ჟან II კეთილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჟან II (საფრანგეთი))
Jump to navigation Jump to search
ჟან II დე ვალუა
JeanIIdFrance.jpg
საფრანგეთის მეფე
კორონაცია: 26 სექტემბერი, 1350
მმართ. დასაწყისი: 22 აგვისტო, 1350
მმართ. დასასრული: 8 აპრილი, 1364
წინამორბედი: ფილიპ VI
მემკვიდრე: შარლ V
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 16 აპრილი, 1319
დაბ. ადგილი: ლე-მანი, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 8 აპრილი, 1364, (44 წლის)
გარდ. ადგილი: ლონდონი, ინგლისი
მეუღლე: ბონა ლუქსემბურგელი
(ქ. 1332 - გარდ. 1349)
ჟანა I ოვერნელი
(ქ. 1350 - გარდ. 1360)
შვილები: შარლ V, საფრანგეთის მეფე
ლუი I, ანჟუს ჰერცოგი
ჟანი, ბერის ჰერცოგი
ფილიპ II, ბურგუნდიის ჰერცოგი
ჟანა, ნავარის დედოფალი
მარი, ბარის ჰერცოგინია
იზაბელა, ვერტუს გრაფინია
დინასტია: ვალუები
მამა: ფილიპ VI, საფრანგეთის მეფე
დედა: ჟანა ბურგუნდიელი
რელიგია: კათოლიციზმი

ჟან II (ფრანგ. Jean II de Valois), მეტსახელად „კეთილი“ (ფრანგ. le Bon) (დ. 16 აპრილი, 1319, გე-დე-მოლუის ციხე-დარბაზი, მანსის მახლობლად— გ. 8 აპრილი, 1364, ლონდონი) — საფრანგეთის მეფე 1350–1364 წლებში, ვალუას დინასტიიდან.

მის დროს მიმდინარეობდა ასწლიანი ომი; კრესის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ საფრანგეთის სამხედრო და ფინანსური მდგომარეობა მეტად დამძიმდა. საომარ მოქმედებათა გასაგრძელებლად საჭირო თანხების მისაღებად ჟან II-მ 1355 გენერალური შტატები მოიწვია, რომელიც დათანხმდა მიეცა მისთვის სუბსიდია, თავისი კონტროლის ქვეშ. მაგრამ ჟან II-მ საჭირო თანხის მხოლოდ ნაწილი მიიღო. პუატიეს ბრძოლაში (1356) ჟან II ტყვედ ჩაუვარდა ინგლისელებს. 1359 ხელი მოაწერა ლონდონის ხელშეკრულებას, რომლითაც ნახევარ სამეფოს ინგლისელებს უთმობდა და გამოსასყიდ თანხას (4 მლნ. ოქროს ეკიუ) ჰპირდებოდა. 1360 საფრანგეთში დაბრუნდა, მაგრამ გამოსასყიდის მთლიანად გადაუხდელობისა და მისი მძევლის (ჟან II-ის ძე) ინგლისიდან გაქცევის გამო 1364 დაბრუნდა ლონდონში, სადაც მალე გარდაიცვალა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]