მეორეხარისხოვანი ადგილები შუახმელეთში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აქ წარმოდგენილია ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის მიერ გამოგონილი შუახმელეთის მეორეხარისხოვანი ადგილები.

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამონ ჰენი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამონ ჰენი (სინდ. amon გორა და hen თვალი) — ერთ-ერთი ნენ ჰითოელის სამი მწვერვალიდან. მის აღმოსავლეთ მხარეს გორის ძირში მდებარეობდა პართ გალენის მდელო და ანდუინის დასავლეთი ნაწილი, რომელიც მიედინებოდა ტოლ ბრანდირზე. პართ გალენის თავზე გორა მიემართებოდა მწვერვალისკენ. გორის სამხრეთით მდებარეობდა ჩრდილოეთი კიბე. გორის დასავლეთი მხარე იყო უფრო დაქანებული, ვიდრე აღმოსავლეთის.

აელუინი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აელუინი, ან ტარნ აელუინი — ლურჯი ფერის მთის ტბა, მდებარე დორთონიონში, ლადროსიდან სამხრეთ-დასავლეთით. ამბობენ, რომ მას მელიანი იცავდა. აქ იმალებოდა ბარაჰირისხალხი, დაგორ ბრაგოლახის შემდეგ, სანამ მათ გორლიმმა არ უღალატა.

აკრძალული გუბურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აკრძალული გუბურა — გუბურა ითილიენში. მესამე ეპოქის 3019 წლის 8 მარტს, როდესაც ფროდო და სემი გამოქვაბულში ფარამირთან ერთად იმყოფებოდნენ, გოლუმი, რომელიც მათ ეძებდა, ამ გუბურაში შეძვრა.

გუბურის წყალი კორმალენის მინდვრისკენ მიედინებოდა.

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაკლბერის ბორანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაკლბერის ბორანი — ბორანი, რომელიც მდინარე ბრენდივაინზე მდებარეობდა. იგი მაზრიდან ბაკლენდამდე, ბრენდივაინის ხიდიდან 20 მილის დაშორებით მდებარეობდა. თავად ბორანის ნავი იყო დიდი და ბრტყელი.

ბორანი ჩნდება „ბეჭდის საძმოს“ თავში „გახსნილი შეთქმულება“, სადაც მასზე ნაზგულისგან გაქცეული ჰობიტები ხტებიან.

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრძელი ტბა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერებორის და ქალაქ ველის სამხრეთით მდებარე ტბა, რომელზეც ტბისპირა ქალაქი, ესგაროთი იდგა.

გუნდაბადი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გუნდაბადის მთა იყო ნისლიანი მთების ჩრდილოეთით მოსაზღვრე მთა. ჯუჯებს შორის იგი მეტად დაფასებული იყო, მაგრამ აქ მეტწილად ორკები ცხოვრობდნენ.

ანდუინის ველის ჩრდილოეთი ნაწილიდან გუნდაბადის მთა გამოიყურებოდა, როგორც ნისლიანი მთების ჩრდილოეთით მდებარე უკიდურესი წერტილი და რუხი მთების უკიდურესი დასავლეთი წერტილი - თუმცა, სინამდვილეში, ორივე ზღვარისგან მოშორებით მდებარეობდა. ნისლიანი მთები გუნდაბადის მთის მიღმა გრძელდებოდა, ჩრდილო-დასავლეთით (ეს ადგილები ცნობილი იყო, როგორც ანგმარის მთები). ყველა რუკაზე მთა ნაჩვენები იყო, როგორც სამი გაერთიანებული წვერი. ჩრდილოეთით ფოროდვაითთან მოსაზღვრე ამ ზონაში ცივი ჰავა ჭარბობდა.

ჯუჯების გადმოცემით, უკვდავმა დურინმა, უხუცესმა ჯუჯების მამებიდან, გაიღვიძა გუნდაბადის მთაში, ელფთა გამოღვიძების შემდეგ. ამ დროიდან მოყოლებული, მთა ჯუჯების სახელთან იყო დაკავშირებული. თუმცა, ვინაიდან დურინი ეული იყო, მან მთა დატოვა და სამხრეთით გაემართა, სადაც კჰაზად-დუმი აღმოაჩინა. ადრეულ ეპოქებში გუნდაბადის მთა წარმოადგენდა ჯუჯების შეკრების ადგილს, მაგრამ ისინი მთაში არასოდეს დასახლებულან - ყოველ შემთხვევაში, ცნობები ამის შესახებ არ არსებობს.

მეორე ეპოქის 1695 წელს საურონმა ერიადორი დალაშქრა. 1697 წელს მან ერეგიონი დაიპყრო და ელრონდი თითქმის ჩამოაგდო. უამრავმა თავი შეაფარა ჩრდილოეთს, მაგრამ საურონს კჰაზად-დუმიდან წამოსულმა ძალებმა დაარტყეს. მან ჯუჯები მოიგერია, მაგრამ დურინის კარი ვერ აიღო. იმედგაცრუებულმა, ორკებს უბრძანა, ჯუჯებზე ენადირათ ყველგან, სადაც აღმოაჩენდნენ. ამის შემდეგ მოხდა გუნდაბადის პირველი აღება - იქ ორკები დასახლდნენ

მესამე ეპოქის დაახლოებით 1300 წელს გაძლიერდა ანგმარის სამეფო. მისი მიწები მდებარეობდა ნისლიანი მთების ორივე მხარეს. ამგვარად, გუნდაბადის მთა მის ნაწილად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ანგმარი 1975 წელს განადგურდა, ხოლო მისი ხალხის ნაწილი, რომელიც აღმოსავლეთით ცხოვრობდა, გაძევებული იქნა, გუნდაბადში კვლავ ორკები ცხოვრობდნენ.

მესამე ეპოქის 2790 წელს, მეფე თრორის აღსასრულის შემდეგ, ჯუჯები შურისძიებას გეგმავდნენ. ჯუჯების და ორკების ომი დაიწყო 2793 წელს და გუნდაბადი მეორედ იქნა აღებული. მიუხედავად იმისა, რომ, სავარაუდოდ, ჯუჯებმა მთები ორკებისგან გაწმინდეს, მტერი დაბრუნდა და გუნდაბადი მისი ჩრდილოეთში გამაგრების წერტილად იქცა.

მესამე ეპოქის 2941 წელს თორინ მუხისფარი, განდალფი, რამდენიმე ჯუჯა და ბილბო ბეგინსი ნისლიან მთებში აღმოჩნდნენ. იქ მოკლული იქნა დიდი გობლინი. შურისძიების სურვილით, განრისხებულმა ორკებმა, ბოლგის მეთაურობით, გუნდაბადი დატოვეს და მარტოსული მთისკენ გამოემართნენ, შეიტყვეს რა სმაუგის აღსასრულის შესახებ. თუმცა, ისინი დამარცხდნენ ხუთი ლაშქრის ბრძოლაში. მესამე ეპოქის ბოლოს ისინი კვლავ ცხოვრობდნენ გუნდაბადის მთაში, მცირე რაოდენობით.

ამბობენ, რომ სახელწოდება Gundabad მომდინარეობს კჰუზდულიდან. თუმცა, მისი მნიშვნელობა უცნობია. შეიმჩნევა კჰუზდულური ელემენტი gundu, რაც ნიშნავს მიწისქვეშა დარბაზს. ამავე დროს, უცნობია, არის თუ არა ეს სიტყვა Gundabad-ის ნაწილი.

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერედ გორგოროთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერედ გორგოროთი (ინგ: Ered Gorgoroth) — მთაგრეხილი ჯ. რ. რ. ტოლკინის გამოგონილი სამყაროდან, შუახმელეთიდან. იგი განლაგებული იყო ბელერიანდის ჩრდილოეთით.

ერედ გორგოროთი დორთონიონის სამხრეთ წერტილში მდებარეობდა და ჰყოფა დორთონიონსა და არდ-გალენის მიდამოებს ბელერიანდისგან.

ამ ადგილზე გარკვეული დროის განმავლობაში ცხოვრობდა უნგოლიანტი. აქ იგი თავს უყრიდა მრავალ ობობას, რომლებიც ქსელებს ხლართავდნენ და აბნელებდნენ ამ მიდამოებს. ყველა მდინარე მოწამლული იყო მათ მიერ.

გორგოროთს უღელტეხილი არ გააჩნდა. პირველ ეპოქაში ბერენმა, ბარაჰირის ვაჟმა, გადალახა ეს მთები, მაგრამ არასოდეს უსაუბრია ამ საშიშ მოგზაურობაზე.

ისევე, როგორც ბელერიანდის სხვა ნაწილები, გორგოროთი დატბორილი იქნა მრისხანე ომის დროს, მიუხედავად იმისა, რომ დორთონიონის ყველაზე მაღალი მწვერვალები გადარჩნენ და ეწოდებოდათ ტოლ ფუინის კუნძულის სახელი.

ერედ ენგრინი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერედ ენგრინი (ინგ: Ered Engrin) — მთების ზეგანი ჯ. რ. რ. ტოლკინის გამოგონილი სამყაროდან, შუახმელეთიდან. ერედ ენგრინი, იგივე „რკინის მთების“ რიგი განლაგებული იყო ჩრდილოეთით.

ძველი დროიდან ეს მთები უერთდებოდა ერედ ლინდოსა და ოროკარნის და აერთიანებდა მათ, მაგრამ ვალარებისა და მელკორის ბრძოლების შემდეგ ეს კავშირი დანგრეული იქნა.

ამ მთებში აშენებული იქნა ანგბანდი და უტუმნო. მისი ჩრდილოეთით მდებარეობდა ფოროდვაითი, მუდმივი ყინვის სამეფო.

მესამე ეპოქაში ანგმარის მთები უერთდებოდნენ ერიადორს, ისევე როგორც ერედ მითრინი და რკინის მთები.

ერედ ვეთრინი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერედ ვეთრინი (ინგლ. Ered Wethrin) — იგივე „აჩრდილის მთების“ სახელით ცნობილი მთაგრეხილი ჯ. რ. რ. ტოლკინის გამოგონილი სამყაროდან, შუახმელეთიდან.

სამხრეთით ეს სამხრეთ-დასავლური ჯაჭვი ყოფდა დორ-ლომინისა და მითრიმის ჩრდილო მიდამოებს ბელერიანდიდან სამხრეთამდე. დასავლეთით იგი უხვევდა ჩრდილო-დასავლეთისაკენ და ქმნიდან ჰითლუმის საზღვარს. სამხრეთ-დასავლეთით არსებული ხაზი ქმნიდა ნევრასტის სამხრეთ საზღვარს, ხოლო „მითრიმის მთები“ ყოფდნენ დორ-ლომინსა და მითრიმს.

ერედ ვეთრინში ასევე მიედინებოდა რამდენიმე მდინარე, მათ შორის - ნაროგი, ტეიგლინი და სირიონი. ერედ ვეთრინის სამხრეთით მდებარე დიდი ტერიტორია უფრო ახლოს იყო ექორიათის საზღვრებთან და ქმნიდა მდელოს, რომელშიც მიედინებოდა სირიონი.

ერედ ვეთრინი შუახმელეთის პირველ ეპოქაში შთანთქეს ტალღებმა, როდესაც ვალარებმა შეცვალეს შუახმელეთის ფორმა.

ერედ ლითუი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერედ ლითუი (ინგ: Ered Lithui) — მთაგრეხილი ჯ. რ. რ. ტოლკინის გამოგონილი სამყაროდან, შუახმელეთიდან. „ფერფლის მთებად“ წოდებული ეს ადგილი წარმოადგენდა მორდორის ჩრდილო საზღვარს. სახელწოდებიდან გამომდინარე, ეს იყო სიკვდილის მთის ვულკანური ამონაფრქვევის ფერფლის ადგილი.

ერედ ლომინი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერედ ლომინი (ინგლ. Ered Lómin) — რიგი მთებისა ჯ. რ. რ. ტოლკინის გამოგონილი სამყაროდან, შუახმელეთიდან. მთების ეს ნაწილი ჰითლუმის დასავლეთ ნაწილს შეადგენდა. ამ მთებში ასევე დამალული იყო კირით ნინიაჰი, რომელსაც იცავდა ნოლდორების კარიბჭე.

ერედ ლუინი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერედ ლუინი (ინგლ. Ered Luin) — მცირე მთაგრეხილი ჯ. რ. რ. ტოლკინის გამოგონილი სამყაროდან, შუახმელეთიდან. „ლურჯ მთებად“ წოდებული ეს ადგილი მდებარეობდა ერიადორის შორეული დასავლეთით.

პირველი ეპოქის დროს ერედ ლუინი ჰყოფდა ერიადორსა და ბელერიანდს. დასავლეთით იყო შვიდი მდინარე, ხოლო ადგილი, რომელზეც მიედინებოდნენ ისინი, იყო ცნობილი ოსირიანდისა და ლინდონის სახელით. ამიტომაც ამ მთებს ხოლმე ერედ ლინდონს უწოდებენ. ამ ადგილებში მდებარეობდა ჯუჯების ქალაქები ბელეგოსტი და ნოგროდი.

ვალარების მორგოტთან ომის დროს მთების ეს რიგი გარღვეული იქნა ზღვის მიერ. იქ, სადაც შეიქმნა სიცარიელე, აშენდა რუხი სანაოსნო, რომელიც ცნობილი იყო იმით, რომ სწორედ აქედან მიდიოდნენ შორეულ მიწებში მოგზაურები - თუმცა, სამუდამოდ.

ერედ მითრინი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერედ მითრინი (ინგლ. Ered Mithrin) — მთაგრეხილი ჯ. რ. რ. ტოლკინის გამოგონილი სამყაროდან, შუახმელეთიდან. რუხ მთებად წოდებული ეს ნაწილი მდებარეობდა როვანიონის ჩრდილოეთით.

ეს იყო ერედ ენგრინის ნარჩენები, რომლებიც მანამდე მოიცავდნენ შუახმელეთის ჩრდილოეთ ნაწილს. ეს მთები დაინგრა შუახმელეთის პირველი ეპოქის დროს.

რუხი მთების ჩრდილოეთით ფოროდვაითი მდებარეობდა. ეს მიწა ასევე ცნობილი იყო დორ დაიდელოსის სახელით (პირველ ეპოქაში), მაგრამ არდას არსებობის პირველ პერიოდში მისი დიდი ნაწილი განადგურებული იქნა.

მეორე და მესამე ეპოქის რუკებზე ისე ჩანდა, თითქოს ერედ მითრინი ჰითაეგლირის ჩრდილოეთით მდებარეობდა, მაგრამ სინამდვილეში ეს მთები უფრო ძველი იყო.

მთლიანი სამყაროს რუკები პირველი ეპოქის შემდეგ შემორჩენილი არ იყო, ასე რომ უცნობია, არსებობდა თუ არა მთების ეს კომპლექსი მესამე ეპოქაში.

ერედ ნიმრაისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერედ ნიმრაისი (ინგლ. Ered Nimrais) — იგივე „თეთრი მთების“ სახელით ცნობილი მთაგრეხილი ჯ. რ. რ. ტოლკინის გამოგონილი სამყაროდან, შუახმელეთიდან. მთებმა ეს სახელწოდება მიიღეს მათი მწვერვალების პატივსაცემად.

მთების ეს ჯაჭვი განლაგებულია აღმოსავლეთ-დასავლეთით, მაგრამ მას ასევე აქვს ჩრდილო მხარეც, რომელიც ჰითაეგლირისგან გამოიყოფა როჰანის კლდეკარით. გონდორისა და როჰანის სამხრეთითაც კი თეთრ მთებზე თოვლი ზაფხულშიც დევს. თეთრი მთები ქმნიან გონდორის ჩრდილო საზღვარს და როჰანის სამხრეთ საზღვარს, თუ არ ჩავთვლით მათ აღმოსავლეთ მხარეებს, სადაც გონდორის მხარე ანორიენს ემიჯნება.

თეთრი მთების მნიშვნელოვანი მწვერვალებია „რკინის ხერხი“ და „გაშეშებული რქა“. ამ ორს შორის განლაგებულია დვიმორბერგი, მკვდართა ბილიკის შესასვლელი. აღმოსავლეთ ბოლოს განლაგებულია მინის ტირითი, რომელიც მინდოლუინის მთას ებჯინება. გონდორის შუქურები განლაგებულია მთების შვიდ მწვერვალზე. ესენია: ამონ დინი, ეილენახი, ნარდოლი, ერელასი, მინ-რიმონი, კალენჰადი და ჰალიფირიენი.

თეთრ მთებში რამდენიმე მდინარეს ვხვდებით, მათ შორის არიან: ადორნი (რომელიც მიედინება იზენში), სნოუბორნი და მერინგის ნაკადი (რომელიც ენტების ღრეში მიედინება). სამხრეთ მხარეს არის: ერუი (ჩაედინება ანდუინში), რინგლო და კირილი, რომლებიც მორთონდთან ერთად ჩაედინებიან ბელფალასის ყუ­რეში, რომელიც განლაგებულია ედჰელონდში, დოლ ამროთთან. აგრეთვე აქ არის ანფალასი და ლებენინის ხუთი მდინარე.

შუახმელეთის მეორე ეპოქის დროს, თეთრი მთები დასახლებული იყო დუნლენდინგების, საურონის მსახურების ხალხით. მათ ისილდურს დახმარება აღუთქვეს, მაგრამ უღალატეს და დაწყევლილები იყვნენ. მოგვიანებით ისინი დუნჰარელი მკვდრების სახელით იყვნენ ცნობილი. სწორედ მათთან მივიდნენ არაგორნი, გიმლი და ლეგოლასი, რათა ომში მათი დახმარება ეთხოვათ. დუნდენლინგებამდე, თეთრ მთებში ცხოვრობდნენ დრუადანელი პუკელელები.

ეფელ დუათი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეფელ დუათი (ინგ: Ephel Dúath) — მთაგრეხილი ჯ. რ. რ. ტოლკინის გამოგონილი სამყაროდან, შუახმელეთიდან. ეს მთები იცავენ მორდორის დასავლეთსა და სამხრეთს. სინდარულ ენაზე მათი სახელწოდება ნიშნავს „ბნელი აჩრდილის გარე ღობეს“. ეფელ დუათი მორანონს (შავ კარიბჭეს) უერთდება ერედ ლითუისთან. ამრიგად, მორდორი დაცულია შემოტევისაგან სამი მხრიდან. მინას მორგულის ქალაქი იცავს მის ყველაზე დიდ შესასვლეს, რომელსაც ხშირად უსახელო „უღელტეხილს“ უწოდებენ. აქ განლაგებულია დაწყევლილი მდინარე მორგულდუინი.

ნაწილობრივ დამალული კიბე განლაგებულია მორგულდუინის ჩრდილოეთით, კირით უნგოლის უღელტეხილამდე. აქედან შესაძლებელია მოხვედრა ეფელ დუათში, შემდეგ - კირით უნგოლში. ეფელ დუათში ასევე განლაგებულია დურთანგის ციხესიმაგრე.

ექორიათი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ექორიათი (ინგ: Echoriath) — მთაგრეხილი ჯ. რ. რ. ტოლკინის გამოგონილი სამყაროდან, შუახმელეთიდან. ისინი წარმოადგენენ ბელერიანდის ჩრდილოეთით მდებარე მთების ციკლს. ექორიათი ბუნებრივად შექმნილი მთების მრგვალი კომპლექსი იყო, რომელიც ესაზღვრებოდა ტუმლადენის მდელოს. ექორიათში მოხვედრა შესაძლებელი იყო მხოლოდ ღრმა დამალული ხეობიდან, რომელსაც შვიდი კარიბჭე იცავდა.

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრისაეგრიმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრისაეგრიმი (ინგ: Crissaegrim) არის მთაგრეხილი ჯ. რ. რ. ტოლკინის გამოგონილი სამყაროდან, შუახმელეთიდან. ისინი წარმოადგენენ გონდოლინის ირგვლივ მდებარე მრგვალი მთების ნაწილს. ამ ადგილებში ბინადრობდნენ თორონდორის არწივები, ისინი გონდოლინს მორგოთის ჯაშუშებისგან იცავდნენ. მრისხანე ომის შემდეგ ეს მთები ბელერიანდთან ერთად ზღვამ დაფარა.

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შავი კარიბჭე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მორდორის შავი კარიბჭე (ს.: მორანონი, Morannon) — კარიბჭე, რომელიც შექმნა საურონმა, მორდორის ბნელმა მბრძანებელმა. იგი თავდაპირველად იცავდა კირით გორგორის უღელტეხილს, რომელიც ერედ ლითუისა და ეფელ დუათს შორის მდებარეობდა. სავარაუდოდ, კარიბჭე აგებული იქნა ერთი ბეჭდის დახმარებით. საურონის დაცემის შემდეგ იგინუმენორელთა გარნიზონად იქცა. მეორე მხარეს მას იზენისპირი იცავდა. დაცული დასავლეთით დურთანგის მიერ, იგი შეცვლილი იქნა, რათა მორდორის მთელი ბოროტი ძალა შიგნით დაეკავებინა. მინას ითილი, აღმავალი მთვარის კოშკი ამავე პერიოდში იქნა შეცვლილი და აგებული იქნა კირით უნგოლიც. ეს ორი ასევე განკუთვნილი იყო მორდორის ბოროტების შესაკავებლად.

თუმცა, გონდორში დიდი ამბოხისა და შინაური ბრძოლები დროს ამ ადგილებში ადამიანთა გავლენა შესუსტდა, ვინაიდან მათი ყურადღება გადატანილი იქნა სხვაგან. ამ დროს მორდორში კვლავ შევიდნენ ნაზგულები და ორკები, თავს დაესხნენ გარნიზონებს და თავად დასახლდნენ. ამ დროს მინას ითილი დაიპყრეს ნაზგულებმა. იმ დროიდან მას მინას მორგული ეწოდა, გრძნეულების ციხე-კოშკი.

ბეჭდის ომის პერიოდში დასავლეთის ლაშქარი, შემდგარი 7000 ადამიანისგან, გამოჩნდა შავ კარიბჭესთან, რათა საურონის თვალის ყურადღება მიექცია და ასე ფროდოსთვის საშუალება მიეცა, ერთი ბეჭედი ბედისწერის მთაში გაენადგურებინა. ბეჭედი განადგურდა. შავი კარიბჭე და კბილების ციხე-კოშკები დანგრეული იქნა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]