კომუნიკაციების კომისია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კომუნიკაციების კომისია
უწყების შესახებ
შეიქმნა 1 ივლისი, 2000
უწყების ხელმძღვანელი კახა ბექაური, თავმჯდომარე
საიტი
comcom.ge

კომუნიკაციების კომისია — მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო, რომელმაც საქმიანობა 2000 წლის 1 ივლისს დაიწყო. კომისია კოლეგიალური ადმინისტრაციული ორგანოა, რომელიც ტელე და რადიო მაუწყებლობას, ფიქსირებულ და მობილურ სატელეფონო და ინტერნეტ მომსახურებას არეგულირებს.

კომისიის დამოუკიდებლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომისია დამოუკიდებელი ორგანოა და არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო ორგანოს, თუმცა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისა და რეფორმების პროცესში კომისია აქტიურად თანამშრომლობს მთავრობასთან. ასევე ხშირად ხდება საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორი. კომისია ყოველწლიურ ანგარიშს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მთავრობას წარუდგენს.

კომისიის ბიუჯეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომუნიკაციების კომისია არ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტით. კომისიის შემოსავლის წყაროს წარმოადგენს ავტორიზებული პირებისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სექტორებში გადახდილი რეგულირების საფასური. მაუწყებლებისთვის განსაზღვრული რეგულირების საფასურია შემოსავლის 0.5%, ხოლო ელექტრონული კომუნიკაციების სექტორის უფლებამოსილი პირებისათვის - მათი შემოსავლის 0.75%.

დანიშვნის წესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომისია შედგება ხუთი წევრისგან. საქართველოს პრეზიდენტის მიერ შერჩეულ კანდიდატთაგან (საქართველოს მთავრობის დამტკიცებით) კომისიის წევრებს ირჩევს საქართველოს პარლამენტი 6 წლის ვადით. კომისია სრული შემადგენლობის უმრავლესობით, სამი წლით ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს.

2017 წლის 19 მაისიდან კომისიის თავმჯდომარეა კახა ბექაური, ხოლო კომისიის წევრები არიან: ვახტანგ აბაშიძე, ელისო ასანიძე და მერაბ ქათამაძე.

კომუნიკაციების კომისიაში დამოუკიდებლად მოქმედი საზოგადოებრივი დამცველის სამსახური მუშაობს, რომელსაც გვანცა ჩხეიძე ხელმძღვანელობს. 

კომისიის მიზნები და ფუნქციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომისიის ძირითადი ამოცანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საკომუნიკაციო სექტორში თანაბარი და კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბება
  • სახელმწიფო და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში
  • მომხმარებელთა მომსახურების მრავალფეროვნებისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
  • მომხმარებელთა ინტერესების დაცვა
  • რადიოსიხშირული სპექტრის ეფექტურის მართვა

კომისიის ძირითადი საქმიანობა [რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ლიცენზირება/ავტორიზაცია
  • კომისიის რეგულირების სფეროში მომუშავე კომპანიების, მათსა და მომხმარებელთა შორის უფლებამოსილ პირებს შორის დავის გადაწყვეტა
  • ნუმერაციის რესურსითა და რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენების ნებართვების გაცემა
  • ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის სხვადასხვა სეგმენტების შესწავლა და ანალიზი, უფლებამოსილი პირების იდენტიფიცირება მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლებით, მათთვის კონკრეტული ვალდებულებების დაკისრება
  • სატელეკომუნიკაციო ქსელებისა და ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის რეგულირება
  • სტანდარტიზაციის, სერტიფიცირების მომსახურების სისტემის დანერგვის ხელშეწყობა
  • საკომუნიკაციო სექტორში შესაბამისი კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი და შესაბამისი რეაგირება

თანამშრომლობა [რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს განვითარების, მართვის და რეგულირების ერთ-ერთ უმთავრეს კომპონენტს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო სისტემებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობა წარმოადგენს. ამჟამად მიმდინარეობს ინტესიური სამუშაო პროცესი „ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის“ - ნაკისრი ვალდებულებების იმპლემენტაციისთვის. გასული წლების განმავლობაში კომისია აქტიურად იყო ჩაბმული მსოფლიო ბანკის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, გაეროს განვითარების პროგრამის და ევროპის საბჭოს მიერ სხვადასხვა დროს ორგანიზებულ საკონსულტაციო თუ დარგის განვითარების ხელშემწყობ პროექტებში.  

2001 წლიდან კომისია ევროპული სატელეკომუნიკაციო სტანდარტების ინსტიტუტის ასოცირებული წევრია. 2007 წლიდან ინსტიტუტის საპროცედურო წესებში შეტანილი  ცვლილებების თანახმად, საქართველო ETSI-ის სრულუფლებიანი წევრი გახდა.  2005 წლის თებერვალში საქართველო ინტერნეტ-კორპორაცია მინიჭებული სახელებისა და ნომრებისათვის მე-100 სამთავრობო წევრი გახდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქვეყნის ინტერესებს ზემოაღნიშნულ კომიტეტში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია წარმოადგენს.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანებასთან ((ITU)) და ევროპის სატელეკომუნიკაციო სტანდარტების ინსტიტუტთან.

2007 წლიდან საქართველო გახდა საფოსტო და სატელეკომუნიკაციო ადმინისტრაციების ევროპული კონფერენციის სრულუფლებიანი წევრი. ადმინისტრაციას წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ხოლო კომისია, როგორც მარეგულირებელი ორგანო, მჭიდროდ თანამშრომლობს CEPT-თან. კომუნიკაციების ეროვნული კომისია მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) და ევროპული აუდიოვიზუალური ობსერვატორიის წევრია.

ყოფილი თავმჯდომარეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვახტანგ აბაშიძე 2014-2017
აკაკი სიხარულიძე 2014
კარლო კვიტაიშვილი 2013
ირაკლი ჩიქოვანი 2009-2013
გიორგი არველაძე 2007-2009
ზურაბ ნონიკაშვილი 2007
დიმიტრი ქიტოშვილი 2004-2007
ვახტანგ აბაშიძე 2000-2004

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]