ნოვოჩერკასკის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნოვოჩერკასკის წმინდა გიორგის ტაძარი
ნოვოჩერკასკის წმინდა გიორგის ეკლესია — რუსეთი
ნოვოჩერკასკის წმინდა გიორგის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 47°25′20″ ჩ. გ. 40°06′24″ ა. გ. / 47.42222° ჩ. გ. 40.10667° ა. გ. / 47.42222; 40.10667
რელიგიური კუთვნილება მართლმადიდებლობა
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა ნოვოჩერკასკი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6101014000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ვასილი კულიკოვი
ხუროთმოძღვრული სტილი რეტროსპექტივიზმი
თარიღდება 1897-1898

ნოვოჩერკასკის წმინდა გიორგის ეკლესია (რუს. Свято-Георгиевский храм) — მართლმადიდებლური ტაძარი ნოვოჩერკასკში. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიაში. ტაძარი აგებულია მატარებლის კატარსტროფაში (1888 წლის 17 ოქტომბერი) იმპერატორ ალექსანდრე III-ისა და მისი ოჯახის გადარჩენის აღსანიშნავად.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1890 წელს მრევლში მომწიფდა იდეა ეკლესიის მშენებლობის შესახებ. არქიტექტორმა ვასილი კულიკოვმა შექმნა ეკლესიის გეგმა. ეკლესია ააგეს მდინარე ტუზლოვის დამრეც ფერდობზე. ეკლესია საკმაოდ თავისებურ რუსულ არქიტექტურულ სტილშია ნაგები. მისი ზომები არც ისე დიდია, ტევადობა - 400 კაცი.

ტაძარი აშენდა კერძო შემოწირულობებით და მთლიანად დაჯდა 17 000 რუბლი. ეკლესიის კანკელი დაამზადა ნოვოჩერკასკელმა ხელოსანმა ა. სოლოვიევმა.

1899 წელს ეკლესიასთან დაარსდა სამრევლო სკოლა. 1908 წელს კი მისთვის ააშენეს ცალკე შენობა[1].

ეკლესია არსებობას აგრძელებდა 1939 წლამდე, როდესაც როსტოვის საოლქო აღმასკომის გადაწყვეტილებით დაიხურა. ომის შემდეგ იგი მოქმედებდა, როგორც ხორბლის საწყობი. 1940-იანი წლების ბოლოს იგი კვლავ დაუბრუნდა ეკლესიას და გახდა მოქმედი[2].

1990 წლიდან დაიწყო მისი აღდგენა. ეკლესიაში შემონახულია სიწმინდეები: წმინდა მართლმორწმუნე თავადის, ალექსანდრე ნეველის ხატი, რომელიც ჩასმულია ვერცხლის ჩარჩოში, წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ათონის წერილები. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს კანკელის კედლის ფერწერა. ტაძარშია ასევე ორიგინალური თუჯის ბარელიეფური გამოსახულება „სადუმლო სერობა“, რომელიც ლეონარდო და ვინჩის ფრესკის ასლს წარმოადგენს.

ამჟამად ნოვოჩერკასკის წმინდა გიორგის ეკლესია როსტოვის საოლქო საბჭოს სახალხო დეპუტატთა საბჭოს 1992 წლის 17 დეკემბრის № 325 გადაწყვეტილებით, აღიარებულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად.

2006 წლიდან ეკლესიის წინამძღვარია დეკანოზი ალექსანდრე ლუკანენკო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]