ნისლიანი მთები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნისლიანი მთები, იგივე ჰითაეგლირი (Hithaeglir, სინდარულად) - მთაგრეხილი ჯ. რ. რ. ტოლკინის გამოგონილი სამყაროდან, არდადან. იგი მდებარეობდა შუამიწეთში, გადაჭიმული იყო 1280 კილომეტრის მანძილზე, ჩრდილოეთიდან სამხრეთით. მთების ეს კომპლექსი განლაგებული იყო ერიადორისა და ანდუინის მდინარეს შორის. გუნდაბადის მთიდან იგი გადაჭიმული იყო ჩრდილოეთისაკენ, მეთედრასამდე.