სამი სახლი (ფილმი)
იერსახე
| „სამი სახლი“ | |
|---|---|
|
ფილმის პოსტერი | |
| რეჟისორი | ზაზა ურუშაძე |
| სცენარის ავტორი | ზაზა ურუშაძე |
| როლებში |
ჟანრი ლოლაშვილი ზურაბ ყიფშიძე მურმან ჯინორია ნინელი ჭანკვეტაძე ნატო მურვანიძე ეკა ანდრონიკაშვილი დავით იაშვილი თორნიკე ბზიავა ნინო ბურდული ნინო ქორიძე |
| კომპოზიტორი | გიორგი ცინცაძე |
| ოპერატორი |
გიორგი შველიძე გიორგი ბერიძე |
| მხატვარი | თეა თელია |
| სტუდია |
დამოუკიდებელი კინოპროექტი ეროვნული კინოცენტრი |
| ხანგრძლივობა | 90 წთ. |
| ქვეყანა | საქართველო |
| ენა | ქართული |
სამი სახლი — 2008 წლის ქართული ფილმი, რომლის რეჟისორი და სცენარის ავტორია ზაზა ურუშაძე. ფილმი სამი ნოველისგან შედგება, მათ საერთო იდეა აერთიანებს:
პირველი ისტორია მე-20 საუკუნის დასაწყისში, ძველ საგვარეულო სახლში ვითარდება. ოჯახის უფროსი ცოლის გარდაცვალების შემდეგ ისე იქცევა, თითქოს ის და გარდაცვლილი კვლავ ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ.
მეორე ნოველაში მოქმედება მე-20 საუკუნის ბოლოს მიმდინარეობს, მოქმედება სოფელში ხდება. აქ ადამიანები ისევ ისე ცხოვრობენ, როგორც მათი მამა-პაპა ცხოვრობდა ოდითგან.
მესამე ნაწილი მსუბუქი და მხიარულია, მასში ჩანს 21-ე საუკუნის ჰუმანიზმი. ფილმი კომედიაა, მისი გმირი თანამედროვე ქალაქელი ბიჭია, რომელიც იძულებული ხდება საკუთარ პრინციპებს უღალატოს.