ჯულიარდის სკოლა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯულიარდის ლოგო

დაარსდა 1905
სკოლის ტიპი კერძო
პრეზიდენტი Joseph W. Polisi
მდებარეობა ნიუ-იორკი, აშშ
ირიცხება დაახლ. 800
კამპუსი ურბანული
საიტი www.juilliard.edu

ჯულიარდის სკოლა — საშემსრულებლო ხელოვნების კონსერვატორია ნიუ-იორკში, რომელიც ცნობილია მის სახელგანთქმულ კურსდამთავრებულთა რაოდენობით. ამჟამად მდებარეობს ლინკოლნის ცენტრში და მასში 700-მდე საბაკალავრო და მაგისტრანტი სტუდენტი სწავლობს მუსიკას, ცეკვის ხელოვნებასა და დრამას. ჯულიარდი ამერიკის ერთ-ერთი წამყვანი სამუსიკო კონსერვატორია და დრამატული სკოლაა.

სკოლა დაფუძნდა 1905 წელს, როგორც სამუსიკო ხელოვნების ინსტიტუტი და მდებარეობდა მე-5 ავენიუსა და მე-12 ქუჩის გადაკვეთაზე. პირველ წელს ინსტიტუტში 500 სტუდენტი ჩაირიცხა. 1910 წელს იგი კლერმონტის ავენიუზე გადავიდა. 1920 წელს შეიქმნა ჯულიარდის ფონდი ტექსტილის მაგნატის აუგუსტუს ჯულიარდის პატივსაცემად, რომელმაც აშშ-ში მუსიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი თანხა უანდერძა ფონდს. დაფუძნდა რა 1924 წელს, ფონდის ჯულიარდის უმაღლესი სკოლა შეუერთდა სამუსიკო ხელოვნების ინსტიტუტს ორი წლით გვიან. 1946 წელს გაერთიანებულ სკოლებს ჯულიარდის სამუსიკო სკოლა დაერქვა. სკოლის პრეზიდენტი ამ დროისთვის უილიამ შუმანი იყო, რომელიც ასევე მუსიკისთვის პულიცერის პრიზის პირველი მფლობელი გახდა.

სკოლა თანდათან გაიზარდა და მუსიკასთან ერთად ცეკვის, შემდეგ კი დრამის განყოფილებები გაიხსნა და 1969 წლიდან, ლინკოლნის ცენტრში გადასვლიდან მას ამჟამინდელი სახელი ჰქვია. 2001 წელს სკოლაში დაფუძნდა ჯაზის შესრულების მოსამზადებელი პროგრამა.

ცნობილი სტუდენტები[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]