სმაუგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სმაუგი
Conversation with Smaug.jpg
სხვა სახელები ტრაგუ (ველის ენაზე),[1]
ოქროს,
დიდებული,
ერებორის დრაკონი
რასები დრაკონი
წიგნები ჰობიტი<br />მეფის დაბრუნება
დაუსრულებელი მოთხრობები

სმაუგი (Smaug) — პერსონაჟი ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში. იგი არის დრაკონი და რომანის ჰობიტი ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, რომელმაც სამეფო ერებორი დაიპყრო და ჯუჯები გამოაძევა.

ჯადოსანი განდალფი ფიქრობდა, რომ თუ სმაუგი ომის დროს საურონს დაუჭერდა მხარს ეს დიდძალი ზარალის მიზეზი იქნებოდა ამიტომ გადაწყვიტა მისი განადგურება. იგი შეხვდა თორინ მუხისფარს, რომელსაც შესთავაზა დახმარება ჯუჯების განძის დაბრუნებაში. თორინი 12 ჯუჯასთან და ერთ ჰობიტთან ერთად შეუდგა მოგზაურობას, რომელიც დაწვრილებით აღწერილია ჰობიტში.

სმაუგი ცხოვრობდა მარტოსულ მთაში, სადაც ასევე ინახებოდა ჯუჯებისგან წართმეული განძი მას შემდეგ რაც ჯუჯებმა მარტოსულ მთას მიაღწიეს ბილბომ შეძლო მოეპარა ერთი თასი და ასევე დაელაპარაკა დრაკონს. ის გაბრაზდა და ქალაქ ველზე თავდასხმა გადაწყვიტა. მაცხოვრებლებმა დაინახეს დრაკონი და მზადება დაიწყეს ამის მიუხედავად მან დიდი ზარალი მიაყენა ქალაქს, თუმცა განგმირულ იქნა ბარდის შემდგომში ველის მმართველის მიერ ისრით, რომელიც მოხვდა ჯავშნის დაუცველ ადგილას ეს ადგილი თავდაპირველად ბილბომ შეამჩნია დრაკონთა ლაპარაკის დროს.

პიტერ ჯექსონის ფილმების სერიაში ჰობიტი სმაუგს განასახიერებს და ახმოვანებს მსახიობი ბენედიქტ კამბერბეჩი.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ტოლკინი, ჯ.რ.რ. (1996), შუახმელეთის ხალხები, ბოსტონი: Houghton Mifflin, „დანართები ენებზე“, p. 54, ISBN 0-395-82760-4
  2. Fleming, Mike. (16 June 2011) Benedict Cumberbatch To Voice Smaug in 'The Hobbit'. Deadline New York. წაკითხვის თარიღი: 19 June 2011.