გერი ოლდმენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გერი ოლდმენი
Gary Oldman by Gage Skidmore.jpg
დაბადების სახელი გერი ლეონარდ ოლდმენი
დაბადების თარიღი 21 მარტი, 1958 (1958-03-21) (62 წლის)
ლონდონი, ინგლისი
საქმიანობა მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი, მუსიკოსი
აქტიური 1978 – დღემდე
მეუღლე(ები) ლესლი მენვილი (1987–1990)
უმა თურმანი (1990–1992)
დონია ფიორენტინო (1997–2001)
ალექსანდრა ედენბორო (2008–დღემდე)
BAFTA საუკეთესო ორიგინალური სცენარი
არ ჩაყლაპო (1997)

გერი ლეონარდ ოლდმენი (ინგლ. Gary Oldman დ. 21 მარტი, 1958) — ინგლისელი მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი და მუსიკოსი, ცნობილი თავისი უარყოფითი როლებით პოპულარულ ფილმებში.[1] მას ნათამაშები აქვს ისეთ ფილმებში, როგორიცაა სიდი და ნენსი, დაცქვიტე ყურები, ჯფკ, დრაკულა, ნამდვილი სიყვარული, ლეონი, მეხუთე ელემენტი, პრეტენდენტი, ჰარი პოტერის ფილმების სერია, კრისტოფერ ნოლანის ბეტმენის ტრილოგია და თოქმაჩი, თერძი, ჯარისკაცი, ჯაშუში, ისევე როგორც სატელევიზიო სერიალებში მეგობრები და დაცემული ანგელოზები.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოლდმენი საზოგადოების ყურადღების ქვეშ მოექცა 1980-იანი წლებში, როდესაც თავისი როლებისთვის კინოკრიტიკოსმა, როჯერ ებერტმა[2] მას „საუკეთესო ახალგაზრდა ბრიტანელი მსახიობი“ უწოდა.[3] მაღალბიუჯეტიან ჰულივუდურ ფილმებში მთავარი და მეორეხარისხოვან როლებთან ერთად, მას ასევე უთამაშია დამოუკიდებელ ფილმებსა და სატელევიზიო შოუები. 1997 წელს შედგა მისი სარეჟისორო დებიუტი, როდესაც გადაიღო და დაწერა არ ჩაყლაპო, ფილმი რომელიც გარკვეულწილად მისვე ბავშვობაზე იყო დაფუძნებული.[4] ის ასევე იყო ამ და კიდევ რამდენიმე ფილმის პროდიუსერი.

სხვა ჯილდოებთან ერთად, ოლდმენს მიღებული აქვს ნომინაციები ემის, კინომსახიობთა გილდიის და ბაფტას დაჯილდოებებზე. არის 2018 ოსკარის მფლობელი საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომიმაციაში, ფილმისთვის „მძიმე დროება“ (2017), სადაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის უინსტონ ჩერჩილის როლი შეასრულა.[5][6] მისი წვლილისთვის სამეცნიერო ფანტასტიკაში, მან მიიღო სატურნის ჯილდო. 1997 წელს მიიღო ბაფტას ორი ჯილდო ფილმისთვის „არ ჩაყლაპო“, რომელიც ასევე შევიდა კანის კინოფესტივალზე საკონკურსო ფილმთა ნუსხაში. 2011 წელს, ჟურნალმა Empire ის დაასახელა „კინოს სიმბოლოდ“, შეტანილი წვლილისთვის კინემატოგრაფიაში.[7]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1991 ჯფკ JFK ლი ჰარვი ოსვალდი
1992 ბრემ სტოკერის დრაკულა Bram Stoker's Dracula გრაფი დრაკულა
1994 ლეონი: პროფესიონალი Léon: The Professional ნორმან სტენსფილდი
1997 მეხუთე ელემენტი The Fifth Element ჟან-ბაპტისტ ემანუელ ზორგი
2001 ჰანიბალი Hannibal მასონ ვერგერი
2001 მეგობრები Friends რიჩარდი
2004 ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე Harry Potter and the Prisoner of Azkaban სირიუს ბლეკი
2005 ბეტმენი: დასაწყისი Batman Begins ჯეიმზ გორდონი
2004 ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი Harry Potter and the Order of the Phoenix სირიუს ბლეკი
2008 ბნელი რაინდი The Dark Knight ჯეიმზ გორდონი
2011 თოქმაჩი, თერძი, ჯარისკაცი, ჯაშუში Tinker Tailor Soldier Spy ჯორჯ სმაილი
2012 ბნელი რაინდი: აღზევება The Dark Knight Rises ჯეიმზ გორდონი
2012 უკანონო Lawless ფლოიდ ბანერი
2013 პარანოია Paranoia ნიკოლას ვაიატი
2014 რობოტი-პოლიციელი RoboCop დოქტორი დენეტ ნორტონი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Gary Oldman All Movie Guide biography. Allmovie.com (21 March 1958). ციტირების თარიღი: 23 March 2010.
  2. Riper, Tom Van. (24 September 2007) The Top Pundits in America. Forbes.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 July 2012. ციტირების თარიღი: 9 December 2008.
  3. Roger Ebert (8 May 1987). „Prick Up Your Ears“. Chicago Sun-Times. ციტირების თარიღი: 21 May 2009.
  4. Nil by Mouth (1997) – News
  5. Powell, Emma; Ruby, Jennifer. „Oscar nominations 2018: The Shape of Water leads the pack as Brits Gary Oldman and Daniel Kaluuya go head-to-head for Best Actor“. Evening Standard. ციტირების თარიღი: 30 January 2018.
  6. Loughrey, Clarisse. „Oscars 2018: Gary Oldman wins Best Actor award for his portrayal of Winston Churchill in Darkest Hour“. The Independent. ციტირების თარიღი: 5 March 2018.
  7. Masters, Tim. Empire awards: Gary Oldman named film icon. BBC News. 27 March 2011. Retrieved 17 May 2011.