რობერტ დაუნი უმცროსი
რობერტ დაუნი უმცროსი | |
---|---|
რობერტ დაუნი, 2014 | |
დაბადების თარიღი |
4 აპრილი, 1965 ნიუ-იორკი, აშშ |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1970-დღემდე |
მეუღლე(ები) |
დებორა ფალკონერი (იქ. 1992–2004) სიუზან ლევინი (იქ. 2005) |
პარტნიორ(ებ)ი | სარა ჯესიკა პარკერი (1984-2005) |
შვილ(ებ)ი | 3 |
მშობლები | მამა: რობერტ დაუნი უფროსი |
ხელმოწერა |
რობერტ დაუნი უმცროსი (ინგლ. Robert Downey, Jr.; დ. 4 აპრილი, 1965)[1] — ამერიკელი მსახიობი და მომღერალი. 2008 წელს ჟურნალმა „ტაიმმა“ იგი 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის დაასახელა.[2] ჟურნალ „Forbes“-ზე დაყრდნობით, 2013 და 2015 წლებში დაუნი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი იყო.[3][4] იგი აგრეთვე მეორე ყველაზე მაღალშემოსავლიანი მსახიობია, რომლის ფილმების შემოსავალი 14 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.[5]
მისი დებიუტი კინოში შედგა 1970 წელს, 5 წლის ასაკში, მამის, რობერტ დაუნი უფროსის მიერ გადაღებულ ფილმში „ფუნტი“. 1980-იან წლებში იგი თამაშობდა ფილმებში მოზარდების შესახებ. პირველი დიდი აღიარება მოიპოვა ფილმით „ნულზე ნაკლები“. 1992 წელს, ფილმში „ჩაპლინი“ შესრულებულმა მთავარმა როლმა მას მოუტანა BAFTA[6] და აგრეთვე ოსკარის პირველი ნომინაცია საუკეთესო მსახიობის კატეგორიაში.[7]
1990-იან წლებში ნარკოტიკებთან დაკავშირებული ხმაურიანი სკანდალების შემდეგ იგი დაუბრუნდა ეკრანებს ლარი პოლის როლით ტელესერიალში ელი მაკბილი, რამაც მოუტანა კარიერაში პირველი ოქროს გლობუსი. ამას მოჰყვა რამდენიმე წარმატებული როლი ფილმებში: „გოთიკა (2003), „გაფრენილი კოცნა“ (2005) და „ზოდიაქო“ (2007). 2008 წელს ფილმ „ტროპიკულ ქარიშხალში“ შესრულებული როლისთვის მიიღო ოსკარის მეორე ნომინაცია.[8] 2006 წელს მიიღო ტონი სტარკის როლი ფილმში „რკინის კაცი“, რითაც საფუძველი ჩაეყარა მასშტაბურ მედიაფრენჩაიზს Marvel-ის კინოსამყაროს. დაუნიმ როლის განსახიერება განაგრძო ფილმებში: „წარმოუდგენელი ჰალკი“ (2008), „რკინის კაცი 2“ (2010), „შურისმაძიებლები“ (2012), „რკინის კაცი 3“ (2013), „შურისმაძიებლები: ულტრონის ეპოქა“ (2015), „კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომი“ (2016), „ადამიანი ობობა: დაბრუნება“ (2017), „შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი“ (2018) და „შურისმაძიებლები: დასასრული“ (2019). იგი აგრეთვე ცნობილია შერლოკ ჰოლმზის როლით გაი რიჩის ფილმებში შერლოკ ჰოლმზი (2009) და „შერლოკ ჰოლმზი: ჩრდილების თამაში“ (2011). პირველ ნაწილში შესრულებული როლისთვის გადაეცა მეორე ოქროს გლობუსი.[9]
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დისკოგრაფია
- სტუდიური ალბომები
- The Futurist (2004)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „რობერტ დაუნი უმცროსი“ ვიკისაწყობში.
- რობერტ დაუნი უმცროსი Twitter-ზე
- რობერტ დაუნი უმცროსი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- რობერტ დაუნი უმცროსი Box Office Mojo-ზე
- ინტერვიუ რობერტ დაუნისთა — Los Angeles Times
- ინტერვიუ რობერტ დაუნისთან —Reviewgraveyard.com
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Robert Downey Jr. Biography. The Biography Channel. ციტირების თარიღი: 26 აპრილი, 2014.
- ↑ Stiller, Ben (11 მაისი, 2008). „The 2008 Time 100, entry No. 60, 'Robert Downey Jr.'“. Time. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-19. ციტირების თარიღი: 17 აპრილი, 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Robert Downey Jr. Tops Forbes' List Of Hollywood's Highest-Paid Actors. Forbes (16 ივლისი, 2013). ციტირების თარიღი: 1 აგვისტო, 2013.
- ↑ Robehmed, Natalie. The World's Highest-Paid Actors 2015: Robert Downey Jr. Leads With $80 Million Haul. Forbes Magazine. ციტირების თარიღი: 4 აგვისტო, 2015.
- ↑ Robert Downey, Jr. Movie Box Office Results. ციტირების თარიღი: 27 ივნისი, 2019.
- ↑ BAFTA Awards Search | BAFTA Awards en. ციტირების თარიღი: 17 მარტი, 2017.
- ↑ Travers, Peter (13 მარტი, 2008). „The Strange Case of Iron Man Robert Downey Jr“. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-19. ციტირების თარიღი: 1 აგვისტო, 2008. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Leopold, Todd (22 იანვარი, 2009). „'Button' hooks 13 Oscar nominations“. CNN. ციტირების თარიღი: 22 იანვარი, 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Winners & Nominees 2010 en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-12. ციტირების თარიღი: 17 მარტი, 2017.
|
- დაბადებული 4 აპრილი
- დაბადებული 1965
- ნიუ-იორკელები
- XX საუკუნის ამერიკელი მამაკაცი მსახიობები
- XXI საუკუნის ამერიკელი მამაკაცი მსახიობები
- ამერიკელი მამაკაცი კინომსახიობები
- ამერიკელი მამაკაცი ტელემსახიობები
- ამერიკელი მამაკაცი ვიდეო თამაშების მსახიობები
- ამერიკელი მამაკაცი გამხმოვანებლები
- გერმანელი ამერიკელები
- ირლანდიელი ამერიკელები
- შოტლანდიელი ამერიკელები
- BAFTA-ს გამარჯვებულები (პიროვნებები)
- ოქროს გლობუსის გამარჯვებულები
- კინომსახიობთა გილდიის ჯილდოს მფლობელები