ორკი (შუახმელეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ორკი
გობლინები, ირხ, რახას, გორგუნ
დედაქალაქი გუნდაბადის მთა, გობლინების-ქალაქი, ბარად-დური, ორთანკი
მშობლიური სამყარო შუახმელეთი
მოქმედება ნისლიანი მთები, მორდორი, იზენგარდი
ენა ორკული, შავი ენა

ორკები ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში — არსებების რასა, რომელსაც იყენებდნენ საბრძოლო მიზნებში. ისინი ჩნდებიან „სილმარილიონში“, „ჰობიტში“ და „ბეჭდების მბრძანებელში“. ორკების მბრძანებლები არიან მორგოთი, საურონი და სარუმანი.

მიუხედავად იმისა, რომ ორკები არ არიან მოკლებული ინტელექტუალურ რესურსებს და დროდადრო თავს ავლენენ, როგორც ამა თუ იმ საქმიანობაში დაოსტატებულები, ავტორი მათ ძირითადად აღწერს, როგორც საბრალო არსებებს, რომლებსაც ეზიზღებათ ყველა (საკუთარ თავთან ერთად) და ბატონებიც, რომლებსაც ემსახურებიან მხოლოდ შიშის გამო. ისინი არ ქმნიან რამე სახის ლამაზ ნაკეთობას, პირიქით – მონაწილეობენ ისეთი ეშმაკური ნივთების შექმნაში, რომლებიც მხოლოდ უბედურებას თესავენ.

ადრეულ, გამოუქვეყნებელ ხელნაწერებში, ტოლკინი ორკებს გობლინებისგან განასხვავებს. თუმცა, იმ დროისთვის, როდესაც დაიწყო მისი ნაწარმოებების გამოცემა, ეს ორი ტერმინი ერთმანეთის სინონიმად იქცა. „ჰობიტში“ ორკები ცნობილები არიან, როგორც გობლინები, ხოლო „ბეჭდების მბრძანებელში“ – ორკების სახელით. მათ შორის ზომებში განსხვავება არ არსებობს – მოზრდილი ორკები, ისევე, როგორც ურუკ-ჰაები, ისეთები არიან, როგორც გობლინები – დიდები თუ პატარები.

ტოლკინის „შობის პაპის წერილებში“ აგრეთვე ჩნდებიან გობლინები. თავისი ხასიათით და თვისებებით ისინი შუახმელეთის ორკების მსგავსები არიან და ემტერებიან ელფებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]