სვიმეონ სპარსელის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სვიმეონ სპარსელის ეკლესია
სვიმეონ სპარსელის ეკლესია — რუსეთი
სვიმეონ სპარსელის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 47°24′33″ ჩ. გ. 40°06′03″ ა. გ. / 47.40917° ჩ. გ. 40.10083° ა. გ. / 47.40917; 40.10083
რელიგიური კუთვნილება მართლმადიდებლობა
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა ნოვოჩერკასკი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ივან ვალპრედე
თარიღდება 1867-1869

სვიმეონ სპარსელის ეკლესია (რუს. Церковь Симеона Персидского) — მართლმადიდებლური კარის ეკლესია ნოვოჩერკასკში. მდებარეობს ატამანის სასახლესთან. ეკლესიას ასევე ეწოდება მღვდელმოწამე სვიმეონ სპარსთა ეპისკოპოსის ეკლესია ან ატამანის სასახლის სვიმეონ სპარსელის კარის ეკლესია[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ატამანის სასახლე აშენებული იყო და მუშაობა დაიწყო 1863 წელს. 1867 წლის 29 ივლისს სასახლის მარცხენა ნაწილში იყო ჩაშენებული კარის ეკლესია, რომელიც 1869 წლის ნოემბერში, მშენებლობის დამთავრებისას, აკურთხა დონისა და ნოვოჩერკასკის მთავარეპისკოპოსმა პლატონმა სვიმეონ სპარსელის სახელზე.

ეკლესიის ორსართულიანი შენობა მიშენებული იყო სასახლეზე ძირითადი შენობის სტილში მთავარ ფასასდთან შეფარდებით იგი მდებარეობდა უფრო ღრმად - ამ საშუალებით არქიტექტორმა ივან ვალპრედემ შეინარჩუნა სასახლის შენობის სიმეტრია მოედნის მხრიდან. ეკლესიის დაბლა სართულზე განთავსებული იყო მოსამსახურეთა სადგომი. თვითონ კარის ეკლესია მდებარეობდა მეორე სართულზე და წარმოადგენდა 120 კვარდრატულ მეტრ ფართობს დარბაზს პარკეტიანი იატაკით და 7 მეტრი სიმღლის ჭერით. სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადებში მდებარეობდა სამი დიდი ფანჯარა. ანტრასოლის სართულზე იყო აშენებული აივანი გუნდისათვის. ეკლესიას არ ჰქონდა გუმბათი. მისი სახურავის ნაპირზე იყო დამაგრებული პატარა ბარაბანი ბოლქვისებური დაბოლოებით, ხოლო სამხრეთ ფასადზე იყო ატიკური ტიპის ძერწილი მორთულობის ჯვარი.

კარის ეკლესიაში გზავნიდნენ საჭიროების შემთხვევაში საჯარისო ატამანებს, რომლებიც ცხოვრობდნენ იქ, როგორც ოჯახის წევრები. იქვე ტარდებოდა პანაშვიდი. როდესაც XX საუკუნის დასაწყისში სასახლის ქუჩაზე აშენდა ჯერძო გიმნაზია. მათ მოსწავლეებს ნება ჰქონდათ დართული საჭიროების შემთხვევაში შესულიყვნენ კარის ეკლესიაში.

სასახლის შენობა იყო გამოყენებული ქალაქის ადმინისტრაციიის მიერ. ყოფილი კარის ეკლესიის შენობაში განთავსებული იყო ფინანსური განყოფილების გამგის კაბინეტი[2]. ამჟამად იქ მიმდინარეობს ქალთა ეკლესიის აღდგენა[3].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]