ნოვოჩერკასკის სამების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნოვოჩერკასკის სამების ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება მართლმადიდებლობა
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა ნოვოჩერკასკი
ფუნქციური სტატუსი დანგრეული
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1810

სამების ეკლესია (რუს. Троицкая церковь) — ყოფილი მართლმადიდებლური ტაძარი ნოვოჩერკასკში. ასევე ცნობილია, როგორც მაცოცხლებელი სამების ტაძარი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძარი, 1810 წელს, აღმართული იყო ამავე სახელწოდების მოედანზე, თავდაპირველად იგი ხის იყო. ათწლეულების მანძილზე ეკლესია იშლებოდა, 1830 წელს კი ჩამოინგრა მისი გალავანი.

1835 წელს, კრებაზე განიხილეს ქვის ტაძრის აშენების აუცილებლობა. 1845 წლის იანვარში, არქიტექტორ სედოვის მიერ შესრულდა ორსართულიანი, ქვის ტაძრის პროექტი, მაგრამ სანქტ-პეტერბურგის გზებისა და საჯარო შენობების მთავარმა სამმართველომ, ნოვოჩერკასკში გამოგზავნა სამების ეკლესიის საკუთარი პროექტი. ქალაქის მმართველობამ უარი თქვა ორივე პროექტზე ტერიტორიის სიმცირის გამო და გადაწყვიტა ახლის შექმნა. მის შემუშავებას შეუდგა არქიტექტორი ფომინი, რომელმაც შექმნა სამსაკურთხევლიანი, ხუთგუმბათოვანი, ბიზანტიური სტილის ეკლესიის პროექტი. ახალი პროექტი, 1845 წლის 2 აგვისტოს აღიარეს და დაამტკიცეს. მხოლოდ 5 წლის შემდეგ, 1850 წლის 24 ივნისს, დონისა და ნოვოჩერკასკის მტავარეპისკოპოსის, იოანა დობროზრაკოვის კურთხევით, შესრულდა ქვის ტაძრის საზეიმო სანიშნები. 1856 წელს, დონის ჯარების ოლქის მეთაურის, მ. გ. ხომუტოვის დროს ეკლესია უკვე აშენებული იყო. ხატებს, კანკელებისთვის წერდნენ ადგილობრივი მხატვრები: არდალიონ ზოლოტარევი და მიხაილ გოლმოვი. 1859 წლის 30 მაისს, სამების ტაძარი აკურთხეს[1].

1869 წლის ივნისში, დაიწყო სამების ეკლესიისთვის აგურის სამრეკლოსა და ქვის სატრაპეზოს მიშენება. 1896 წლამდე ტაძარში ორი ტახტი იდგა - მთავარი (სამების ) და სამხრეთის. 1896 წელს შეიქმნა მესამე, ჩრდილოეთის ტახტი. 1897 წელს, სამების ეკლესიის ორსართულიანი ფასადის შენობაში, რომელიც გადის სანქტ-პეტერბურგის პროსპექტზე (ახლანდელი გერცენის დაღმართი) გახსნეს სკოლა გოგონებისთვის, ხოლო ერთსართულიანი ფასადის შენობაში, მოსკოვის ქუჩაზე - საეკლესიო, სამრევლო სკოლა.

1915 წლის მდგომარეობით, ნოვოჩერკასკის სამების ტაძარი იყო ხუთგუმბათოვანი, ქვის სამრეკლოთი, სამი საკურთხევლით და შედგებოდა ორი სართულისგან. მთავარ გუმბათს ჰქონდა კონუსებური ფორმა, რვა ფანჯრით. ტაძრის თავზე რკინის მოოქროვილი ჯვრები იყო. სამების ეკლესიას სამი შესასვლელი კარი ჰქონდა, სამრეკლოს ქვედა იარუსს კი - 10 ზარი. სამების ეკლესიის სატაპეზო საკმაოდ ფართო, სიგრძით 12, სიგანით 8,5, ხოლო სიმაღლით 9,6 მეტრი იყო. ტაძრის შესასვლელის ორივე, როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა მხარეს იყო ადგილი გუნდებისთვის[1].

სამების ეკლესიის დახურვა მოხდა 1930-იან წლებში, ნოვოჩერკასკში მართლმადიდებლური ტაძრების მასობრივი დახურვის დროს. მეორე მსოფლიო ომი დაწყებამდე იგი განადგურებული იყო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]