პორტალი:ახალი ამბები/საქართველო/აგვისტო 2009
იერსახე
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანიები - „РЕН ТВ“, „НТВ“, „ТВ-Центр“, „Россия“, „Култура“ დარღვევის განმეორებისთვის, მეორედ - 500 ათასი ლარით დააჯარიმა. (Civil.Ge)
- საქართველოს თავდაცვის მინისტრად ბაჩო ახალაია დაინიშნა. (Civil.Ge)
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რუსული ტელეკომპანიები - „РЕН ТВ“, „НТВ“, „ТВ-Центр“, „Россия“, „Култура“ - 50 ათასი ლარით დააჯარიმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უნებართვო მაუწყებლობის გამო. (Civil.Ge)
- პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ესპანეთში საქართველოს ყოფილი ელჩი ზურაბ პოლოლიკაშვილი დანიშნა. (1არხი)
- რუსეთმა სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამხრედროთა რაოდენობა 1700 ჯარისკაცამდე შეამცირა. (Civil.Ge)
- ტელეკომპანია „202“-ის დამფუძნებელი შალვა რამიშვილი, 4 წლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ, პატიმრობიდან თავისუფალია. (Civil.Ge)
- პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ეკონომიკის მინისტრი ლაშა ჟვანია თანამდებობიდან გაათავისუფლა. (Civil.Ge)
- კომპანია „ელიტ ელექტრონიქსმა“ საქართველოს მასშტაბით მოქმედი 32 მაღაზია დახურა სახელმწიფოსთან ფინანსური უთანხმოების გამო. (Civil.Ge)
- სეპარატისტული აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სტანისლავ ლაკობა თანამდებობიდან გადადგა. (Civil.Ge)
- საქართველომ დსთ ოფიციალურად დატოვა. (Civil.Ge)
- საქართველოში საფოსტო გზავნილების დაბეგვრის წესი შეიცვალა: ნაცვლად 1500 ლარს ზევით ღირებულების საქონლის დაბეგვრისა, ახლა 300 ლარს ზევით ღირებულების საქონელი დაექვემდებარება განბაჟებას, რომელიც საფოსტო გზავნილით შემოვა ქვეყანაში. (1 არხი)
- საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორი, სამეურვეო საბჭოს 5 წევრის ხმით გიორგი ჭანტურია გახდა. (Civil.Ge)
- სეპარატისტული აფხაზეთის პარლამენტმა გააუქმა თავისი გადაწყვეტილება მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმადაც გალის რაიონში მცხოვრები ათასობით ეთნიკური ქართველი აფხაზეთის მოქალაქეობის მიღებას შეძლებდა. (Civil.Ge)
- ინტერნეტშეტევა განხორციელდა ერთ-ერთ ქართველ ბლოგერზე მეტსახელად „Cyxymu“, რამაც მწყობრიდან გამოიყვანა თავად მიკრო-ბლოგინგის საიტი „Twitter“-ი. (Civil.Ge)
- საქართველოში აგვისტოს ომის წლისთავი აღნიშნეს: გაიმართა რამდენიმე ღონისძიება, მათ შორის 15:00 საათზე წუთიერი დუმილის აქცია დაღუპულთა პატივსაცემად. (Civil.Ge)
- პრეზიდენტი სააკაშვილი არასაპარლამენტო ოპოზიციის რამდენიმე ლიდერს შეხვდა, ოპოზიციის დაყენებულ საკითხებს შორის იყო პოლიტიკური დევნის შეწყცეტა მისი წევრების მიმართ. (Civil.Ge)
- საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ასახულია რუსეთ-საქართველოს ომის მისეული ვერსია, სადაც დეტალურადაა აღწერილი 90-იანი წლების დასაწყისის მოვლენები და უშუალოდ ომის მსვლელობა. (Civil.Ge)
- პარლამენტმა მიიღო დადგენილება ავღანეთის სამშვიდობო მისიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობის შესახებ. (Civil.Ge)
- სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის პარლამენტმა ედუარდ კოკოითის წარდგინებით დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარედ ვადიმ ბროვცევი დაამტკიცა. (Civil.Ge)
- ქუთაისის არქეოლოგიურმა ექსპედიაციამ ბაგრატის ტაძარში დაახ. VII საუკუნის პერიოდის, სავარაუდოდ სამეფო ოჯახის წევრი ქალის სამარხი აღმოაჩინა, რაც ბოლო წლებში ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური აღმოჩენაა. (1 არხი)
- რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განაცხადებით, რუსეთის ჯარები სამხრეთ ოსეთში გაძლიერებულ საბრძოლო მზადყოფნაზე გადავიდნენ, რადგან ქართული მხარე „არ წყვეტს პროვოკაციებს“. (Civil.Ge)
- სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა „ჯანმრთელობის“ გამო სეპარატისტული მთავრობის თავმჯდომარე ასლანბეკ ბულაცევი თანამდებობიდან გაათავისუფლა. (Civil.Ge)
- ოფიციალური თბილისის განცხადებით „ოკუპანტები“ საზღვრის გადმოწევას ცდილობენ, მონიშნეს რა ბოძებით გორის რაიონის სოფელ ქვეშის ტერიტორია. (Civil.Ge)