ნოვოჩერკასკის სერგეი რადონეჟელის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნოვოჩერკასკის სერგეი რადონეჟელის ეკლესია
ნოვოჩერკასკის სერგეი რადონეჟელის ეკლესია — რუსეთი
ნოვოჩერკასკის სერგეი რადონეჟელის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 47°28′25″ ჩ. გ. 40°06′12″ ა. გ. / 47.47361° ჩ. გ. 40.10333° ა. გ. / 47.47361; 40.10333
რელიგიური კუთვნილება მართლმადიდებლობა
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა ნოვოჩერკასკი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
საიტი http://rostov-120.cerkov.ru/
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ბორის რაიჩენკოვი
თარიღდება 1999-2001

ნოვოჩერკასკის სერგეი რადონეჟელის ეკლესია (რუს. Церковь Сергия Радонежского) — მართლმადიდებლური ტაძარი ნოვოჩერკასკში. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიაში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნოვოჩერკასკის სინთეტიკური პროდუქტების ქარხნის შრომითი კოლექტივის კონფერენციაზე 1999 წლის 10 მარტს მიიღეს გადაწყვეტილება ჩაეტარებინათ ქარხნის მახლობლად მდებარე დაუმთავრებელი შენობის რეკონსტრუქცია. ამავე წლის 3 ივლისს შეიქმნა სამეურვეო საბჭო, ხოლო მშენებლობის მეთვალყურედ დანიშნეს მღვდელი ევგენი მაშტანოვი. 1999 წლის 24 ივნისს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიის მთავარეპისკოპოსის პანტელეიმონის კურთხევით საფუძველი ჩაეყარა ეკლესიის მშენებლობას. მთავარი არქიტექტორის ბორის რაიჩენკოვის პროექტის მიხედვით[1] ეკლესია იქნებოდა ხუთგუმბათიანი, ხოლო მის ჩრდილოეთ გასასვლელის თავზე აღმართული იქნებოდა 30 მეტრიანი სამრეკლო.

უკვე მშენებლობის პროცესში, 2000 წლიდან დაიწყო ტაძარში ღვთისმსახურება. 2001 წლის 11 იანვარს მოხდა ჯვრისა და სამრეკლოს გუმბათის კურთხევა, რომელიც აღასრულა დეკანოზმა ოლეგ დობრინსკიმ. ამავე წლის 17 აპრილს აღესრულა პირველი სააღდგომო წირვა-ლოცვაც. ხუთი გუმბათის კურთხევა მოხდა 2001 წლის 21 აგვისტოს მთავარეპისკოპოს პანტელეიმონის მიერ. 2001 წლის 10 ოქტომბერს ეკლესიის პირველ წინამძღვრად დაინიშნა გიორგი ჟილინი. 2002 წელს ეკლესიაში ქვის კანკელი დააყენეს[2]. ტაძრის სამრეკლოზე დააყენეს შვიდი ზარი[3].

2015 წელს ტაძარში მოსახატი სამუშაოები მიმდინარეობდა. ეკლესიასთან მოქმედებს საკვირაო სკოლა, ახალგაზრდა მართლმადიდებელთა კლუბი, მუშაობს ბიბლიოთეკა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]