ნოვოჩერკასკის მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნოვოჩერკასკის მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარი
ნოვოჩერკასკის მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 47°24′21″ ჩ. გ. 40°05′18″ ა. გ. / 47.40583° ჩ. გ. 40.08833° ა. გ. / 47.40583; 40.08833
რელიგიური კუთვნილება მართლმადიდებლობა
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა ნოვოჩერკასკი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6101039000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) იაკობ სედოვი
ხუროთმოძღვრული სტილი ეკლექტიკა
თარიღდება 1863-1869

ნოვოჩერკასკის მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარი (რუს. Церковь Михаила Архангела) — მართლმადიდებლური ტაძარი ნოვოჩერკასკში. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიაში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავის დროზე ჩერკასკში, დონის კაზაკების ყოფილ დედაქალაქში ამავე სახელწოდების ეკლესია არსებობდა, მაგრამ დედაქალაქის ნოვოჩერკასკში გადატანის შემდეგ დადგა ეკლესიის გადატანის აუცილებლობაც. გადაწყვეტილება ჩერკასკიდან ნოვოჩერკასკში ხის ეკლესიის გადატანის შესახებ 1812 წელს მიიღო ვორონეჟისა და ჩერკასკის ეპისკოპოსმა ანტონმა, მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიის გადატანას ეწინააღმდეგებოდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდი. საბოლოოდ სინოდი დაეთანხმა ეკლესიის გადატანას, იმ პირობით, რომ ნაპოლეონის წინააღმდეგ ბრძოლიდან დაბრუნების შემდეგ დონის კაზაკებს უნდა აეშენებინათ ქვის ეკლესია ნოვოჩერკასკში. 1813 წელს ეკლესია დაშალეს და გადაიტანეს ნოვოჩერკასკში.

ეკლესიის გადატანასთან ერთდ ჩერკასკიდან გადაიტანეს მდიდრული საეკლესიო ჭურჭელი, ხატები და ა. შ. 1830 წლის ინვენტარიზციის მიხედვით ტაძარში იყო მრავალიარუსიანი კანკელი მოოქროვილი ვერცხლის ჩარჩოთი, მოოქროვილი და მარგალიტის თვლებით შემკული ხატები, ბრილიანტები და ნახევრადძვირფასი ქვები.

1834 წელს ხის ეკლესია გააფართოვეს, 1837 და 1839 წელს მიამატეს ორი საკურთხეველი ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატისა და იოანე ნათლისმცემლის საპატივცემულოდ.

ხის ეკლესია დროდადრო დაიშალა და ახალმა მამასახლისმა სემიონ კოშკინმა 1850 წელს წამოაყენა საკითხი ქვის ეკლესიის მშენებლობის შესახებ. ტაძრის ასაშენებელი თანხები გროვდებოდა მთელს მსოფლიოში 10 წლის განმავლობაში. 1863 წელს საფუძველი ჩაეყარა ახალი ეკლესიის მშენებლობას. მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესიის მშენებლობა დაიწყო ახალ ადგილზე, დასავლეთ მხარეს აზოვის მოედანზე. მშენებლობა გრძელდებოდა 6 წლის მანძილზე. 1869 წელს დასრულდა შავი სამუშაოები. მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარებდა კიდევ 3 წლის განმავლობაში. 1872 წელს სრული დატვირთვით ამოქმედდა ეკლესია.

ახალი ქვის ეკლესია ააგეს არქიტექტორ იაკობ სედოვის პროექტის მიხედვით. ტაძრის კურთხევა შედგა 1873 წლის 8 ნოემბერს, მთავარანგელოზის ხსენების დღეს.

1922 წელს მთელს ქვეყანაში დაიწყო საეკლესიო ქონების ხელჩი ჩაგდების კამპანია. მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესიიდან წაიღეს საეკლესიო ნივთები, სულ 864 კგ. ვერცხლი, 4 კგ. ოქრო, 400 ცალი ძვირფასი ქვა, ალმასები და სხვ[1].

1939 წლიდან როსტოვის საოლქო აღმასკომის გადაწყვეტილების საფუძველზე ეკლესია დაიხურა. ოკუპაციის პერიოდში (1942-1943 წწ.) ეკლესია კვლავ მოქმედებდა და ეკლესიაში წირავდა მღვდელი ნიკოლაი ფომინი.

1961 წელს ეკლესია კვლავ დახურეს. 1990-იან წლებში დაიწყო ეკლესიის აღორძინება. 1990 წლის 19 ივნის ქალაქის აღმასკომმა ეკლესია გადასცა მრევლს. 1991 წლის 14 იანვრიდან აღდგა ღვთისმსახურება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Чибисов С. П. "История Новочеркасского Михайло-Архангельского храма", Новочеркасск, 2002 г, с. 35