ნოვოჩერკასკის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნოვოჩერკასკის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია
Николаевская церковь в Новочеркасске.jpg
ნოვოჩერკასკის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 47°24′39″ ჩ. გ. 40°05′44″ ა. გ. / 47.41083° ჩ. გ. 40.09556° ა. გ. / 47.41083; 40.09556
რელიგიური კუთვნილება მართლმადიდებლობა
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა ნოვოჩერკასკი
სასულიერო სტატუსი დანგრეული
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1810-1812

ნოვოჩერკასკის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია (რუს. Церковь Николая Чудотворца) — ყოფილი მართლმადიდებლური ეკლესია ნოვოჩერკასკში. ააგეს 1810-1812 წლებში. მდებარეობდა ფოსტის ქუჩაზე (ამჟამად პუშკინის ქუჩა). ასევე ცნობილია, როგორც ნიკოლაევსკის ეკლესია.

ნოვოჩერკასკის ფოსტის ქუჩაზე 300 მეტრის რადიუსში ორი წმინდა ნიკოლოზის ეკლესია მდებარეობდა: ერთი მართლმადიდებლური - ნიოლაევსკის მოედანზე (ამჟამად ლევსკის მოედანი), ხოლო მეორე - სტაროობრიადცევების ალექსანდრეს ბაღში[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიკოლაევსკის ხის ეკლესიის მშენებლობა საზეიმოდ დაიწყო 1810 წლის 14 აგვისტოს და მშენებლობა დასრულდა 1812 წელს. ტაძარი აშენდა ჩერკასკის ნიკოლაევის ეკლესიის მრევლის ძალისხმევით, რომლებიც ატამან მატვეი პლატოვის მითითებით მთლიანად გადასახლდნენ ნოვოჩერკასკში. მშენებლობას მეთვალყურეობდა ინჟინერ-პოდპოლკოვნიკი ეფიმოვი. ნიკოლაევსკის ახალი ეკლესია 1812 წლის 22 ივლისს აკურთხა მღვდელმა იოანე დოლოტინმა.

ქვის ეკლესიის მშენებლობა დაიწყო 1821 წელს და იგი აკურთხეს 1829 წელს. შედგებოდა ორი სალოცავისაგან: მარჯვენა წმინდამოწამე ბარბარეს, ხოლო მარცხენა - ღვთისმშობლის მიძინების სახელობისა იყო. ეკლესიის პროექტი გადაამუშავა არქიტექტორმა ამვროსიმოვმა და შექმნა ამპირის სტილში. ეკლესია იყო ერთსართულიანი, ერთგუმბათიანი თეთრი ქვით ნაგები, ეკლესიას ჰქონდა ასევე ქვის სამრეკლო.

ეკლესია დაიხურა 1935 წელს, ხოლო 1939 წელს დაშალეს მის ადგილზე სკვერის გაშენების საბაბით. ამჟამად მის ადგილზე მდებარეობს ლევსკის მოედანი, სადაც 1995 წლის 19 ნოემბერს აღმართეს ხის ჯვარი დანგრეული ნიკოლაევსკის ეკლესიის სამახსოვროდ. მოგვიანებით ხის ჯვარი შეცვალის მეტალით[2].


.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]