საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი
Georgian Public Broadcasting.png
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი
აბრევიატურა

სსმ

დაარსების თარიღი

1956

ტიპი

ტელე-რადიომაუწყებელი

იურიდიული სტატუსი

სსიპ

მიზანი/მიმართულება

დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება.

ადგილმდებარეობა

საქართველო, თბილისი

ემსახურება რეგიონს

საქართველოს დროშა საქართველო, ევროპა (ნაწილობრივ), აზია (ნაწილობრივ)

ოფიციალური ენები

ქართული

გენერალური დირექტორი

ვასილ მაღლაფერიძე

მთავარი ორგანო

სამეურვეო საბჭო

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, სსმ — ეროვნული ტელე-რადიომაუწყებლობის კომპანია საქართველოში, შექმნილი სახელმწიფო ტელე-რადიო კორპორაციის რეორგანიზაციის ბაზაზე, „მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე (23 დეკემბერი, 2004). კომპანიამ რადიომაუწყებლობა 1925 წელს დაიწყო, ტელევიზიისა კი — 1956 წელს. ამჟამად, მაუწყებელი აერთიანებს ორ ტელეარხს: პირველი არხსა (1956) და მეორე არხს (1991), ასევე რადიოარხებს — საქართველოს რადიო-პირველი არხი — FM 102.4 (1925) და რადიო ორი–ქართული რადიო — FM 100.9 (1995). დღეისათვის, საქართველოს მოსახლეობის 85 % იღებს პირველა არხის მაუწყებლობას, ხოლო 55 % — მეორე არხის მაუწყებლობას. საქართველოს მაუწყებლის ტელეპროგრამების მიღება ასევე შესაძლებელია სატელიტიური ანტენით და ინტერნეტის მეშვეობით ევროპისა და აზიის რამდენიმე ქვეყანაში.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ცენტრალური კორპუსი
ზვიად ავალიანის ფოტო

2004 წელს მაუწყებლობის კანონის მიღებით დაიწყო საქართველოს ტელევიზიის სახელმწიფო დაქვემდებარებიდან საზოგადოებისაში გადაყვანის პროცესი. 2005 წელს საქართველოს პარლამენტმა აირჩია მაუწყებლის სამეურვეო საბჭო, რომელიც ცხრა წევრისგან შედგება. ერთ-ერთი მათგანი, თამარ კინწურაშვილი, „თავისუფლების ინსტიტუტიდან“, მოგვიანებით სსმ-ის პირველ გენერალურ დირექტორად აირჩიეს. 2008 წლის 4 აპრილიდან[1], 2009 წლის 20 ივლისამდე[2] თანამდებობა ლევან ყუბანეიშვილს ეკავა. 2009 წლის 10 აგვისტოდან 2012 წლის 13 დეკემბრამდე სსმ-ის გენერალური დირექტორი იყო გიორგი ჭანტურია.[3][4]. იგი მისმა მოადგილე გიორგი ბარათაშვილმა შეცვალა, რომელიც უნდობლობის საფუძველზე სამეურვეო საბჭომ ორჯერ გადააყენა თანამდებობიდან, თუმცა სასამართლომ ორჯერვე აღადგინა პოსტზე.

რეკვიზიტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მისამართი: საქართველო, თბილისი, 0171. მ. კოსტავას ქ. 68
  • ტელეფონი: (+995 32) 409 477;
  • ფაქსი: (+995 32) 409 377;
  • ელ-ფოსტა: pr@gpb.ge; info@gpb.ge

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი დირექტორი ჰყავს“, ახალი ამბები, სივილ ჯორჯია, 4 აპრილი 2009. წაკითხვის თარიღი: 13 აგვისტო 2009. 
  2. საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი გადადგა“, ახალი ამბები, სივილ ჯორჯია, 20 ივლისი 2009. წაკითხვის თარიღი: 13 აგვისტო 2009. 
  3. საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი დირექტორი გიორგი ჭანტურია გახდა“, ახალი ამბები, სივილ ჯორჯია, 10 აგვისტო 2009. წაკითხვის თარიღი: 13 აგვისტო 2009. 
  4. გია ჭანტურია თანმდებობიდან გადადგა

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]