რობინ უილიამსი
რობინ უილიამსი | |
---|---|
დაბადების სახელი | რობინ მაკლორინ უილიამსი |
დაბადების თარიღი |
21 ივლისი, 1951 ჩიკაგო, ილინოისი, აშშ |
გარდაცვალების თარიღი |
11 აგვისტო, 2014 (63 წლის) მარინ-კაუნტი, კალიფორნია, აშშ |
აქტიური | 1972–2014 |
ოსკარი |
საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში 1997 — ნიჭიერი უილ ჰანტინგი |
ოქროს გლობუსი |
საუკეთესო მსახიობი კაცი მიუზიკლსა ან კომედიაში 1987 — დილა მშვიდობისა, ვიეტნამო 1991 — მეფე მეთევზე 1993 —მისის დაუტფაირი 2005 – სესილ ბ. დემილის ჯილდო |
საიტი | robinwilliams.com |
რობინ მაკლორინ უილიამსი[1][2] (ინგლ. Robin McLaurin Williams; დ. 21 ივლისი, 1951 — გ. 11 აგვისტო, 2014[3]) — ამერიკელი მსახიობი და კომიკოსი. მან თავდაპირველად სახელი გაითქვა ტელესერიალით მორკი და მინდი. მხატვრულ ფილმებში მონაწილეობით აქტიურობდა 1980-იანი წლებიდან.
მისი კინოკარიერა მოიცავს ისეთ გახმაურებულ ფილმებს როგორებიცაა: „მსოფლიო გარპის მიხედვით“ (1982), „დილა მშვიდობისა, ვიეტნამო“ (1987), „მკვდარი პოეტების საზოგადოება“ (1989), „გამოღვიძება“ (1990), „მეფე მეთევზე“ (1991) და „ნიჭიერი უილ ჰანტინგი“ (1997), აგრეთვე ფინანსურად წარმატებული აღმოჩნდა კინოფილმები: „პოპაი“ (1980), „კაუჭა“ (1991), „ალადინი“ (1992), „მისის დაუტფაირი“ (1993), „ჯუმანჯი“ (1995), „ჩიტების გალია“ (1996), „ღამე მუზეუმში“ (2006), და „ბედნიერი თათები“ (2006). მიღებული აქვს ოსკარი საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობისათვის („ნიჭიერი უილ ჰანტინგი“, 1997). ასევე არის ორი ემის, სამი ოქროს გლობუსის, მსახიობთა გილდიის ორი ჯილდოსა და ხუთი გრემის მფლობელი.
2014 წლის 11 აგვისტოს რობინ უილიამსი კალიფორნიაში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი თვითმკვლელობა იყო.[4][5][6]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რობინ მაკლორინ უილიამსი დაბადა ილინოისის შტატის ქალაქ ჩიკაგოში. დედამისი ლორი მაკლორინი იყო ყოფილი მოდელი ახალი ორლეანიდან. მამამისი რობერტ ფიცჯერალდ უილიამსი იყო Ford Motor Company-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. დედის მხრიდან მისი დიდი-დიდი პაპა ანსელმ მაკლორინი იყო მისისიპის სენატორი და გუბერნატორი. უილიამსის გენეალოგია შეიცავდა ინგლისურ, უელსურ, ირლანდიურ, შოტლანდიურ, გერმანულ და ფრანგულ ფესვებს. აღიზარდა საეპისკოპოსო ეკლესიის წესის მიხედვით. გაიზარდა მიჩიგანში, ბლუმფილდ-ჰილზში, სადაც დეტროიტის სკოლაში სწავლობდა, მოგვიანებით კალიფორნიაში სწავლობდა რედვუდის უმაღლეს სკოლაში. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა კლერმონტის კოლეჯში პოლიტოლიგიის სპეციალობით. შემდეგ, სწავლა განაგრძო ჯულიარდის სკოლაში, სადაც დრამატულ ხელოვნებას დაეუფლა. ჰყავდა ორი ნახევარძმა: ტოდი და მაკლორინი.
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1977 | ფ | შემიძლია გავაკეთო, სანამ სათვალე დამჭირდება? | Can I Do It 'Till I Need Glasses? | ადვოკატი, მამაკაცი ატკივებული კბილით |
1978-1982 | ფ | მორკი და მინდი | Mork & Mindy | მორკი |
1980 | ფ | პოპაი | Popeye | პოპაი |
1982 | ფ | მსოფლიო გარპის მიხედვით | The World According to Garp | გარპი |
1983 | ფ | გადარჩენილები | The Survivors | დონალდ კუინელი |
1984 | ფ | მოსკოვი ჰუძონზე | Moscow on the Hudson | ვლადიმირ ივანოვი |
1986 | ფ | საუკეთესო დრო | The Best of Times | ჯეკ დანდი |
1986 | ფ | კლუბი სამოთხე | Club Paradise | ჯეკ მონიკერი |
1986 | ფ | დაიჭირე წამი | Seize the Day | ტომი უილჰელმი |
1987 | ფ | დილა მშვიდობისა, ვიეტნამო | Good Morning, Vietnam | ედრიენ კრონაუერი |
1988 | ფ | ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი | The Adventures of Baron Munchausen | მთვარის მეფე |
1988 | ფ | თეთრი ქორწინების პორტრეტი | Portrait of a White Marriage | ჰაერის ვენტილაციის გამყიდველი |
1989 | ფ | მკვდარი პოეტების საზოგადოება | Dead Poets Society | ჯონ კიტინგი |
1990 | ფ | ადამიანი - კადილაკი | Cadillac Man | ჯოუი ო'ბრაიანი |
1990 | ფ | გამოღვიძება | Awakenings | დოქტორი მალკოლმ სეიერი |
1991 | ფ | ჯამბაზი შეიკსი | Shakes the Clown | მიმების კლასის ინსტრუქტორი |
1991 | ფ | მოკვდე თავიდან | Dead Again | ექიმი კოუზი კარლაილი |
1991 | ფ | მეფე მეთევზე | The Fisher King | პერი |
1991 | ფ | კაუჭა | Hook | პიტერ პენი |
1992 | ანფ | გვიმრების ხევი: უკანასკნელი ტროპიკული ტყე | FernGully: The Last Rainforest | ღამურა კოდა |
1992 | ფ | დროის მცველი | The Timekeeper | დროის მცველი |
1992 | ანფ | ალადინი | Aladdin | ჯინი |
1992 | ფ | სათამაშოები | Toys | ლესლი ზევო |
1993 | ფ | მისის დაუტფაირი | Mrs. Doubtfire | დენიელ ჰილარდი |
1994 | ფ | იყო ადამიანი | Being Human | ჰექტორი |
1995 | ფ | ცხრა თვე | Nine Months | დოქტორი კოზევიჩი |
1995 | ფ | ვონგ ფუ, მადლობა ყველაფრისთვის! ჯული ნიუმარი | To Wong Foo, Thanks for Everything! Julie Newmar | ჯონ ჯეიკობ ჯინგლჰაიმერ შმიდტი |
1995 | ფ | ჯუმანჯი | Jumanji | ალან პერიში |
1996 | ფ | ჩიტების გალია | The Birdcage | არმან გოლდმანი |
1996 | ფ | ჯეკი | Jack | ჯეკ პაუელი |
1996 | ფ | საიდუმლო აგენტი | The Secret Agent | მკვლელი |
1996 | ფ | ჰამლეტი | Hamlet | ოზრიკი |
1996 | ანფ | ალადინი და ქურდების მეფე | Aladdin and the King of Thieves | ჯინი, პირდაპირ ვიდეოზე გამოცემული ფილმი |
1997 | ფ | მამის დღე | Fathers' Day | დელ პატლი |
1997 | ფ | ჰარის გარჩევა | Deconstructing Harry | მელი |
1997 | ფ | ფლაბერი | Flubber | პროფესორი ფილიპ ბრაინარდი |
1997 | ფ | მეგობრები | Friends | ტომასი |
1997 | ფ | ნიჭიერი უილ ჰანტინგი | Good Will Hunting | შონ მაგუაირი |
1998 | ფ | საით მივყავართ ოცნებებს | What Dreams May Come | კრის ნილსენი |
1998 | ფ | მკურნალი ადამსი | Patch Adams | ჰანტერ ადამსი |
1999 | ფ | მატყუარა ჯეიკობი | Jakob the Liar | ჯეიკომ ჰეიმი/მთხრობელი, აგრეთვე აღმ. პროდიუსერი |
1999 | ფ | ორასი წლის ადამიანი | Bicentennial Man | ენდრიუ მარტინი |
2001 | ფ | ხელოვნური ინტელექტი | A.I. Artificial Intelligence | დოქტორ ნოუ |
2002 | ფ | The Rutles 2: Can't Buy Me Lunch | The Rutles 2: Can't Buy Me Lunch | ჰანს ჰენკი |
2002 | ფ | ფოტო ერთ საათში | One Hour Photo | სეიმურ პერიში |
2002 | ფ | სიკვდილი სმუჩის | Death to Smoochy | „რეინბოუ“ რენდოლფ სმაილი |
2002 | ფ | ინსომნია | Insomnia | უოლტერ ფინჩი |
2004 | ფ | საბოლოო მონტაჟი | The Final Cut | ალან ჰეკმენი |
2006 | ფ | ღამე მუზეუმში | Night at the Museum | თეოდორ რუზველტი |
2006 | ანფ | ბედნიერი თათები | Happy Feet | რამონი |
2009 | ფ | მსოფლიოში საუკეთესო მამა | World's Greatest Dad | ლენს კლეიტონი |
2009 | ფ | ღამე მუზეუმში: სმითსონის ბრძოლა | Night at the Museum: Battle of the Smithsonian | თეოდორ რუზველტი |
2013 | ფ | მსახურთუფროსი | The Butler | დუაიტ ეიზენჰაუერი |
2014 | ფ | ღამე მუზეუმში: სამარხის საიდუმლო | Night at the Museum: Night at the Museum: Secret of the Tomb | თეოდორ რუზველტი |
2015 | ფ | აბსოლუტურად ყველაფერი | Absolutely Anything | ძაღლი დენისი |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „რობინ უილიამსი“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2016-10-06 საიტზე Wayback Machine.
- რობინ უილიამსი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- რობინ უილიამსი — Find a Grave-ზე
- რობინ უილიამსი TCM-ის კინოფილმების მონაცემთა ბაზაში
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Thomas, Mike (2002-02-24). „A nose for laughs“. Chicago Sun-Times. ციტირების თარიღი: 2009-12-14.
- ↑ McMullen, Marion (2002-10-05). „Article: Weekend TV: Star profile. (Features)“. Coventry Evening Telegraph. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-04. ციტირების თარიღი: 2009-12-14.
- ↑ „Robin Williams, Oscar-Winning Actor, Dies at 63 in Suspected Suicide“. The New York Times. 2014-08-11. ციტირების თარიღი: 2014-08-12.
- ↑ Itzkoff, Dave; Fitzsimmons, Emma G. (August 11, 2014). „Robin Williams, Oscar-Winning Comedian, Dies at 63“. The New York Times. ციტირების თარიღი: August 11, 2014.
- ↑ Nordyke, Kimberly; Byrge, Duane (August 11, 2014). „Robin Williams Dies of Suspected Suicide“. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: August 11, 2014.
- ↑ Messer, Lesley (August 12, 2014). „Robin Williams Died in an Apparent Suicide by Hanging“. ABC News.
|
|