შინაარსზე გადასვლა

კრის პრეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კრის პრეტი
Chris Pratt

პრეტი „იურული სამყარო: დაცემული სამეფოს“ პრემიერაზე იაპონიაში 2018 წელს
დაბადების თარიღი 21 ივნისი, 1979 (1979-06-21) (46 წლის)[1]
ვირჯინია, მინესოტა, აშშ
რეზიდენცია ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
ეროვნება ამერიკელი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2000-დღემდე
მეუღლე(ები)

კრისტოფერ მაიკლ პრეტი (ინგლ. Christopher Michael Pratt; დ. 21 ივნისი, 1979) — ამერიკელი მსახიობი. პრეტი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა სატელევიზიო როლებით, კერძოდ, ენდი დუაიერის როლით ტელესერიალიდან „პარკები და დასვენების ზონები“ (2009–2015), რისთვისაც დაიმსახურა კრიტიკოსთა კეთილგანწყობა და ნომინირებული იქნა „ტელეკრიტიკოსთა არჩევანის ჯილდოზე“ 2013 წელს. იგი, აგრეთვე მონაწილეობდა The WB-ის სერიალში „ევერვუდი“ (2002–2006).[2][3] მას მონაწილეობა აქვს მიღებული ფილმებში: „განსაკუთრებით საშიში“ (2008), „ჯენიფერის სხეული„ (2009), „ადამიანი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა“ (2011), „თითქმის დაქორწინებულები“ (2012), „მიზანი ნომერი ერთი“ (2013) და „მისი“ (2013).

კრისტოფერ მაიკლ პრეტი დაიბადა 1979 წლის 21 ივნისს ვირჯინიაში, მინესოტას შტატში.[4] დედამისი კეტი პრეტი, რომელიც ნორვეგიული წარმოშობისაა,[5] მუშაობდა სუპერმარკეტების ქსელში „SafeWay“, ხოლო მამამისი დენ პრეტი, მეშახტე იყო, მაგრამ მოაგვიანებით შეუდგა სახლების რეკონსტრუქციას.[2][6][7] კრისმა ბავშვობა გაატარა ლეიკ-სტივენსში, ვაშინგტონის შტატში. 1997 წელს დაამთავრა ლეიკ-სტივენსის საშუალო სკოლა.[8] 2000 წელს შედგა მისი დებიუტი მოკლემეტრაჟიან საშინელებათა ფილმში „დაწყევლილი: ნაწილი 3“, რომლის გადაღებები მიმდინარეობდა ლოს-ანჯელესში.[9][10]

პრეტმა საყოველთაო აღიარება მოპოვა მას შემდეგ, რაც გადაიღეს „ლეგო ფილმსა“ (2014) და „გალაქტიკის მცველებში“ (2015). 2015 მონაწილეობდა „იურული პარკის“ სერიის რიგით მეოთხე ფილმში „იურული სამყარო“.[11] 2016 წელს განასახიერა ჯოშუა ფარადეის როლი „შესანიშნავ შვიდეულში“, იმავე წელს კი ჯიმ პრესტონის როლი ფილმში „მგზავრები. 2017 წელს მიიღო როლი გალაქტიკის მცველების მეორე ნაწილში. 2018 წელს გადაიღეს ფილმში „შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი“. იმავე წელს ითამაშა „იურული სამყაროს“ გაგრძელებაში „იურული სამყარო: დაცემული სამეფო“. 2014 წელს მიიღო სატურნის ჯილდო ნომინაციაში — „საუკეთესო მსახიობი კაცი“. 2015 წელს ჟურნალმა „Time“ დაასახელა მსოფლიოს წლის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის.[12]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
2000დაწყევლილი: ნაწილი 3Cursed Part 3დეივონი
2001მონადირეThe Huntressნიკ ოუენსი
2003 ექსტრემალთა გუნდი The Extreme Teamკინანი
2002–2006 ევერვუდი Everwoodბრაიტ ებოტი
2006–2007 მარტოხელა გულები The O.C.ჩე
2005განადგურებაPath of Destructionნეითან მაკეინი
2005თავისუფალი ცხოვრებაStrangers with Candyბრეისონი
2008 არაჩვეულებრივი მოგზაურობა Wienersბობი
2008 ბეტმენი Batman: The Animated Seriesჯეიკი (ხმა)
2008განსაკუთრებით საშიშიWantedბერი
2009პატარძლების ომიBride Warsფეტჩერ ფლემსონი
2009ოცნებები სრულდებაDeep in the Valleyლესტერ უოტსი
2009ჯენიფერის სხეულიJennifer's Bodyრომან დუდა
2009–2014 პარკები და დასვენების ზონები Parks and Recreationენდი დუაიერი
2010–2011 ბენ 10: უცხოპლანეტელთა ძალა Ben 10: Ultimate Alienკუპერ დენიელსი
2011წამიყვანე სახლშიTake Me Home Tonightკაილ მასტერსონი
2011შენ მერამდენე ხარ?What's Your Number?საზიზღარი დონალდი
201110 წლის შემდეგTen Yearsკალი
2011ადამიანი, რომელმაც ყველაფერი შეცვალაMoneyballსკოტ ჰატბერგი
2012თითქმის დაქორწინებულებიThe Five-Year Engagementალექსი
2012მიზანი ნომერი ერთიZero Dark Thirty„ზღვის კატების“ დანაყოფის წევრი
2013კინო 43Movie 43დაგი
2013მისიHerპოლი
2013მიმწოდებელიDelivery Manბრეტი
2014გალაქტიკის მცველებიGuardians of the Galaxyპიტერ კვილი / ვარსკვლავური ლორდი
2014ლეგო ფილმიThe Lego Movieემეტ ბრიკოვსკი
2015იურული სამყაროJurassic Worldოუენ გრედი
2016ჯემი და ჰოლოგრამებიJem and the Hologramsთვითონ
2016შესანიშნავი შვიდეულიThe Magnificent Sevenჯოშუა ფარადეი
2016მგზავრებიPassengersჯიმი პრესტონი
2017გალაქტიკის მცველები: ნაწილი 2Guardians of the Galaxy Vol. 2პიტერ კვილი / ვარსკვლავური ლორდი
2018შურისმაძიებლები: უსასრულობის ომიAvengers: Infinity Warპიტერ კვილი / ვარსკვლავური ლორდი
2018იურული სამყარო: დაცემული სამეფოJurassic World: Fallen Kingdomოუენ გრედი
2019ლეგო ფილმი 2: მეორე ნაწილიThe Lego Movie 2: The Second Partემეტ ბრიკოვსკი
2019შურისმაძიებლები 4Avengers 4პიტერ კვილი / ვარსკვლავური ლორდი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Haysom, Sam. Chris Evans trolls Chris Pratt on his birthday, gets the ultimate response. Mashable.
  2. 1 2 Collis, Clark (July 11, 2014). „How Chris Pratt Went from Zero to Hero“. Entertainment Weekly. pp. 24–31. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 თებერვალი, 2015. ციტირების თარიღი: 2 თებერვალი, 2015. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |archivedate=-ში (დახმარება)
  3. Pierce, Leonard (3 ნოემბერი, 2009). „Interview: Chris Pratt“. The A.V. Club. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 აგვისტო, 2012. ციტირების თარიღი: 25 აგვისტო, 2012. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archivedate=-ში (დახმარება)
  4. Chris Pratt. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 ოქტომბერი, 2014. ციტირების თარიღი: 12 აგვისტო, 2015.
  5. AS, TV 2. „Jurassic World-stjernen i ulykke under innspillingen“. TV 2 (ნორვეგიული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 თებერვალი, 2017. ციტირების თარიღი: 2017-02-07. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |archivedate=-ში (დახმარება)
  6. Fine, Audrey. „Getting to Know: Chris Pratt“. Seventeen. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 ივლისი, 2011. ციტირების თარიღი: 25 აგვისტო, 2012. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |archivedate=-ში (დახმარება)
  7. Cara Buckley (23 ივლისი, 2014). „Chris Pratt Is a Superhero in 'Guardians of the Galaxy'. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 აგვისტო, 2014. ციტირების თარიღი: 4 აგვისტო, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archivedate=-ში (დახმარება)
  8. O'Neill, Lucas (26 აპრილი, 2012). „Wrestling doc depicts trials, triumphs“. ESPN.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 ივლისი, 2014. ციტირების თარიღი: 17 ივლისი, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archivedate=-ში (დახმარება)
  9. „Chris Pratt: Biography“. TVGuide.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 ოქტომბერი, 2014. ციტირების თარიღი: 17 აგვისტო, 2012. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |archivedate=-ში (დახმარება)
  10. Hulten, Kevin (29 აგვისტო, 2007). „Lake's Chris Pratt found success in Hollywood, and now he plans on bringing it home“. Lake Stevens Journal. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 იანვარი, 2014. ციტირების თარიღი: 25 აგვისტო, 2012. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archivedate=-ში (დახმარება)
  11. Sneider, Jeff. (13 ნოემბერი, 2013) 'Guardians of the Galaxy' Star Chris Pratt Circling Lead in 'Jurassic World' (Exclusive). TheWrap. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 ნოემბერი, 2013. ციტირების თარიღი: 17 დეკემბერი, 2013
  12. Poehler, Amy. „Chris Pratt: The World's 100 Most Influential People“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 ივნისი, 2016. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |archivedate=-ში (დახმარება)