ბეგარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბეგარაყმების (ქვეშევრდომთა) ვალდებულება უსასყიდლოდ (ან თავისი ხარჯით) ემუშავათ ბატონის (ან სახელმწიფოს) სასარგებლოდ (საბატონო, საგზაო) ან გადაეხადათ ფულადი ან ნატურალური გამოსაღები.[1]

X საუკუნის ბოლოსათვის საქართველოს საზოგადოებრივმა წყობილებამ მიიღო სავსებით ჩამოყალიბებული, განვითარებული ფეოდალიზმის სახე. გაბატონებული კლასი დიდებულებისა და აზნაურებისგან შედგებოდა. იმ დროის ქართული გლეხობის ძირითად მასას ფეოდალის მიწაზე მიმაგრებული ყმა გლეხები შეადგენდნენ. ისინი თავიანთი ბატონების სასარგებლოდ მძიმე ფეოდალურ ვალდებულებებს მათ შორის ბეგარას იხდიდნენ.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გეგეჭკორი ირინე, მოლაშვილი ნუგზარ, ისტორიულ ტერმინთა სასკოლო ლექსიკონი 6–11 [კლასები] / რედ. ნუგზარ ბარდაველიძე, ზაზა კვინტრაძე, თბ.: „ცის ნამის“ გამ-ბა და სტ., 2008.
  2. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. III, თბ., 1979. — გვ. 2.