[ჯადვარისებრნი|ორქიდეები]] ({{lang-la|Orchidaceae}}) და ბევრი ეგზოტიკური ყვავილები, ასევე ბუდობს ფრინველთა დაახლოებით 50 სახეობა. კუნძულებზე არსებობს [[მედუზის ტბა]], რომელშიც დაცურავს მილიონობით [[მედუზა]] და რომლებსაც არ შეუძლიათ ზიანის მოტანა.
 
== ისტორია ==
პალაუს [[არქიპელაგი]] — [[კაროლინის კუნძულები]]ს დასავლეთი ნაწილია.
 
პალაუს კუნძულებზე ადამიანები დასახლდნენ ჩვენს წელთაღრიცხვამდე III-II ათასწლეულში, სავარაუდოდ, [[ფილიპინები]]დან წამოსული ხალხით. XII საუკუნემდე აქ ცხოვრობდა მოსახლეობა, რომლებიც ახლო იყვნენ [[ნეგრიტოსები|ნეგრიტოსებთან]], მაგრამ ისინი განდევნეს [[ზონდის კუნძულები]]დან წამოსულმა ხალხმა.
 
პირველი ევროპელი, რომელმაც დაინახა პალაუს კუნძულები, სავარაუდოდ იყო, ესპანელი [[რუი ლოპეს დე ვილიალობოსი]] 1543 წელს. 1686 წელს [[ესპანეთი|ესპანეთმა]] კუნძულები გამოაცხადა თავის საკუთრებად, მაგრამ არაფერი გაუკეთებია იმისათვის, რომ განეხორციელებინა მათი კოლონიზაცია.
 
კავშირი კუნძულელებსა და ევროპელებს შორის დამყარდა მხოლოდ 1783 წელს, როდესაც კუნძულ [[ულონგი|ულონგთან]] ახლო მდებარე [[რიფი|რიფებზე]] დაზიანდა ინგლისელი [[კაპიტანი]]ს ჰენრი უილსონის [[გემი]] «ანტილოპა». კუნძულ [[კორორი]]ს უზენაესმა ბელადმა იბედულმა განკარგულება გასცა თავის თვისტომელებს დახმარებოდნენ ევროპელებს გემის რემონტში და გაგზავნა საკუთარი შვილი ლებუუ სასწავლებლად [[ინგლისი|ინგლისში]]. ლებუუ გარდაიცვალა დაავადებისაგან [[ლონდონი|ლონდონში]] ჩასვლისთანავე. კუნძულ კორორზე გაიგზავნა ახალი გემი საჩუქრებით და საქონლით. მის კვალს გაყვნენ სხვა ევროპელი ვაჭრები. [[დიდი ბრიტანეთი]] გახდა პალაუს მთავარი სავაჭრო პარტნიორი და ეს პარტნიორობა გრძელდებოდა პალაუს ესპანელების მიერ დაპყრობამდე.
 
1885 წელს პაპმა [[ლეო XIII]]-მ ოფიციალურად აღიარა კაროლინის კუნძულებზე ესპანეთის საკუთრება, პალაუს ჩათვლით. აშენდა 2 [[ეკლესია]] და იქ გაგზავნილმა სასულიერო პირებმა მიაღწიეს ცალკეულ სოფლებს შორის არსებული დაპირისპირების შეწყვეტას და გაავრცელეს დამწერლობა.
 
1899 წელს, [[ესპანეთ-ამერიკის ომი]]ს და [[ფილიპინები]]ს დაკარგვის შემდეგ, ესპანეთმა მიჰყიდა კაროლინის კუნძულები [[გერმანია]]ს, რომელმაც აქტიურად დაიწყო კუნძულების ათვისება და ბუნებრივი და ადამიანების რესურსების ექსპლოატაცია. იმასთან დაკავშირებით, რომ პალაუს მაცხოვრებლებს არ ჰქონდათ იმუნიტეტი უცხოელების მიერ შემოტანილ დაავადებებზე, კუნძულელები იხოცებოდნენ. პალაუს მოსახლეობა იტანჯებოდა არა მარტო შემოტანილი ავადმყოფობებით, არამედ მათ ეროვნულ ჩვევებში, ტრადიციებში და რელიგიაში ჩარევისგანაც.
 
1914 წლის ბოლოს, [[პირველი მსოფლიო ომი]]ს დაწყების შემდეგ, [[იაპონია]]მ დაიპყრო კუნძულები და 1920 წელს [[ერთა ლიგა|ერთა ლიგისგან]] მიიღო მისი მართვის [[სამანდატო ტერიტორია|მანდატი]].
 
[[მეორე მსოფლიო ომი]]ს დროს კუნძულები ოკუპირებული იქნა [[აშშ]]-ის [[ჯარი]]ს მიერ [[მარიან-პალაუს ოპერაცია|მარიან-პალაუს ოპერაციის]] დროს.
 
1947 წლიდან პალაუ [[მიკრონეზია|მიკრონეზიის]] შემადგენლობაშია — აშშ-ის მართვის ქვეშ, როგორც [[წყნარი ოკეანის კუნძულების სამეურვეო ტერიტორია]]. 70-იან და 80-იან წლებში იყო ცდები კონსტიტუციაში ასახულიყო პალაუს უბირთვო სტატუსი, რასაც მხარი არ დაუჭირა აშშ-მა.
 
1993 წლის ნოემბერში პალაუში ჩატარებული [[რეფერენდუმი|რეფერენდუმით]] პალაუმ მიიღო აშშ-თან «[[თავისუფალ ასოციაციაზე შეთანხმება|თავისუფლად ასოცირებული სახელმწიფოს]]» სტატუსი. 1994 წლის 1 ოქტომბერს გამოცხადდა პალაუს დამოუკიდებლობა.
 
აშშ-თან «თავისუფალ ასოციაციაზე შეთანხმებას» ვადა გაუვიდა 2009 წელს. ორივე სახელმწიფოს მთავრობებმა გადაწყვიტეს არ გააგრძელონ იგი.
 
==სქოლიო==

სანავიგაციო მენიუ