საით მივყავართ ოცნებებს (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„საით მივყავართ ოცნებებს“
რეჟისორი ვინსენტ უორდი
პროდიუსერი სტივენ დოიჩი
ბარნეტ ბეინი
სცენარის ავტორი რონალდ ბასი
ეფუძნება საით მივყავართ ოცნებებს
რიჩარდ მეთისონი
ისტორია რიჩარდ მეთისონი
როლებში რობინ უილიამსი
კუბა გუდინგ უმცროსი
ანაბელა შიორა
კომპოზიტორი მაიკლ კემენი
ოპერატორი ედუარდო სერა
მონტაჟი დევიდ ბრენერი
სტუდია Interscope Communications
დისტრიბუტორი PolyGram Filmed Entertainment (Universal Studios-ის მეშვეობით)
გამოსვლის თარიღი
  • 2 ოქტომბერი, 1998 (1998-10-02)
ხანგრძლივობა 113 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 85 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 71,485,083 აშშ დოლარი

საით მივყავართ ოცნებებს (ინგლ. What Dreams May Come) — 1998 წლის ამერიკული ფენტეზი დრამა, რომელშიც მთავარ როლებს ასრულებენ რობინ უილიამსი, კუბა გუდინგ უმცროსი, ანაბელა შიორა და მაქს ფონ სიუდოვი. იგი ეფუძნება რიჩარდ მეთისონის 1978 წლის ამავე სახელწოდების რომანს. ფილმის რეჟისორია ვინსენტ უორდი.

ფილმს მიღებული აქვს ოსკარი ოსკარი საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისთვის.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

შვეიცარიაში დასვენებისას პედიატრი კრის ნილსენი (რობინ უილიამსი გაიცნობს მხატვარ ენი კოლინზს (ანაბელა შიორა). მათ უმალვე ერთმანეთი მოეწონებათ და დაახლოვდებიან, თითქოს მთელი ცხოვრება ერთმანეთს იცნობდნენ. მათ ორი შვილი, იენი (ჯოშ პედოკი) და მერი (ჯესიკა ბრუქს-გრანტი) ჰყავთ. იდილია მთავრდება, როდესაც ორივე შვილი ავტოკატასტროფაში იღუპება. შეშლილი ენი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში აღმოჩნდება. კრისი მას გაეყრება.

გაყრის დღის წლისთავზე იღუპება ავტოკატასტროფაში კრისიც. მან არ იცის, რომ მოკვდა და დედამიწაზე დამწუხრებულ ცოლთან ურთიერთობას ცდილობს. ხედავს რა, თუ როგორ განიცდის ენი მის დაკარგვას, იგი ცდილობს, ანიშნოს, რომ კვლავაც მასთან არის, მაგრამ აღმოაჩენს, რომ ენის ამის გამო უფრო სტკივა. ამიტომ კრისი ტოვებს ამ სამყაროს.

იგი სამოთხეში აღმოჩნდება და აღმოაჩენს, რომ შეუძლია გარემოს საკუთარი წარმოსახვით მართვა. კრისი ხვდება მამაკაცს (კუბა გუდინგ უმცროსი), რომელიც გამოიყურება, როგორც ალბერტი, მისი მეგობარი საავადმყოფოდან და „სული“ კრისის დედამიწაზე ყოფნისას. ალბერტი მისი მეგზურია ამ ახალ ცხოვრებაში. იგი კრისს ასწავლის სამოთხეში არსებობის და საკუთარი კუთხის წარმოქმნის პრინციპებს, ისევე, როგორც სხვების ოცნებებში მოგზაურობას. კრისის სამყაროში უეცრად ჩნდება ენის მიერ დახატული ლურჯი ჯაკარანდის ხე, რომელიც ენიმ დახატა, დარწმუნებულმა, რომ ნახატებით შეეძლო კრისთან ურთიერთობა. ალბერტი ამბობს, რომ ეს ნიშანია იმისა, რომ კრისი და ენი სულიერად კვლავ ერთმანეთთან კავშირში არიან. თუმცა, ენი ფიქრობს, რომ კრისი ვერ ხედავს ნახატს და ანადგურებს მას. ხე კრისის თვალწინ იშლება. კრისი განიცდის, რომ ვეღარ იხილავს ცოლს, მოგვიანებით კი ხვდება ქალს, რომელშიც ამოიცნობს თავს შვილ მერის - გი ცხოვრობს ადგილზე, რომელიც ჰგავს მის საყვარელ დიორამას.

ენის აღარ შეუძლია ქმრის დაკარგვის განცდა. იგი თავს იკლავს. კრისს ამის შესახებ „ალბერტი“ ამცნობს და ეუბნება, რომ თვითმკვლელები ჯოჯოხეთში მიდიან - ეს არის არა მათთვის გამოტანილი განაჩენი, არამედ ცხოვრების შემდგომ კოშმარების წარმოსახვის მათივე ტენდენცია. კრისი დარწმუნებულია, რომ ენის ჯოჯოხეთიდან გადაარჩენს, მიუხედავად ალბერტის გაფრთხილებისა, რომ ჯერ არავის ჰქონია ამის ბედნიერება. მას კრისი მიჰყავს გამცილებელთან, რომელიც დაეხმარება ენის სულის პოვნაში.

ჯოჯოხეთში მოგზაურობისას კრისი „ალბერტში“ ამოიცნობს საკუთარ შვილს, იენს. იენი უხსნის, რომ ალბერტის გარეგნობა აირჩია იმის გამო, რომ კრისი ალბერტს ყოველთვის უჯერებდა. სანამ დაემშვიდობება, იენი სთხოვს კრისს, რომ გაიხსენოს, თუ როგორ გადაარჩინა ქორწინება იენის და მერის დაღუპვის შემდეგ.

კრისი გადადის წყეულთა სახეებით მოფენილ მინდორზე. ერთ-ერთ ადგილზე კრისი ეცემა ორმოში და მოხვდება მისი და ენის სახლის დამახინჯებულ სახლში. ამ დროს აღმოჩნდება, რომ გამცილებელი არის ნამდვილი ალბერტი. იგი აფრთხილებს კრისს, რომ ენისთან რამდენიმე წუთით დარჩენის შემდეგ იგი ჯოჯოხეთიდან ვეღარ დაბრუნდება, ამიტომ ენის უბრალოდ საბოლოოდ უნდა დაემშვიდობოს.

კრისი შედის საზარელ სახლში, სადაც ენი ზის. მას ყველაფერი აქვს დავიწყებული, მათ შორის, თვითმკვლელობაც. გამცილებელი კრისს უკანასკნელად აფრთხილებს, მაგრამ კრისი მაინც ირჩევს ენისთან ცხოვრებას. ენი, კრისისგან წარსულზე მოგონებების მოსმენის შემდეგ, იხსენებს ყველაფერს, მაგრამ ამ დროს კრისი ყველაფერს ივიწყებს. ენი ბრუნდება სამოთხეში და თან კრისიც მიჰყავს.

კრისი და ენი კვლავ ხვდებიან თავის შვილებს. კრისი ენის სთავაზობს რეინკარნაციას, რათა კვლავ ერთად გაიარონ ცხოვრება. ფილმის დასასრულს ისინი, ჯერ კიდევ ბავშვობისას, ერთმანეთს ხვდებიან.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]